Archive for იანვარი 6th, 2010

ანეგდოტები 2

1.- გუშინ ქორწილში ვიყავი მეჯვარედ… ჰოდა, შუა ქორწილში გადეირია სიძე, წამოხტა ფეხზე
და დედოფალს წიხლი ჩააზილა ფეხებს შორის…
– მერე,
– მერე… – რაღა მერე, ჩააზილა და ხელი მომტეხა

2.ღამის4 საათზე მიხოს კარზე ბრახუნია.მიხო ნამძინარევი ხმით ეკითხება:
–რომელი ხარ?
–ჟან კლოდ ვან დამი!
–ახლა გამოვალ და ოთხივეს დედებს გიტირებთო!–ყვირის მიხო.

3.პოლიციაში მივიდა მოქალაქე და განაცხადა:
– ან დამაპატიმრეთ, ან სიდედრი შემომაკვდება!
– თუ ძმა ხარ ჩემიც მიაყოლე შენსას და სასჯელს დავაკლებინებ – შეეხვეწა პოლიციის უფროსი.
წავიდა კაცი პროკურორთან:
– თუ არ დამაპატიმრებთ, სიდედრი შემომაკვდება იცოდეთ!!
– ა, ბიჭო, კაცი! ჩემიც გააგორე კაცურად და მინიმალურ სროკს მოვაცემინებ.
ბოლოს და ბოლოს მოკლა ამ კაცმა სამი სიდედრი. საასამართლომ სამი სიდედრის მოკვლისათვის ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
– ბარემ ჩემიც მიგეყოლებინა, შე დალოცვილო და საერთოდ არაფერს არ მოგისჯიდი – ჩაილაპარაკა მოსამართლემ. Continue reading

Philips Xenium X810

არ არის მთლად გასაგები, თუ რაზე ფიქრობდნენ კომპანია Philips-ის დიზაინერები როდესაც მუშაობდნენ ისეთ Continue reading

დედაპლატა ASUS С USB 3.0 და SATA III-ით

ტაივანური კომპანია ASUS ემზადება ახალი ტოპ რეიტინგული დედაპლატის გამოსაშვებად, ბაზირებული მაღალპროდუქტიულ სისტემურ ლოგიკაზე Intel X58 – გასაყიდი მოდელი P6X58 Premium, რომელსაც აქვს პროცესორული ბუდის Socket LGA-1366 მხარდაჭერა. რათქმაუნდა პლატის ელემენტის განსაზღვრელი ფუნქციონალურობა არის – შერჩეული ჩიფსეტი. ამასთანავე შემქნელებმა ააწყეს P6X58 Premium იმასთვის, რადგან იცოდნენ რომ ამ დედაპლატის ანალოგი გაყიდვაში არ იქნებოდა.
დამატებითი კონტროლერების გამოყენებით ASUS-ის ინჟინრებმა შექმნეს USB 3.0 SuperSpeed პორტების და SATA (გამტარობით 6 გბიტ/წ) მხარდაჭერა, რომელიც პლატაზე მოთავსებულია 2 გამოსაყენებელი კონექტორით. აღსანიშნავია ისიც რომ ახალი პორტების გასწვრივ დედაპლატაზე გამოჩნდება USB 2.0 პორტიც, რომლის გარჩევა შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ფერების საშუალებით; აგრეთვე დედაპლატაზე დატანილია ექვსი SATA პორტიც (გამტარობით 3 გბიტ/წ). დანარჩენი დამახასიათებლები იდენტურია მრავალი დედაპლატის დამახასიათებლებით Intel X58-ის ბაზირებული ლოგიკით: 6 სლოტი DDR3 ოპერატიული მეხსიერებისათვის, 3 სლოტი PCI Express x16-ისათვის. ასევე აღსანიშნავია 16-ფაზიანი სისტემური კვებაც, რომელიც იძლევა მთლიანი სისტემის ექსტრემალურ რეჟიმში სტაბილური მუშაობის გარანტიას, რომელიც გაგიადვილებთ პროცედურას სისტემის ასწრაფებისას (დარაზგონებისას). დედაპლატას გააჩნია 2 გიგაბიტიანი Ethernet-პორტი და 8-არხიანი აუდიოკოდეკი.

eBay ყიდის Skype-ს

2005 წლიდან Skype არის eBay-ს საუკუთრებაში, მაგრამ სულ რამოდენიმე დღეა რაც eBay გაახმაურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყიდის Skype-ს და მისთვის მყიდველიც უკვე მოძებნილი ჰყავს. The New York Times-ის ცნობით მსოფლიოში ყველაზე დიდი IP-ტელეფონიის სერვის შეიძენს კერძო ინვესტორებისგან შემდგარი კონსორციუმი, ხოლო ამ გარიგების ფინანსური მხარეები რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი…
მყიდველთა სიაში სახელდება ვენჩერული ფონდი Andreessen Horowitz და Index Ventures. პირველი ფონდი არის დაარსებული 2009 წელს მარკ ანდერსონის მიერ, რომელიც ცნობილია როგორც Netscape-ის შემქნელი, ხოლო მეორე პარტნიორია ბენ გორვივიჩი. ანდერსონი არის eBay-ს დირექტორთა საბჭოს წევრი. ფონდ Index Ventures-ს აქვს ოფისები ლონდონში, ჟენევაში და Skype-ში საკმაოდ ბევრი ფული აქვს ჩადებული შემქნის დღიდან. ინვესტორთა სიაშია აგრეთვე კერძო კომპანია Silver Lake Partners, რომელიც სპეციალიზირებულია ტექნოლოგიურ ბიზნეში ფულის დაბანდებით. მისი საინვესტიციო პორტფოლიო შეადგენს ბევრ კომპანიას მათ შორის Avaya, Flextronics, Gartner, Intelsat, IPC, NASDAQ QMX, Sabre, SunGard და სხვა. გარიგების თანხა ჯერ უცნობია, მაგრამ eBay-ს ადრინდელი განცხადებებით მას სურს Skype-ს გაყიდვა დაახლოებით 2 მილიარდ დოლარად. თვითონ კი 2005 წელს შეიძინა Skype 3 მილიარდ დოლარად და აპირებდა მის ინტეგრაციას საკუთარ ბიზნეში, მაგრამ ეს არ მოხდა. როგორც The New York Times იუწყება Skype-ის შეძენა იყო ტექნოლოგიურ სფეროში ძალიან დიდი წარუმატებელი გარიგება ბოლო ათწლეულის განმავლობაში. რამოდენიმე წლის წინ Skype-ის გამოსყიდვას ცდილობდნენ აგრეთვე მისი დამაარსებელი ნიკოლას ცენსტრემი და იუნის ფრისი. ტექნოლოგია რომელსაც იყენებს Skype ეკუთვნის მათ კომპანია Joltid-ს. ამის მიუხედავად მაინც ვერ მოახერხეს eBay-თან შეთანხმება ფასზე. ამჟამად Joltid-მა გააუქმა ლიცენზია Skype-ს ტექნოლოგიაზე და უჩივის eBay-ს ბრიტანულ სასამართლოში. საქმე განიხილება 2010 წელს. ამჟამად კი უცნობია იღებენ თუ არა მონაწილეობას ამ დიდ გარიგებაში Skype-ის შემქმნელები.

“როლიკებით” ამერიკულ მთებზე

ამერიკული მთები-ატრაქციონი რომელიც არაა განკუთვნილი სუსტი ნერვების მქონე ხალხისთვის. რას იტყვით იმაზე, რომ ამერიკულ მთებზე ”როლიკებით” გაისეირნოთ?
სიგიჟეა და საშიშია ალბათ დამეთანხმებით ხომ, მაგრამ ექსტრიმის მოყვარულმა 36 წლის დირკ აუერმა გადაწყვიტა გამოეცადა ეს. მან შექმნა სპეციალური ”როლიკები” რომლის საშუალებითაც ავიდა ამერიკულ მთებზე და დაეშვა იქედან 90 კილომეტრი საათი სიჩქარით.
საბოლოოდ მან დაამყარა მსოფლიო რეკორდი ტრასის დამთავრებისას. მან გაიარა 860 მეტრი 60 წამში. ეს არის ამერიკული მთებიდან დაშვების ახალი მსოფლიო რეკორდი.

ავსტრალიაში ”ადამიანი ობობა” დააპატიმრეს

ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიში მოხდა უჩვეულო შემთხვევა. ფრანგი ალპინისტი ალენ რობერი (Alan Rober) ავიდა ცათამბჯენზე, რომელიც 41 სართულიანი სახლის სიმაღლეს უტოლდება. ეს მოხდა დღისით მზისით, სამუშაო დღის დროს, შენობაში მომუშავე პერსონალი გაკვირვებული იყო უჩვეულო სანახაობით.
აგრეთვე 200-მდე გამვლელი ადევნებდა თვალყურს შენობის ძირიდან. პოლიციამ ყოველგვარი ცერემონიის გარეშე დააკავეს ”ადამიანი ობობა”, მას შემდეგ რაც მან დაამთავრა ასვლა შენობის ფასადზე. ალპინისტისთვის ეს პირველი შემთხვევა არაა, ის უკვე ასულია მსოფლიოში რამოდენიმე ცათამბჯენზე და მას ზედმეტ სახელად ”ადამიანი ობობა” ამიტომაც შეარქვეს. სხვა ალპინისტებისაგან განსხვავებით ალენი გადაადგილდება ცათამნჯენზე, დამზღვევი თოკის გარეშე და სხვადასხვა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშეც კი. ჰობიც ამასც ჰქვია. ზოგი აგროვებს საფოსტო მარკებს, აზარტულ თამაშებს ხოლო ალენის ჰობია მსოფლიოს ყველა ცათამბჯენზე ავიდეს. მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს – ალპინისტი ცდილობს მიიპყროს მსოფლიოს ყურადღება გლობალური დათბობის პრობლემის შესახებ. ის ცათამბჯენზე ასვლის შემდეგ კიდებს პლაკატს ფასადზე. რაც შეეხება ცოცვის ტექნიკას, შუშის ფასადზე ასასვლელად ის იყენებს სპეციალურ ვაკუმურ მისაკრობ სახელურებს, რომლებიც სურათზეა ნაჩვენები.

LG–ს პირველი სმარტფონი Android OS-ზე

კორეულმა კომპანია LG Electronics–მა 14 სექტემბერს მოახდინა ანონსირება თავისი პირველი სმარტფონის რომლიც მუშაობს ოპერაციული სისტემა Google Android–ის ბაზაზე. სმარტფონის სახელია LG-GW620. ის აღჭუვილია 3 დიუმიანი სენსორული ეკრანით და გასაშლელი QWERTY კლავიატურით.
ჯერჯერობით უფრო ზუსტი მონაცემები ამ მოდელის არ არსებობს, მაგრამ LG–ს თქმით სმარტფონი ორიენტირებულია სოციალური ინტერნეტ სერვისებზე და მომხმარებელთან ადვილად ადაპტირებადი ინტრეფეისი გააჩნია. აპარატი გამოჩდნება გაყიდვაში ნოემბერ ოქტომბერ–ნომერბეში ევროპაში.
LG–ს განცხადებით ეს არის მათი პირველი სმარტფონი Android–ის ბაზაზე და სათავეს ჩაუყრის ამ კლასის ტელეფონების გამოშვებას კომპანიისათვის, თუმცა ისინი არ შეწყვეტენ უფრო ტრადიციული და ყველასათვის ნაცნობი Windows Mobile–ის სმარტფონების გამოშვებასაც. კომპანია გეგმავს რამოდენიმე დღეში აგრეთვე 3 ახალი სმარტფონის ანოსირებას Windows Mobile 6.5–ის ბაზაზე. სულ გეგმაში აქვთ სხვადასხვა ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე 13 ახალი სმარტფონი შესტავაზოს მომხმარებელს 16 თვის განავლობაში.

ანეგდოტები

არმიის ახალი შენაძენი. VIAGRA Gaz ბრძოლის ველზე მისი მიმოფრქვევის შემდეგ მოწინააღმდეგის ქვეითები კარგავენ ფორთხვისუნარიანობას.

***

ოსი მიდის ექიმთან და ეუბნება:
-სენი წილიმე ლაგაც უნდა გაცვენო და ალ გაიცინო ლა!
ექიმი ეუბნება რა პრობლემა არისო.
ოსი შარვალს ჩაიხდის და ექიმს თავის, ლამის მიკროსკოპულ, სიმდიდრეს აჩვენებს
ექიმი ჩაბჯირდება… ოსი კიდე განაწყენდება რა გაცინებსო.
მაშინ ექიმი ძლივს დაწყნარდება და ეკითხება:
-რა გაწუხებთ?
-გამისივდა სენი წილიმე!

***

სვანს ფეხსაცმელი უჭერს. ადგება და ტკივილგამაყუჩებელს დალევს

***

ძმაკაცები ლაშქრობაზე არიან და ავლენ კლდეზე.
დაინახავენ სახლს და იქიდან მომავალ ბრძენ კაცს.
უცებ იგრძნეს რომ რაღაც სუნი იყო და იმ კაცს კითხეს?
-აქ რატომაა ასეთი სუნი?
-ადრე კლდის აქეთ მხარეს ერთი მეფე ბატონობდა, მეორე მხარეს-მეორე. მათ შორის ომი იყო გაჩაღებული, ერთმანეთს არ ინდობდნენ და ორივე მოკვდა.
-კი მაგრამ ეგ რა შუაშია? სუნი რატომ დგას?
-რავი ეტყობა მოჯვა ვიღაცამ მაგის დედაც ვატირე.

***

სვანეთში გასვენებაში იმდენი კაცი მივა მიცვალებულს ჩაამატებენ

***

სვანი აივანზე გაკიდებს შარვალს.ცოტა ხანში ჩამოსახსნელად რომ გავა,შარვალი ჩავარდნილი დახვდება.მობრუნდება და გახარებული იტყვის კიდე კაი რომ არ მეცვაო

***

მეგრელს ასამართლებენ და მოსამართლე გაისროკება

***

სვანი თვალებს დახუჭავს და მეგობრებს ეუბნება:
– აჰაა და იყავით ეხლა სიბნელეში.

***

ინტერაქტიული გამოკითხვა:

რა გკიდიათ ჭიპის ქვეშ?

ეკითხებიან ფრანგს

– ის რაც ქალებს სიამოვნებას ანიჭებს.

ეკითხებიან რუსს

– ის რაც სიამოვნებას მანიჭებს

ეკითხებიან ქართველს

– ხანჯალი

– როგორ თუ ხანჯალი. უკვირს ჟურნალისტს

– ხანჯალი. – იმეორებს ქართველი.

ჟურნალისტი უხსნის რომ ფრანგმა და რუსმა ასე უპასუხა.

ქართველი ამაყად პასუხობს:

– ის რაც ფრანგს და რუსს კიდიათ მე სულ ამდგარი მაქვს.

***

გურულს სახრჩობელაზე გაიყვანენ და ეუბნებიან:

-შენი ბოლო სურვილი თქვიო.

გურული: -მომეწიეთ უკანო.

***

სამი ბანანი ფილმის ყურებას აპირებს.

წავა ერთი და მოიტანს მაიმუნებზე დოკუმენტურ ფილმს.

– აუ რა გაახურე შენ მაგ უჟასებით საქმე

***

სვანი თინეიჯერის დღიურუდან:

ამ შაბათს მაგარი პონტი გაიჩითა სახლში მარტო დავრჩი და დაიწყო თავბრუდამხვევი სიტუაცია,  მაგარი ზმანები, თეთრი ფხვნილი, მაგრამ მერე მშობლები მოვიდნენ და სარეცხი მანქანიდან ამომიყვანეს.

***

განცხადებები:

“დავკარგე ერგედეს ტიპის ხელყუმბარა, მპოვნელის ხსოვნა არდავიწყება იყოს.”

“დავკარგე ქალიშვილობა მაარა მაგარი იყოოოო.”

***

სვანს ოჯახი დაენგრევა და ნანგრევებში მოყვება.

***

ქუთაისელი ათვალიერებს ზოოპარკს, დაინახავს მაიმუნს და გალიის წინ გაჩერდება. 1 საათი უყურებს, 2 საათი უყურებს და მერე ეუბნება:

– ბიჭო ჯუმბერ შენ ხარ?

***

-გურული ხარ??
-კი მარა ვმკურნალობ.

***

ზღარბი იყურება სარკეში და ღიღინებს: -ვარდზე მეტი ეკლები აქვთ ლამაზეებს

***

სვანი გაიკეთებს სკაიპს, skype test call-ს დაურეკავს და გააშაყირებს.

***

ერთი ნარკომანი რუსთაველზე გააჩერებს ტაქსს და ეტყვის რუსთაველზე გამიყვანეო.
გაკვირვებულმა ტაქსისტმა უთხრა უკვე რუსთაველზე ვართო.
ნარკომანმა 5 ლარიანი მიცა და უთხრა, სხვა დროს ეგრე ჩქარა არ იაროო.

%d bloggers like this: