ანეგდოტები 3

მიდის კაცი გზაზე და რას ხედავს–სვანი გუბეში ჩაჯდება ამოვა ჩაჯდება ამოვა.კაცი ეკითხება:–რას აკეთებო.
–ჩოხასა ვრეცხავო,–უპასუხა სვანმა
–მერე სარეცხი მანქანა არა გაქვსო?
–მაქვს,მაგრამ შიგნით რომ ვჯდები თავბრუ მეხვევაო.

***

ორი სვანი მგზავრობს ავტობუსით. ერთი ეკითხება მძღოლს:

– ეს ავტობუსი ვაგზლამდე ამიყვანს?

– არა! – მოუჭრა მძღოლმა.

– არც მე ამიყვანს? – იკითხა მეორე სვანმა.

***

ატარა მიხო გაოცებული უყურებს ეზოში მისთვის გაბმულ საქანელაზე გიჟივით მოქანავე მიტუას.

– რასა შვრები, პაპა, არ გადმოვარდე!

– ექიმმა მითხრა, რაც შეიძლება მეტი იმოძრავეო!..

***

ღამის4 საათზე მიხოს კარზე ბრახუნია.მიხო ნამძინარევი ხმით ეკითხება:
–რომელი ხარ?
–ჟან კლოდ ვან დამი!
–ახლა გამოვალ და ოთხივეს დედებს გიტირებთო!–ყვირის მიხო.

***

ერთმა ჩემმა მეზობელმა, ვალიკო -მ ღორი წაიყვანა ბაზარზე გასაყიდად. მივიდა კლიენტი და ეკითხება:

– რაზე გყავს გაზრდილიო?

– სადა მაქვს ამის საჭმლის ფული, გარეთ მყავს გაშვებული და რა ვიცი, რას ჭამსო.

– რად მინდა ნაგავზე გაზრდილი ღორიო, – უთხრა კლიენტმა.

მეორე კვირას ისევ წაიყვანა. ახლა სხვამ დაუსვა იგივე კითხვა.

– რა ვიცი, შვილო, ქატოსი და სიმინდის მეტი არაფერი უჭამიაო…

– მაგის ხორცი არ ევარგება, ცოტა რკო და ხილიც თუ არა აქვს ნაჭამიო.

მესამე კვირას იგივე განმეორდა. ოღონდ იმავე კითხვაზე გაბეზრებულმა ვალიკომ ამჯერად ასე უპასუხა:

– რა ვიცი, ამის დედაც ვატირე, ფულს ვაძლევ და თვითონ ჭამსო…

***

ნარკომანები ბირჟაზე დგანან. გამოიარა ზანგმა.

– ეს ვინ არი, ტო? – იკითხა ერთმა.

– ეს სომალელი ლტოლვილია! – დაასკვნა მეორემ.

– ვა, სომალიც დავკარგეთ?! – გადაირია მესამე.

***

როგორ უნდა მოახდინოთ ქალზე შთაბეჭდილება? ეს არც ისე ძნელია:
– კომპლიმენტები, კომპლიმენტები, კომპლიმენტები…
– პატივისცემით უნდა მოეპყრათ.
– უნდა ეფეროთ.
– თავს უნდა ევლებოდეთ.
– უნდა დაიცვათ.
– რაც შეიძლება მეტი უნდა ახარჯოთ.
– მაგარ ზმანებში უნდა ატაროთ.
– ძვირფას ბარ-რესტორნებში უნდა ატაროთ.
– ძვირფასი ნივთები უნდა უყიდოთ.
– ყურადღებით უნდა უსმინოთ.
– რასაც იტყვის, უსიტყვოდ უნდა აიტანოთ.
– თქვენგან ყოველთვის მხარდაჭერას უნდა გრძნობდეს.
– მისი გულისათვის ქვეყნის დასალიერში უნდა წახვიდეთ.
მამაკაცზე როგორღა უნდა მოახდინოთ შთაბეჭდილება? – გაიხადეთ.

***

ჟორამ სმს მიიღო:
„ძვირფასო, ხმამაღლა წაიკითხე: სიკონა ლამილე ბოვანა ლიკილე უდმოდო ჟაკილე ფრასკალა ბიკილე.“
ცოტა ხანში მეორე სმს მიიღო:
„ახლახანს შენ წარმოთქვი ინდური წყევლა, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში დაგიცავს სექსუალური კონტაქტებისაგან. გკოცნი, შენი ჟენია.“

***

ქირურგი ეუბნება თავის პაციენტ რაჭველს:
– თავიდან მიმიწევს შენი გაკვეთა, იმიტომ, რომ შენს მუცელში ცალი ხელთათმანი დამრჩა.

– მაგიზა ნუ გამჭრი, ექიმო, დავდგები ფეხზე და ახალ ხელთათმანებს გიყიდი!..

***

პატარა რაჭველს რუსული ენის მასწავლებელი ეკითხება:
– აბა, რაჟიკო, როგორ იქნება ქართულად ”ნაუკა”?

– ნაუკა არის პატარა ნავი! – გამარჯვებული სახით უპასუხა რაჟიკომ.

***

რაჭველი ექიმს საყვედურობს:
– ექიმო, თქვენ რომ ღამით ჭამა ამიკრძალეთ, მაგიტომ გავცივდი.

– მერე ეგ რა შუაშია?

– როგორ თუ რა შუაშია? მთელი ღამე ღია მაცივრის წინ ვიდექი და მოხარშულ დედალს ვუყურებდი!

***

შუაღამისას ჭიჭიკია მთვრალი მიდის შინ თავისი “ზაპოროჟეცით”. გააჩერა პატრულმა:

– სად მიდიხარ?

– სად მივდივარ და ლექციაზე! – გაიჭიმა ჭიჭიკია.

– ამ შუაღამისას ვინ კითხულობს ლექციას? – გაიკვირვა პატრულმა.

– სიდედრი მყავს შინ სტუმრად! – აუხსნა ჭიჭიკიამ.

***

დიდი ხნის უნახავმა თანასოფლელმა გურულებმა ერთმანეთი მოიკითხეს. ერთმა შესჩივლა მეორეს, – მესამედ გავიკეთე კუჭის ოპერაცია, იმდენი ფული დავხარჯე და ძლივს გადავრჩიო!

მეორემ უპასუხა: – შე კაი კაცო, შენც რას ჩააცივდი ამ კუჭს, ყველა ბრმა ნაწლავის ოპერაციას იკეთებს, შედარებით იაფიც ჯდება და კარგად არიანო.

***

სვანი ეუბნება შვილს: – ცხვირში ნუ იქექები, ტვინი გაგეჩხაპნება!

***

ურული ქუჩაში დგას უსაქმურად, ხედავს პოლიციელს თხა მოყავს, დაინტერესებული გურული მიმართავს: სად მიგყავს მაგი ძაღლი? პოლიციელი გამწყრალი ხმით მიმართავს : აგი ძაღლი კი არა, თხაა! მერე მე თხას ვეკითხები შენ კი არა.

***

–მამი,მამი,სკოლაში დიდთავას მეძახიან.
–მერე,სცემე,შვილო.
–ჰო,მაგრამ ვიწრო დერეფნებში დარბიან.

***

ჭიჭიკია მრგვალ სახლს აშენებს. ბონდოია გაოცებულია:
– კი მარა, რათ გინდა ეს მრგვალი სახლი?
– ბიჯო, სიდედრმა მითხრა, სახლს რო ააშენებ, ერთი კუთხე მე მომეციო!…

***

შვილი ჭიაყელა მამა ჭიას ეკითხება:
– მამი, მამი, ბალში ცხოვრება კარგია?
– კი შვილო.
– ვაშლში ცხოვრება?
– კი შვილო.
– ატამში ცხოვრება?
– კი შვილო.
– აბა იქ თუ ასე კარგია, ჩვენ ნეხვში რატომ ვცხოვრობთ?
– ეჰ შვილო, სამშობლოს არ ირჩევენ.

***

მიხო და მარო ლოგინში წვანან. ზემოთ, ჭერში თაგვი კაკალს დააგორავებს და მიხო ვერაფრით ვერ იძინებს. ბოლოს გაგიჟებული მაროს ანჯღრევს:
– ადე ქალო, გაუტეხე კაკალი, თორემ მთელი ღამე არ დაგვაძინებს ეგ შობელძაღლი.
***

სვანი გაიცინებს და გაიბზარება
***

ექვსი თვეა მიხო ამერიკაშია. შევიდა რესტორანში და ქართველ მიმტანს ეუბნება: – ახლა მომიტანე ქვაბში მიმწვარი ლობიო, დაახეთქე მაგიდაზე და მითხარი, – შაცეცხლე!
– რატომ ასე?! – გაოცდა მიმტანი.
– ეე, შინ ყოფნა მამენატრა, ვერა ხვდები, ჯო?

***

კაცი აკაკუნებს კარებზე და ამბობს:
უკაცრავად, ერთი ჭიქა წყალი დამალევინეთ,
თორე ისეთი მშიერი ვარ …
ღამე სად გავათენო აზრზე არა ვარ.

***

სვანეთს თვითმფრინავი გადაუფრენს და საკენკს დაუყრიან მოვიშინაუროთო

***

მიხო ქუჩაში მოისაქმებს რის გამოც მილიციელი 5-თი მანეთით დააჯარიმებს, გაბრაზებული მიხო მილიციელს თვალთვალით უკან გაყვება. მილიციელი შევა სასადილოში გემრიელად შეჩამს საჭმელს და გამოვა. გაბრაზებული მიხო მას წინ გადაუდგება და ეტყვის მე რომ არ მექნა რა უნდა გეჭამაო?.

***

ოქროს თევზს გაჭირვებული სვანი შეეცოდება და მისცემს პატარკაციშვილის ტელეფონის ნომერს
***
მთვრალი პარლამენტარი ბრუნდება შინ.
ცოლი: სარკეში ჩაიხედე, რას გევხარ!
– ვა, უკვე სარკეშიც მაჩვენებენ?!
***
სიძე სიდედრს:
– ძვირფასო! ნუ გადიხარ აივანზე ბანაობის შემდეგ, თორემ, როგორც ყოველთვის, გაცივდები და არ მოკვდები.

***
ისტორიულად ქართველები ძალიან თავისუფლებისმოყვარენი და ზარმაცები არიან.
მათ ხშირად იტაცებდნენ და ყიდდნენ ტყვეებად. თუმცა ქართველები იქაც არ მუშაობდნენ.
***
თუ მამაკაცი ცდილობს, დურბინდით დაინახოს შიშველი ქალი მოწინააღმდეგე კორპუსში,
ე. ი. მას სახლში არა აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი.
***
– ბატონო გენერალო! ხედავთ? ზინაიდა მტრის რიგებისაკენ ხოხვით მიიპარება! ნება მომეცით, ვესროლო
– შეეშვი. ეგ ჩვენი ბაქტერიოლოგიური იარაღია.
***
სვანი გავა პლიაჟზე ზაგარის მისაღებათ და გახმება
***
სვანმა გაღატაკების პირას მისულმა, ფულის საჭრელი მანქანა გაყიდა.

***

2 კაცი ვარჯიშობს რა, ერთია ნიკა გრიგოლია, მეორე კობა ბარათელი
ნიკა ბაზრობს, ვარჯიში ის იყო მე რო ვვარჯიშობდიო, დილით ავდგებოდიო და ამ შავ ზღვას კრუგს დავარტყამდიო, მაგრამ რათ გინდა სამსახურში მაგვიანდებოდა, ეგ თურქი მესაზღვრე, ეტყობა არ მოვწონდიო, გამაჩერებდა და არ მიშვებდაო, ხოდა ეხლა დავრბივარ თბილისის ზღვაზეო

***

კობა ეუბნება ნიკას:
– ბიჭო, ანზორიე რო იყო ხო იცი 180 კილოიანი? გუშინ დაიკლო 30 კილო 15 წუთში
– კაი კაცო როგორ?
– როგორ და ძაღლი გამოეკიდა
– მერე რა ირბინა ასეთი 15 წუთში 30 კილო რო დაიკლო?
– ირბინა არა ის, სად შეუძლია მაგას სირბილი, წაიქცა და ძაღლმა მოაჭამა ეს 30 კილო….

***

ხარაგაული ნელნელა მიდის ევროპისკენ, ხარაგაულის ცენტრის ცენტრში გაიხსნა ევროპული სოლარიუმი.
ფასები:
გარუჯვა 10 ლარი
ნამეტანი გარუჯვა 15 ლარი
გოჭის შეწვა 5 ლარი

***

მეფის ქალიშვილის ხელის სათხოვნელად მოდის გლდანის პრინცი ვასო მეოთხე მიკრორაიონი, რომლის სამეფოსაც შეადგენს 80 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული 2 ოთახიანი ბინა. ის ამჟამად აწარმოებს ომს მეზობელთან ვანა-ტუალეტის შემოსაერთებლად. მან მეფეს ძღვნად მოართვა გლდანის პური, რომელიც დასუხარების შემდეგ მურაბასთან კარგია

***

წნორის შხამიანი ობობების ფაბრიკის მძარცველებმა, სწრაფად დასტაცეს ხელი 1000 დოლარს და წივილ-კივილით გაიქცნენ

შაბათის შოუს ჩაწერაზე მოსმენილი ანეკდოტები (პლაგიატ) მეტი არ გამახსენდა

მაცივარში დევს ორი პომიდორი
ერთი ამბობს: -ახ,კაკ ხოლოდნო
მეორე: -ააააააააა გავარიაში პამიდორ

***

მამი მამი ბავშვები საიდან ჩნდებიან?
– წეროს მოყავს!
და წეროს ვინგა ტყ…..ო!

***

1 სვანი დგას მაგიდაზე და ნათურა უჭირავს. 3 სვანი მაგიდას ატრიალებს. მე-4 სვანი ამათი საწინააღმდეგო მიმართულებით უვლის კრუგებს მაგიდას რომ ვინც მაგიდააზე დგას იმას თავბრუ და დაეხვეს. მე-6 სვანი ელ. გადამცემ ბოძთან დგას დენი რო მოვა უნდა იყვიროს რო მაგიდაზე მდგომი არ დაატოკოს. და მე-7 სვანი კიდე კართან დგას თოფით იმიტო რო თუ ბოძტან მდგომს დენი გამოეპარა ამან მოკლას

***

სვანს ციხეში წერილი მიუვა გახსნის და ცარიელია… და იტყვის აუ სახში კიდე არ მელაპარაკებიან

***

_ რატომ აქვთ სომხებს დიდი ცხვირი?
_ იმიტომ რომ ჰაერი უფასოა…

The End

One response to this post.

  1. kai anegdtotebia

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: