საქართველო VS რუსეთი

ომი ჩვენი ქვეყნისათვის უცხო არ არის, ჩვენზედ ბევრად დიდ იმპერიებს უხსოვარი დროიდან ვებრძოდით. ჩვენი წინაპრები(ნუ მათი დიდი ნაწილი მაინც) უშიშრად ებრძოდნენ მტრის უთვალავ ურდოებს  და უმრავლე შემთხვევაში იმარჯვებდნენ კიდეც.
დღესაც იგივე სიტუაციებში ვიმყოპებით. თავზე უზარმაზარი დათვი გვადგას და განუწყვეტლივ დაგვღრილებს ზევიდან. მისმა ღრიალმა მრავალი ქართველი დააფრთხო, ისინი კვლავ ჩრდილოეთით მიბრუნდნენ,მიუხედავად ორასწლიანი გაკვეთილისა რომელიც ეს-ესაა დასრულდა და რომელიც ჩვენთვის  ჭკუის სასწავლებელი უნდა ყოფილიყო. თუმცა სამწუხაროდ ”ნიჭიერი ქართველებს” გაკვეთილების სწავლა არასოდეს ყვარებიათ. მათ ხომ არ მოსწონთ ვინმე რომ ჭკუას არიგებთ. თავი ყველაზე ჭკვიანები გონიათ და ავიწყდებათ ერთი ქართული ანდაზა ”მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო”

მაგრამ ახლა ჩვენ ჩვენს ნიჭიერებაზე არ ვსაუბრობთ. საქმე სულ სხვაა-ბევრი ქართველი საკუთარი სამშობლოს მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. მათ საქართველოს ერთადეთ გადამრჩენად და გამაერთიანებლად მოიხსენიებს. მრავალი ”მამულიშვილი” ფულზე გაიყიდა, და ახლა რბილ სავარძლებში მოკალათებულნი ჭკუასაც ურცხვად გვარიგებენ.ბევრი მათგანი ოუპანტების გვერდით ამაყად ჩნდება. ნუთუ მართლა არ ესმით ნამდვილი ვითარება და პუტინის უწყინარობაში დარწმუნებულები არიან. ამაში რაღაც ეჭვი მეპარება.
ინტერნეტი სავსეა ჩრდილოელი შოვინისტების ამზრზენი სურვილებით.  მათ ხომ მთელი მსოფლიო უნდათ მათ ფეხქვეშ გართული. საქარტველო კი მათი სურვილების მცირე ნაწილია, მათ ქართველები მხოლოდ თავდახრილები მოწონთ. მათთვის ჩვენი სამშობლო იგივე არაა რაც ჩვენთვის. რუსებს საქართველოდ მხოლოდ ქართლ-კახეთი და იმერეთი მიაჩნიათ. ბევრ რუსულ საიტზე წაიკითხავთ  რომ აჭარლები, გურულები , მეგრელები და სვანები(აღარაფერს ვამბობ აფხაზეთსა და ოსეთზე) ძალით დაიმორჩილეს. აგვისტოს ომმა მათი ზიზღი კიდევ უფრო გაამძაფრა. პუტინი კბილებსაც ილესავს და მომავალი ომისათვის ემზადება. ამას კი მხოლოდ ერთიანობით უნდა დავუპირისპირდეთ და არა ოთხივ კუთხით მფარველების ძიებით. ჩვენს ერთიანობას ვერცერთმა მტერმა ვერ გაუძლო და არც რუსეთია გამონაკლისი.

სამწუხაროდ მოღალატეებს და მით უფრო მტრებს რა დალევს. ჩვენმხოლოდ ბრძოლა შეგვიძლია. ადამიანი თავისუფალი მაშინაა როცა შეუძლია ამ თავისუფლებისათვის იბრძოლოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: