Archive for იანვარი 9th, 2010

Mr. Bean-მაგარი სასაცილო ვოდეოა

მაგარი სასაცილო ვოდეოა

რა? სად? როდის?-ინტელექტუალური კითხვები

I. ბრიტანელები მას სიმდიდრედ თვლიან, ძველი ავსტრალიის პაპუასები გაურბოდნენ და ეშინოდათ მისი, ეგვიპტელები დიდ პატივს მიაგებდნენ, ხოლო კახელები მას ისეთ განძად თვლიან, რომელიც მიწაში ღრმად უნდა ჩაფლო, ვიზე ან რაზეა საუბარი?
II. ეს სიმბოლური ნივთი დაკავშირებულია უხილავ ბორკილებთან, რომელიც როგორც წესი, ამ საგნის მატარებელმა ადამიანმა სიკვდილანდე უნდა ატაროს. არსებობს ხალხური გამოცანა, რომელიც მას ხორცის შამფურზე წამოგებულ რკინის მწვადს უწოდებს. დაასახელეთ ეს ნივთი?
III. ამ გრანდიოზული ნაგებობის სახელწოდების პირველი ნაწილი კოლხეთის ძველი სახელწოდებაა. მეორე ნაწილი კი ქალის სახელია. ბიზანტიის დაცემის შემდეგ ოსმალებმა იგი პირწმინდად გაძარცვეს. დაასახელეთ ქვეყანა სადაც ამჟამად ეს ნაგებობა მდებარეობს?

VI. ისინი ზოგისთვის სასწაულია, ზოგისათვის უბედურება. ბევრი ფიქრობს, რომ მსოფლიოს მერვე საოცრებას მიეკუთნებიან. უძველეს ტომებში მათ მსხვერპლად სწირავდნენ ღმერთებს. მსხვერპლშეწირვის არასრული ფაქტი აღწეილია ბიბლიაშიც. დაასახელეთ ისინი?

V. ძველად ზოგი გაურბოდა და ეშინოდა მათი, ზოგი ხოცავდა, ზოგს კი ღვთის საჩუქრად მიაჩნდა. მეცნიერების აზრით მათ გააჩნიათ ზებუნებრივი ძალა. დღესდღეობით ისინი არა მხოლოდ მიღებულ იქნა, არამედ სასიხარულო ფაქტად გადაიქცა. ვინ ან რაზეა საუბარი?
VI. ქალღმერთი თემიდა ითვლებოდა წინასწარმეტყველების და ამის ღმერთად. ამ პროფესიის ადამიანებს თემიდას მსახურებს უწოდებენ. ქალღმერთი მოგვიანებით უზენაესი ღმერთების მრჩეველი გახდა, რადგან გამოირჩეოდა ობიექტურობით. დაასახელეთ ეს პროფესია?
VII. ეს ბერძნული სიტყვა ნიშნავს ”ყველა ღმერთისათვის”. ეს შენობა თავდაპირველად ყველა ღმერთის საერთო ტაძარი იყო. მოგვიანებით ის გადაიქცა საყდრად. დღესდღეობით კი სასაფლაოდ, მაგრამ იგი ჩვეულებრივი სასაფლაოებისაგან გამოირჩევა. დაასახელეთ იგი?
VIII. პირველად იგი ძველ ნინევიაში ააგეს. დღესდღეობით ამ დაწესებულებაში უამრავი ადამიანი დადის, თუმცა ბევრს იქ არც შეუხედავს. ამ დაწესებულების სახელი კავშირშია რელიგიური სიმბოლოს სახელწოდებასთან. დაასახელეთ ეს დაწესებულება?

IX. თითქმის ყველა ერის წარმომადგენელში შეხვდებით ამ მცენარი სახელის მქონე ადამიანს. აღმოსავლეთის ქვეყნებში მდიდრებს ის დიდ ტერიტორიაზე აქვთ მოშენებული, ხოლო ღარიბებს პატარა ქოთნებში მოშენებული. ჩვენში მისგან მურაბასაც აკეთებენ. რომელ მცენარეზეა საუბარი?
X. შტეფან ცვაიგის აზრით მისი სახით სიყვარულის მისტიკური ჯადოქარი კი არ იმარჯვებს, არამედ თავად ბუნება. დღესდღეობით მის სახელს მოხიბლვის უნარით დაჯილდოებულ ადამიანებს უწოდებენ. დაასახელეთ ეს პიროვნება?

პასუხები შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ

%d bloggers like this: