რა? სად? როდის?-ინტელექტუალური კითხვები

I. ბრიტანელები მას სიმდიდრედ თვლიან, ძველი ავსტრალიის პაპუასები გაურბოდნენ და ეშინოდათ მისი, ეგვიპტელები დიდ პატივს მიაგებდნენ, ხოლო კახელები მას ისეთ განძად თვლიან, რომელიც მიწაში ღრმად უნდა ჩაფლო, ვიზე ან რაზეა საუბარი?
II. ეს სიმბოლური ნივთი დაკავშირებულია უხილავ ბორკილებთან, რომელიც როგორც წესი, ამ საგნის მატარებელმა ადამიანმა სიკვდილანდე უნდა ატაროს. არსებობს ხალხური გამოცანა, რომელიც მას ხორცის შამფურზე წამოგებულ რკინის მწვადს უწოდებს. დაასახელეთ ეს ნივთი?
III. ამ გრანდიოზული ნაგებობის სახელწოდების პირველი ნაწილი კოლხეთის ძველი სახელწოდებაა. მეორე ნაწილი კი ქალის სახელია. ბიზანტიის დაცემის შემდეგ ოსმალებმა იგი პირწმინდად გაძარცვეს. დაასახელეთ ქვეყანა სადაც ამჟამად ეს ნაგებობა მდებარეობს?

VI. ისინი ზოგისთვის სასწაულია, ზოგისათვის უბედურება. ბევრი ფიქრობს, რომ მსოფლიოს მერვე საოცრებას მიეკუთნებიან. უძველეს ტომებში მათ მსხვერპლად სწირავდნენ ღმერთებს. მსხვერპლშეწირვის არასრული ფაქტი აღწეილია ბიბლიაშიც. დაასახელეთ ისინი?

V. ძველად ზოგი გაურბოდა და ეშინოდა მათი, ზოგი ხოცავდა, ზოგს კი ღვთის საჩუქრად მიაჩნდა. მეცნიერების აზრით მათ გააჩნიათ ზებუნებრივი ძალა. დღესდღეობით ისინი არა მხოლოდ მიღებულ იქნა, არამედ სასიხარულო ფაქტად გადაიქცა. ვინ ან რაზეა საუბარი?
VI. ქალღმერთი თემიდა ითვლებოდა წინასწარმეტყველების და ამის ღმერთად. ამ პროფესიის ადამიანებს თემიდას მსახურებს უწოდებენ. ქალღმერთი მოგვიანებით უზენაესი ღმერთების მრჩეველი გახდა, რადგან გამოირჩეოდა ობიექტურობით. დაასახელეთ ეს პროფესია?
VII. ეს ბერძნული სიტყვა ნიშნავს ”ყველა ღმერთისათვის”. ეს შენობა თავდაპირველად ყველა ღმერთის საერთო ტაძარი იყო. მოგვიანებით ის გადაიქცა საყდრად. დღესდღეობით კი სასაფლაოდ, მაგრამ იგი ჩვეულებრივი სასაფლაოებისაგან გამოირჩევა. დაასახელეთ იგი?
VIII. პირველად იგი ძველ ნინევიაში ააგეს. დღესდღეობით ამ დაწესებულებაში უამრავი ადამიანი დადის, თუმცა ბევრს იქ არც შეუხედავს. ამ დაწესებულების სახელი კავშირშია რელიგიური სიმბოლოს სახელწოდებასთან. დაასახელეთ ეს დაწესებულება?

IX. თითქმის ყველა ერის წარმომადგენელში შეხვდებით ამ მცენარი სახელის მქონე ადამიანს. აღმოსავლეთის ქვეყნებში მდიდრებს ის დიდ ტერიტორიაზე აქვთ მოშენებული, ხოლო ღარიბებს პატარა ქოთნებში მოშენებული. ჩვენში მისგან მურაბასაც აკეთებენ. რომელ მცენარეზეა საუბარი?
X. შტეფან ცვაიგის აზრით მისი სახით სიყვარულის მისტიკური ჯადოქარი კი არ იმარჯვებს, არამედ თავად ბუნება. დღესდღეობით მის სახელს მოხიბლვის უნარით დაჯილდოებულ ადამიანებს უწოდებენ. დაასახელეთ ეს პიროვნება?

პასუხები შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ

Advertisements

16 responses to this post.

  1. პირველი კითხვის პასუხი სიდედრია აშკარად :))

    პასუხი

  2. მეორეს პასუხი ქორწინების ბეჭედია?

    პასუხი

  3. მეექვსე კითხვის პასუხი იქნება მოსამართლე, რადგან ქალღმერთი თემიდა მართლმსაჯულების ღვთაებაც იყო. მართალი ვარ?

    პასუხი

  4. მეცხრე კითხვის პასუხი სავარაუდოდ ვარდია.

    პასუხი

  5. მეშდვიე კითხვის პასუხი პანთეონი იქნება. უკაცრავად ასე ცალ-ცალკე რომ ვწერ, ვფიქრობ და მერე გპასუობ, ერთდროულად ვერ ვიცნობ ყველას

    პასუხი

  6. მე3 და მე8 ძალიან მარტივია, შემრცხვა კიდეც რომ მალე მივხვდი 😦
    ნუ რა უნდა: აია სოფია და ბიბლიოთეკა

    და მე5–ზე მაინტერესებს ერთი თუ ვარ ახლოს: რამე ნიშნით გამორჩეული ცხოველი იბადებოდა? მაგრამ მეცნიერებს რომ ზებუნებრივი ძალების არ სჯერათ : (

    დანარჩენზე წარმოდგენა არ მაქვს, განსაკუთრებით დამაინტრიგებელი მე4 კითხვაა 🙂

    იმედია ვინმე გამოიცნობს

    პასუხი

  7. 1-sidedri
    2-bechedi
    3-aia sopia
    4-?
    5-?
    6-mosamartle
    7-panteoni
    8-biblioteka
    9-vardi
    10-?

    mxolod sami darcha:(

    პასუხი

  8. Posted by eka devidze on ივლისი 19, 2011 at 11:13

    ქარიზმაა მე–10 კიტხვის პასუხი?

    პასუხი

  9. მე-4 ალბათ სიცოცხლეა

    პასუხი

  10. მეორე კითხვის პასუხი ჯვარი ხომ არაა???

    პასუხი

  11. 4-bavshvebi
    5-tyupebi

    პასუხი

  12. პასუხები დადეთ რა სწორი გტხოოოოოვთ რა

    პასუხი

  13. მეათე მაინტერესებს დანარჩენი გასაგებია
    4. ბავშვები უნდა იყოს
    5. მეც ტყუპებს ვფიქრობ
    დანარჩენი კი წერია და მეათე დარჩა გაუგებარი

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: