რა? სად? როდის?-ინტელექტუალური კითხვები 2

I. კოკო შანელის აზრით 20 წლამდე თქვენ გაქვთ სახე, რომელიც მოგცათ ღმერთმა, 30 წლის შემდეგ რომელსაც თქვენ თვითონ შექმნით. რომელი სახე გექნებათ 50 წლის შემდეგ?

ა) გააჩნია როგორი ცხოვრება გექნებათ
ბ) ის, რომელიც დაიმსახურეთ
გ) ის რომელიც თქვენს გნვლილ ცხოვრებას შეეფერება

II. საჰარაში ერთ-ერთ ბენზინ გასამართ სადგურზე არის წარწერა ”ჩაასხით ბენზინი ჩვენთან, რადგან ყველა სხვა ბენზინ გასამართი სადგური…” დაასრულეთ ფრაზა?

ა) არ ვარგა
ბ) არ არსებობს
გ) მირაჟია

III. თბილისის ერთ საკანცელარიო მაღაზიაში იყიდება საშლელი ასეთი წარწერით: big eraser for big… (დიდი საშლელი დიდი…) დაასრულეთ ფრაზა?

ა) ფურცლისათვის
ბ) ადამიანებისათვის
გ) შეცდომებისათვის

IV. აშშ-ში 1965 წლის 9 ნოემბერს მომხდარი ეს ფაქტი 1966 წელს შობადობის გაზრდის მიზეზი გახდა. რა მოხდა 1965 წლს?

ა) გამოვიდა კანონი, რომ ყოველ გაჩენილ ბავშვზე პრემია იქნებოდა
ბ) დენი გამოირთო

V. იტალიური ანდაზა: ”ნუ გაეკიდები ქალს და ტრამვაის, აუცილებლად…” დაასრულეთ ფრაზა?

ა) გაგექცევა
ბ) გიღალატებს
გ) მოვა შემდეგი

VI. იტალიაში გამოუშვეს ფინჯანი ზარმაცი და დაბნეული ადამიანებისთვის, რომელიც სითხის ჩასხმისას, საჭირო დონის მიღწევის შემდეგ იწყებდა სიმღერას. ამ ჭურჭელა მოიპოვა სალმაოდ უჩვეულო გასაღების ბაზარი. ვინ ყიდულობდა მას?

ა) ზარმაცები
ბ) დაბნეულები
გ) ყრუები
დ) უსინათლოები
ე) ისინი, ვისაც მუდამ ეჩქარებათ

VII. სახის კანის კრემის დამამზადებელმა ფირმამ გამოუშვა ასეთი რეკლამა: ჯერ იყო მუწუკებიანი გოგოს სურათი, შემდეგ ეს გოგონა მაზით ხელში და შემდეგ გოგონა გაწმენდილი და ბედნიერი სახით. არაბულ ქვეყნებში ამ რეკლამამ სრული ფიასკო განიცადა. რატომ?

ა) იმიტომ, რომ მათი რელიგია კრძალავს რაიმე კრემის ხმარებას
ბ) ქალები გარეთ იშვიათად გამოდიან და ეს რეკლამა ვერ ნახეს
გ) იმიტომ, რომ არაბულ ქვეყნებში მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობენ

VIII. დაასრულეთ ჰემინგუეის ფრაზა: ყველა ამბავი თუ მას ბოლომდე მოყვებით მთავრდება…

ა) ბედნიერად
ბ) უბედურად
გ) სხვადასხვანაირად
დ) სიკვდილით
IX. ამსტერდამელი უფოლოგი იან დერ მეერი თვლის, რომ თუ დედამიწაზე უცხოპლანეტელები ჩამოვლენ, ისინი დაინტერესდებიან სამი რამით: წყლით, ალკოჰოლით და …

ა) საჭმელით
ბ) ქალებით
გ) ხელოვნებით

X. ნიუ-იორკში ეს წიგნი 2889 გვერდისაგან, ხოლო კუნძულ ანგლიაზე 26 გვერდისაგან შედგება. რა წიგნია ეს?

ა) ტელეფონის ცნობარი
ბ) წითელი წიგნი
გ) კუნძულების ჩამონათვალი
დ) მსახიობების ნუსხა

პასუხები კომენტარებში დაწერეთ :)

4 responses to this post.

  1. 1 – ბ
    2 – გ
    3 – გ
    4 – ბ
    5 – გ
    6 – დ
    7 – გ
    8 – დ
    9 – ბ
    10 – ა

    Reply

  2. marto mecxre shegeshala “xelovnebaa” swori pasuxo😀

    Reply

  3. me rom qalebi maxsovda…😦

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: