Archive for იანვარი 18th, 2010

ბევრი მიზეზი იმისა, თუ რატოა უკეთესი იყო კაცი და არა ქალი

Man Vs woman

1 შენი სატელეფონო საუბარი გრძელდება 30 წამი.
2 ფილმებში შიშველ ქალს უფრო ხშირად ნახავ ვიდრე კაცს.
3 ერთ კვირიანი შვებულების დროს გყოფნის ერთი ჩემოდანი.
4 შენ არ გიწევს მეგობრების სექსუალური ცხოვრების თვალყურის დევნება.
5 რიგი საპირფარეშოში 80 %-ით მოკლეა.
6 შენ თვითონ შეგიძლია ბოთლის გახსნა.
7 შენი წონაში მატება არავის არ აღელვებს.
8 როცა რთავ ტელევიზორს, თითო არხზე არ ჩერდება 5 წამზე მეტხანს.
9 სამსახურში მისაღებად არავის არ აინტერესებს შენი უკანალი.
10 შენი ყველა ორგაზმი ნამდვილია.
11 არ გესხმიან თავს ნიღბიანი კაცები.
12 არ გჭირდება მძიმე ჩანთის თრევა რომელშიც ყრია ”საჭირო” ნივთები.
13 როცა გაკრიტიკებენ, არ გჭირდება პანიკა, რომ გარშემომყოფებს ეჯავრები.
14 ავტოსადგომი და ტელევიზორის პულტი შენია, მხოლოდ.
15 დაქორწინების საქმეები თავისით გვარდება.
16 თუ ვინმეს ავიწყდება შენი დაპატიჟება ის მაინც რჩება შენ მეგობრად.
17 შენი 3 ცალი ტრუსი არ ჯდება 6 ლარზე მეტი.
18 არ გჭირდება არაფრის გაპარსვა რაც კისრის ქვემოთაა.
19 ვერცერთი თანამშრომელი ვერ მიგიყვანს ტირილამდე.
20 შენ არ მოგიწევს ძილი ყოველ ღამე ბანჯგვლიან უკანალთან.
21 თუ 34 წლის უცოლო ხარ, არავინ აქცევს ამას ყურადღებას.
22 რაც გაქვს სახეზე ყველაფერი ნატურალურია და ბუნებრივი ფერის.
23 შეგიძლია დატკბე სიჩუმით მანქანაში.
24 ყველა პრობლემა გვარდება ყვავილებით.
25 თავისუფალ დროს 90 %-ს ატარებ სექსზე ფიქრში.
26 სამი წყვილი ფეხსაცმელი საკმარისზე მეტია.
27 უზრდელური ანეგდოტის მოყოლას არავინ არ წყვეტს როცა ოთახში შედიხარ.
28 შეგიძლია გაიხადო მაისური როცა გცხელა.
29 ავტობაზარზე გამყიდველები ვერ მოგატყვილებენ.
30 არ გაღელვებს შენიშნა თუ არა ვინმემ შენი ახალი ვარცხნილობა.
31 საათობით შეგიძლია უყურო ფეხბურთს მეგობართან ერთად და არ იფიქრო ბრაზდება თუ არა შენზე?
32 მთელი თვის მანძილზე გინარჩუნდებათ ერთნაირი ხასიათი.
33 არასდროს არ წახვალ სხვაგან ბენზინის ჩასასხმელად, იმიტომ რომ ეს ადგილი ”საზიზღარია”.
34 იცი მინიმუმ 20 მეთოდი ლუდის ბოთლების გახსნისა.
35 საუბრის დროს არავინ აშტერდება შენ მკერდს.
36 საჩუქრის გარეშე შეგიძლია შეირბინო ამხანაგთან.
37 თუ არ დაურეკავ მეგობარს დათქმულ დროს, ის არ გამოაქვეყნებს სახალხოდ რომ შენ შეიცვალე.
38 არ გაუშვებ სექსის შანსს ხელიდან.
39 არ გჭირდება ახლობლების დაბადების და ქორწინების დღის თარიღების დამახსოვრება.
40 თუ წვეულებაზე მამაკაცს აცვია იგიე კოსტუმი რაც შენ, თქვენ შეიძლება გახდეთ

10 ყველაზე უცნაური სასჯელი

10 ყველაზე უცნაური სასჯელი

1. 1999 წელს 27 წლის დენიელა დიუკსის მშობლებმა, რომელიც კასატკებიან ბასეინში დაიხრჩო ოკეანარიუმში, სასამართლოში სარჩელი შეიტანეს დაწესებულების წინააღმდეგ, რაგან მათ მტაცებელი ცხოველი კეთილ, საყვარელ არსებად დაახასიათეს.

2. ამერიკელმა, რომელმა 1997 წელს სახელი შეიცვალა და Jack Ass დაირქვა, სარჩელი შეიტანა MTV-ის წინააღმდეგ, რადგაც მათი გადაცემა Jackass უკანონოდ იყენებდა მის სახელს.

3. 1995 წელს ანა აიალამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა სწრაფი კვების ქსელი Wendy’s-ს წინააღმდეგ. ის ამტკიცებს, რომ სოუზში თითი აღმოაჩინა. გამოძიებისას გაირკვა, რომ თითი ქალბატონმა თვითონ ჩააგდო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

4. 2000 წელს სერფერმა კალიფორნიიდან სასამართლოში სარჩელი შეიტანა თავისი კოლეგის წინააღმდეგი, რადგან მან “ტანლღა მოპარა”. სარჩელი საბოოლოოდ არ მიიღეს იმის გამო, რომ შეუძლებელი იყო იმ ტკივილის დადგენა, რაც სერფერმა მიიღო მისი კუთვნილი ტალღის სხვის მიერ მოპარვის დროს.

5. 1995 წელს ქალბატონმა, რომელიც თანამშრომლების წვეულებაზე დათვრა და დაიმტვრა, ამის შემდეგ კი რულს მიუჯდა და სასამართლოსკენ გზას დაადგა, სარჩელი შეიტანა უფროს წინააღმდეგ, რადგან მან ხელ-ფეხ დამტვრეული რულზე დაჯდომის უფლება მისცა. 52 წლის ლინდა ჰაინტმა კომპანია Sutton Group Realty Ltd-ს 300 ათასი დოლარი გამოგლიჯა უფროსის ასეთი საქციელის გამო

6. 2006 წელს აფრო-ამერიკელმა ანელ ჰეკარდმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა კალათბურთელი მაიკელ ჯორდანის და Nike-ის დამაარსებლის ფილა ნაიტას წინააღმდეგ და 832 მილიონი დოლარი მოითხოვა კომპენსაციის სახით. ჰეკარმა განაცხადა, რომ ჯორდანის მიერ რეკლამირებული პროდუქცია დიდ ტკივილს აყენებდა. ცოტა ხნის შემდეგ ჰეკარდმა სარჩელი თვითონვე გამოიტანა.

6. 2006 წელს აფრო-ამერიკელმა ანელ ჰეკარდმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა კალათბურთელი მაიკელ ჯორდანის და Nike-ის დამაარსებლის ფილა ნაიტას წინააღმდეგ და 832 მილიონი დოლარი მოითხოვა კომპენსაციის სახით. ჰეკარმა განაცხადა, რომ ჯორდანის მიერ რეკლამირებული პროდუქცია დიდ ტკივილს აყენებდა. ცოტა ხნის შემდეგ ჰეკარდმა სარჩელი თვითონვე გამოიტანა.

8. NBC-ზე ტელეშოუ Tonight Show-ზე მიწვეულმა მაყურებელმა ტელეარხს უჩივლა, იმის გამო, რომ უფასო მაისური, რომელიც ზარბაზნიდან გამოიტყორცნა, მას თვალში მოხვდა.

9. 1999 წელს კანადელმა ტურისტმა სასამართლოში სარჩელი შეუტანა ყავის ქსელი Starbucks-ის წინააღმდეგ. მომჩივარი ამტკიცებს, რომ პენისი დაიზიანა Starbucks-ის ერთ-ერთ ფილიალის ტუალეტში უნიტაზზე ჯდომის დროს. მისი განცხადებით ტუალეტის ქაღალდის ასაღებად გადახრილს პენისი სახურავსა და უნიტაზს შორის დაყვა. სკვარეკი 1 მილიონ დოლარს ითხოვდა სასქესო ორგანოს დაზიანებისთვის, ხოლო მისი ცოლი შერი-500 ათას დოლარს, სექსის გარეშე ცხოვრების გამო.

10. ამერიკის მოქალაქე ცდილობს სან-დიეგოს მერიას 5,4 მილიონი დოლარი გამოსტყუოს ემოციური ტრავმისათვის, რომელიც ელტონ ჯონისა და ბილი ჯოელას კონცერტის დროს მიიღო. ბობ გლეიზერი გააღიზიანა ქალებმა, რომლებიც მამაკაცების ტვალეტში შემოუვარდნენ, როცა ის სარგებლობდა რითიც უხერხულ სიტუაციაში ჩააგდეს. საქმე იმაში იყო, რომ ქალების ტვალეტთან დიდი რიგი იყო და მოუთმენელმა ქალებმა მოთმენა ვერ შეძლეს.

იცოდი? რაღაც არა მგონია :)

ბრძნული გამონათქვამები

აპიქტეტე – ყველაზე სასიამოვნო ყველაზე უსამოვნოდ იქცევა, თუ ზომას გადასცილდება.
ტოლსტოი – მშიშარა მეგობარი მტერზე საშიშია, რადგან მტერს ერიდები, მეგობარს კი ენდობი.

1. ბერნე – დაავადება ათასგვარი არსებობს, ჯანმრთელობა კი -ერთი.
2. ფენელონი – კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე სძულს ისიც ვინც ბედავს სიმართლის თქმას.
3. შექსპირი –
სულმდაბლურად ვინც პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში.

4.დუსოლი – თუ არ ძალმიძს მთელი ქვეყნის მბრძანებლობა, ჩემი საკუთარი თავის მბრძანებელი მაინც ვიქნები.
5. შილერი – ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს.
6.ეგზიუპერი – გიყვარდეს-ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით.
7. ბიუფონი(ჯან ლუიჯი არა) – არაფერი არ არის ისე გადამდები, როგორც შეცდომა, რომელსაც მხარს უჭერს ცნობილი სახელი.
8. პასკალი – რა ცარიელია ადამიანის გული! და რამდენი სიბილწეა ამ სიცარიელეში.
9. ციცერონი -ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს, სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს.
10. ჰელვეციუსი – რომ გაგიკვირდეს ერთი წუთიც კმარა; საკვირველი საქმე რომ გააკეთო-მრავალი წელია საჭირო.
11. შექსპირი – მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში.
12. ნაპლეონი – შემთხვევას ზედმეტ სახელად ქვია ,,განგება”.
13. კარლეილი – ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, როცა ადამიანი თავის თავს სრულად შეუცდომელად მიიჩნევს.
14. მიგელ დე სერვანტესი – მრავალსიტყვაობა ყოველთვის უსიამოვნების მომგვრელია.
15. ნიცშე – კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭს ეფუძნება.
16. რუსო – ხანდახან ისეთი ქებაც გვიყვარს, რომლის გულწრფელობაც არ გვჯერა.
17. “ვისრამიანი” – უმეცარი მოყვარე
მოსისხლესა უარეაო.
18. ებნერ-ეშენბახი – გეშინოდეს კაცისა, რომელიც თავისი სათნოებით ტრაბახობს.
19. გაიბელი – ჭაღარა თავს სწავლა ეძნელება.
20. ეგზიუპერი -ჭ ეშმარიტი სიყვარული სხვათა გამო სიხარულია.
21. ჩინელი ფილოსოფოსი – გზა მიზანია და მიზანი გზაა.
22. ფროიდი – ადამიანი, რომელმაც პირველად შესძლო შუბის მაგივრად შეურაცხმყოფელი სიტყვა ეხმარა, იყო ცივილიზაციის დამაარსებელი
23. ფრომი – ”ახლა” და “აქ” მარადისობაა
24. გოეთე – გონება სასტიკია,გული სჯობს გონებას.
25. იოსეფ ბროდსკი – ციხე არის დროის სიჭარბით კომპენსირებული სივრცის უკმარისობა.
26. მაქს პლანკი – ჭეშმარიტება არასდროს არ იმარჯვებს, უბრალოდ მისი მოწინააღმდეგენი იხოცებიან.
27. გოეთე – სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი,როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.
28. კრილოვი – ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე,მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე
ვერასოდეს მიაღწევენ.
29. სტეინბერგი – ვინც უმიზეზოდ შეგიყვარებს,იგი მალევე შეგიძულებს უსაბაბოდ.
30. ნაპოლეონი – ჭეშმარიტი სიმდიდრე ქონების სიდიდე კი არ არის,არამედ მისი გონივრულად გამოყენება.
31. გარნეზია – ოქროს დრონი იყვნენ მაშინ,როცა ოქრო არ ბატონობდა.
32. ჰოლბახი – ცხოვრება ის დღეები როდია, რომლებიც წავიდა, არამედ ისინი, რომლებიც დაგვამახსოვრდა.
33. ბელინსკი – ადამიანი ყოველთვის ყველაზე საინტერესო მოვლენა იყო და იქნება ადამიანისთვის.
34. თუ ადამიანი დღეში რამდენჯერმე გესალმება, ესე იგი, ის შენ ვერ გამჩნევს.
35. აინშტაინი – ღმერთი კამეთელს არ აგორებს.
36. არტურ შოპენჰაუერი – ვისაც მარტოსულობა არ უყვარს, მას არც თავისუფლება უყვარს.
37. კ.გამსახურდია – ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე,გახსოვდეს რომ სულ პატარა დაიბადე
38. პლინიუსი – ”გულმშვიდად მოსმენა საყვედურისა იმის თვისებაა,ვინც ხშირად ღირსი ყოფილა ქების”
39. ჟან ჟაკ რუსო – ცდომასთან ათასი გზა მიდის ჭეშმარიტებასთან ერთი
40. სოკრატე – ჭამისთვის კი არ ვცოცხლობთ არამედ ვჭამთ იმიტომ რომ ვიცოცხლოთ.
41. პლატონი – სიხარულიც და მწუხარებაც იმაში ჰგვანან ერთმანეთს რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას.
42. ბერნანდ შოუ -”ლოდინმა დაგღალა?წარმოიდგინე,რამდენად აუტანელი იქნებოდა,არაფერს რომ არ
ელოდე.”
43. თეოფილ გოტიე – ”ვისაც შეყვარებული ქალი არ უნახავს,ის ვერ იტყვის ,რა არის ქალი.”
44. კლავდიუსი – ყოველთვის ნუ იტყვი იმას რაც იცი,ხოლო ის -კი იცოდე,რასაც ამბობ.
45. “მოთმინების უნარი,ეს არის ბოლო გასაღები,რითაც კარის გაღება შეიძლება”
46. ოლდოს ჰაქსლი – ”შესაძლოა ეს სამყარო სხვა პლანეტის ჯოჯოხეთია.”
47. ალ კაპონე – ”ტკბილი სიტყვით და პისტოლეტით უფრო მეტს მიაღწევ, ვიდერ მარტო ტკბილი სიტყვით.”
48. ნიცშე – ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო…
49. ჰერმან ჰესე – ჩემ და შენ შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ შენ უცნაური დაჟინებით ეძებ ამ განსხვავებას.
50. მარკ ტვენი – წიგნებს, წიგნებს ერიდეთ, ისინი ამბის ნახევარს ჰყვებიან.
51. დემოკრიტე – ვინც ზომიერებას გადასცდება მისთვის ყველაზე სასიამოვნო ყველაზე უსიამოვნო ხდება.
52. დემოკრიტე – საკუთარი შეცდომების დავიწყება თავხედობას ბადებს.
53. შექსპირი – ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია, თურმე ცხოვრება ეს ნიღბების კარნავალია.
54. სტალინი – რატომ არ ვტირით მაშინ, როცა ყველაზე ძვირფას განძს – ახალგაზრდობას ვეთხოვებით? ნუთუ სიკვდილი უფრო საშინელებაა, ვიდრე ის რომ მშვენიერებისგან განძარცვულ შენს თავს უყურებდე?!
55. საგნით სიბრძნეს წერენ, ცრემლით კი სიყვარულს.
56. დემოკრიტე – ნუ იქნები მეტად ტკბილი, რომ არავინ გადაგყლაპოს, და ნურც მეტად მწარე, თორემ უკან გადმოგაფურთხებენ.
57. ბრაუნინგი – თუ ადამიანი გულში საკუთარ თავს ებრძვის იგი რაღაცად ღირს.
58. სჯობს სწრაფად დაიწვა ვიდრე ნელნელა ჩაქვრე. (ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო)
59. ბერნარდ შოუ – თუ შენ გაქვს ვაშლი და მეც მაქვს ვაშლი და ჩვენ მათ გავცვლით, ორივეს ისევ თითო-თითო ვაშლი გვექნება, მაგრამ თუ შენ გაქვს იდეა და მეც მაქვს იდეა და ჩვენ მათ გავცვლით, ორივეს ორ-ორი იდეა გვექნება.
60. ჯინ კოკტო – ჩვენ უნდა გვჯეროდეს იღბალის. აბა სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ იმ ადამიანების წარმატება ვინც ჩვენ არ მოგვწონს?
61. ნაპოლეონი – თუ გინდა რომ საქმე კარგად გაკეთდეს, თავად გააკეთე ის.
62. მაკიაველი – მიზანი ამართლებს საშუალებას.
63. აინშტაინი – ყველაფერი ფარდობითია…
64. შოთა – სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი.
65. შოთა – ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია.
66. ილია – კაცად მაშინ ხარ საქები,თუ ეს წესი წესად დარგე,ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა მე დღეს ვის რა ვარგე…
67. ნოდარ დუმბაძე – „კაცი რომ სხვის სალოცავს დაანგრევს, თავისი სალოცავი იმაზე მაღალი, იმაზე მედგარი და იმაზე ლამაზი უნდა ააგოს…“
68. ნოდარ დუმბაძე – „უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს“.
69. ილია – კაცია–ადამიანი?!
70. მე – გმადლობთ თუ წაიკითხეთ!!! :)) p

უსაინტერესოესო ფაქტები სამყაროს შესახებ :)

საინტერესო ფაქტები (2 ნაწილი)

* ესპანეთის მეფე ალფონსოს საერთოდ არ ჰქონდა მუსიკალური სმენა, ამიტომ მის გარემოცვაში იყო სპეციალური თანამდებობა – ჰიმნოლოგი, რომელიც მიანიშნებდა ხელმწიფეს, როდესაც ეროვნული ჰიმნი აჟღერდებოდა, რადგან მეფე ჰიმნს სხვა მუსიკისაგან ვერ არჩევდა.

* ერთ-ერთი ნადირობისას, ლუდოვიკო XV-მ ღვინო მოითხოვა. უპასუხეს, რომ ყველა – 40 ბოთლი, რომელიც გათვალისწინებული იყო ლაშქრობისთვის, უკვე შეისვა. მაშინ მეფემ ბრძანება გასცა:შ ემდეგში 40 კი არა, 41 ბოთლი ღვინო წამოიღეთო.

საინტერესო ფაქტები (2 ნაწილი)

* ჯეიმს მედისონი იყო ამერიკის პრეზიდენტთაგან ყველაზე დაბალი (1 მ და 62 სმ), ხოლო ყველაზე მაღალი – აბრაამ ლინკოლნი (193 სმ).

* კლეოპატრა თავისი შხამების ეფექტურობას მონებზე ცდიდა.

* დიდი ჩინგის ყაენი სექსის დროს გარდაიცვალა

საინტერესო ფაქტები (2 ნაწილი)

* დიდი ინგლისელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი ისააკ ნიუტონი ფრიად დაინტერესებული იყო ყველაფერი ზებუნებრივითა და იდუმალით.

* მწერალი ჩარლზ დიკენსი ყოველთვის იძინებდა თავით ჩრდილოეთისკენ. ასევე ჩრდილოეთისჯენ ჰქონდა სახე, როდესაც თავის დიდებულ ნაწარმოებებს წერდა.

საინტერესო ფაქტები (2 ნაწილი)

* ვინსენტ ვან გოგმა თავის სიცოცხლეში მხოლოდ ერთი ნაწარმოები – “წითელი ვენახი” – გაყიდა.

* ცნობილი განგსტერის ალ კაპონეს სავიზიტო ბარათში ეწერა, რომ იგი იყო ავეჯის გამყიდველი.

საინტერესო ფაქტები (2 ნაწილი)

* მიწის ზედაპირიდან ეიფელის კოშკის წვერომდე 1792 საფეხურია.

* “მარლბოროს” კომპანიის პირველი მფლობელი, ჰესი, ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა.

* წითელი გიგანტი ვარსკვლავის, ბეტელჰეიზეს დიამეტრი უფრო მეტია, ვიდრე მზის ირგვლივ დედამიწის მოძრაობის ორბიტის სიგრძე

საინტერესო ფაქტები (2 ნაწილი)

ზღვის წყლის თითოეულ ლიტრში 25 გრამი მარილია.

* ინდუსისთვისაც არ ყოფილა საკადრისი სარეცელზე სიკვდილი. ინდუსი “შეიძლება მოკვდეს” … მდინარის ნაპირას.

* დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტ ყავას შვედები სვამენ – 11 ფინჯანს დღეში.

საინტერესო ფაქტები (2 ნაწილი)

* გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ექვსი ოფიციალური ენა ფუნქციონირებს: ინგლისური, ფრანგული, არაბული, ჩინური, ესპანური და რუსული.

* ერთ დროს ამპერსენდი – & ინგლისური ანბანის ერთ-ერთი ასო იყო.

* ლათინურად “ვირუსი” შხამს ნიშნავს.

საინტერესო ფაქტები (2 ნაწილი)

ეგვიპტელები ყველაზე ჭკვიან ღმერთად მიიჩნევდნენ ღმერტ ტოტს.

* 1610 წელს ამერიკულ კოლონიებში 350 ადამიანი ცხოვრობდა.

* ორ მსოფლიო ომს შორის საფრანგეთმა 40 მთავრობა გამოიცვალა.

ცნობილი ქალების აზრები კაცების შესახებ

არა მგონია, კაცები ქალებზე მეტად თავუისუფლალნი იყვნენ. (ინდირა განდი)

– რა განსხვავებაა საყვარელსა და ჯენტლმენს შორის?
– ჟენტლმენი იმ ტკივილებს კურნავს, რომელიც საყვარელმა მოგაყენა. (მადონა)

კაცები რომ მშობბიარობდნენ, ერთ შვილზე მეტი არც ერთ მათგანს არ ეყოლებოდა. (ნადია აუერმანი – ტოპმოდელი)

1. კაცი ყოველთვის იმ ქალით დაინტერესდება, ვინც თავად მის მიმართ გამოიჩენს ყურადღებას და არა იმ ქალით, რომელსაც ლამაზი ფეხები აქვს.
2. კაცები, რომელთაც სიამოვნებით ვეცეკვებოდი, არ ცეკვავენ.
3. დიდი სხვაობაა იმ კაცებს შორის, ვინც ბევრი ფული იშოვა და ვინც დაბადებიდან მდიდარია.
(მარლენ დიტრიხი)

1. კაცები საათებს ჰგვანან – ყოველდღე უნდა მომართო.
2. ყმაწვილი სრულიად აუტანელი ხდება ორმოცდაათი წლის ასაკში.
3. კაცები არ იმჩნევენ, რომ ქალების ესმიღ. ეს უფრო იაფი უჯდებათ.
(იანინა იპოხორსკაია – ჟურნალისტი)
კაცის დაფეხმძიმება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, აბორტი ღვთაებრივ საიდუმლოდ შეირაცხებოდა. (კატრინ დენევი)

1. კაცები საოცრად ალოგიკურები არიან: ადასტურებენ, რომ ყველა ქალი ერთმანეთს ჰგავს, არადა ყოველწუთს ცვლიან ერთი მეორეთი.
2. კაცს იქამდე შეუძლია ორი ქალის ერთდროულად სიყვარული, ვიდრე ერთი მათგანი მაინც არ მიხვდება, რას წარმოადგენს მეორე.
კოლეტი

კაცს აღაფრთოვანებს თავისი ცოლის ღვთისმოშიშება და სხვისი ცოლების სილამაზეს. (მერი უესტი – მწერალი და მსახიობი)

1. გონიერი ქალისთვის კაცი პრობლემა არ არის. მისთვის კაცი გადაწყვეტილებაა.
2. ამერიკელი დაკავებულილა საქმეებით, თავისუფალ დროს კი ქალებით. იტალიელი ქალებითაა დაკავებული, თავისუფალ დროს კი საქმეებით.
ჰარი გაბორი (მსახიობი)

1. კაცისგან თავდახსნის საუკეთესო საშუალებაა, დანებდე მას.
2. მამაკაცები ქალის სილამაზეს უფრო აფასებენ, ვიდრე მის გონიერებას. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ ქვეყნად უფრო მეტი სულელია, ვიდრე ბრმა.
ბარბრა სტრეიზანდი

ბიბლიურ დროში კაცს იმდენი ცოლი ჰყავდა, რამდენის შენახვაც შეეძლო – სწორედ ისე, როგორც ახლა. (მილა იოვოვიჩი)

1. რაც უფრო მეტად დამნაშავე ვარ კაცის წინაშე, მით მეტ ყურადღებას ვიჩენ მის მიმართ.
2. რატომ უნდა მრცხვენოდეს ექიმთან გაშიშვლების, ისიც ხომ ისეთივე კაცია, როგორიც ყველა დანარჩენი.?!
3. – რა გაცვია ღამით?
– საყვარელი მამაკაცი!
4. რა თქმა უნდა, ალენ დელონი ლამაზია, მაგრამ ლამაზი ჩემი საძინებელი გარნიტურის XVI სტილში შესრულებული კომოდიცაა.
ბრიჯიტ ბარდო

🙂

ლაშა და თამარი (შუა ქალაქიდან) მღერიან ნანუკასთან სიმღერას “იუზა”

%d bloggers like this: