იცოდი? რაღაც არა მგონია :)

ბრძნული გამონათქვამები

აპიქტეტე – ყველაზე სასიამოვნო ყველაზე უსამოვნოდ იქცევა, თუ ზომას გადასცილდება.
ტოლსტოი – მშიშარა მეგობარი მტერზე საშიშია, რადგან მტერს ერიდები, მეგობარს კი ენდობი.

1. ბერნე – დაავადება ათასგვარი არსებობს, ჯანმრთელობა კი -ერთი.
2. ფენელონი – კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე სძულს ისიც ვინც ბედავს სიმართლის თქმას.
3. შექსპირი –
სულმდაბლურად ვინც პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში.

4.დუსოლი – თუ არ ძალმიძს მთელი ქვეყნის მბრძანებლობა, ჩემი საკუთარი თავის მბრძანებელი მაინც ვიქნები.
5. შილერი – ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს.
6.ეგზიუპერი – გიყვარდეს-ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით.
7. ბიუფონი(ჯან ლუიჯი არა) – არაფერი არ არის ისე გადამდები, როგორც შეცდომა, რომელსაც მხარს უჭერს ცნობილი სახელი.
8. პასკალი – რა ცარიელია ადამიანის გული! და რამდენი სიბილწეა ამ სიცარიელეში.
9. ციცერონი -ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს, სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს.
10. ჰელვეციუსი – რომ გაგიკვირდეს ერთი წუთიც კმარა; საკვირველი საქმე რომ გააკეთო-მრავალი წელია საჭირო.
11. შექსპირი – მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში.
12. ნაპლეონი – შემთხვევას ზედმეტ სახელად ქვია ,,განგება”.
13. კარლეილი – ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, როცა ადამიანი თავის თავს სრულად შეუცდომელად მიიჩნევს.
14. მიგელ დე სერვანტესი – მრავალსიტყვაობა ყოველთვის უსიამოვნების მომგვრელია.
15. ნიცშე – კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭს ეფუძნება.
16. რუსო – ხანდახან ისეთი ქებაც გვიყვარს, რომლის გულწრფელობაც არ გვჯერა.
17. “ვისრამიანი” – უმეცარი მოყვარე
მოსისხლესა უარეაო.
18. ებნერ-ეშენბახი – გეშინოდეს კაცისა, რომელიც თავისი სათნოებით ტრაბახობს.
19. გაიბელი – ჭაღარა თავს სწავლა ეძნელება.
20. ეგზიუპერი -ჭ ეშმარიტი სიყვარული სხვათა გამო სიხარულია.
21. ჩინელი ფილოსოფოსი – გზა მიზანია და მიზანი გზაა.
22. ფროიდი – ადამიანი, რომელმაც პირველად შესძლო შუბის მაგივრად შეურაცხმყოფელი სიტყვა ეხმარა, იყო ცივილიზაციის დამაარსებელი
23. ფრომი – ”ახლა” და “აქ” მარადისობაა
24. გოეთე – გონება სასტიკია,გული სჯობს გონებას.
25. იოსეფ ბროდსკი – ციხე არის დროის სიჭარბით კომპენსირებული სივრცის უკმარისობა.
26. მაქს პლანკი – ჭეშმარიტება არასდროს არ იმარჯვებს, უბრალოდ მისი მოწინააღმდეგენი იხოცებიან.
27. გოეთე – სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი,როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.
28. კრილოვი – ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე,მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე
ვერასოდეს მიაღწევენ.
29. სტეინბერგი – ვინც უმიზეზოდ შეგიყვარებს,იგი მალევე შეგიძულებს უსაბაბოდ.
30. ნაპოლეონი – ჭეშმარიტი სიმდიდრე ქონების სიდიდე კი არ არის,არამედ მისი გონივრულად გამოყენება.
31. გარნეზია – ოქროს დრონი იყვნენ მაშინ,როცა ოქრო არ ბატონობდა.
32. ჰოლბახი – ცხოვრება ის დღეები როდია, რომლებიც წავიდა, არამედ ისინი, რომლებიც დაგვამახსოვრდა.
33. ბელინსკი – ადამიანი ყოველთვის ყველაზე საინტერესო მოვლენა იყო და იქნება ადამიანისთვის.
34. თუ ადამიანი დღეში რამდენჯერმე გესალმება, ესე იგი, ის შენ ვერ გამჩნევს.
35. აინშტაინი – ღმერთი კამეთელს არ აგორებს.
36. არტურ შოპენჰაუერი – ვისაც მარტოსულობა არ უყვარს, მას არც თავისუფლება უყვარს.
37. კ.გამსახურდია – ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე,გახსოვდეს რომ სულ პატარა დაიბადე
38. პლინიუსი – ”გულმშვიდად მოსმენა საყვედურისა იმის თვისებაა,ვინც ხშირად ღირსი ყოფილა ქების”
39. ჟან ჟაკ რუსო – ცდომასთან ათასი გზა მიდის ჭეშმარიტებასთან ერთი
40. სოკრატე – ჭამისთვის კი არ ვცოცხლობთ არამედ ვჭამთ იმიტომ რომ ვიცოცხლოთ.
41. პლატონი – სიხარულიც და მწუხარებაც იმაში ჰგვანან ერთმანეთს რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას.
42. ბერნანდ შოუ -”ლოდინმა დაგღალა?წარმოიდგინე,რამდენად აუტანელი იქნებოდა,არაფერს რომ არ
ელოდე.”
43. თეოფილ გოტიე – ”ვისაც შეყვარებული ქალი არ უნახავს,ის ვერ იტყვის ,რა არის ქალი.”
44. კლავდიუსი – ყოველთვის ნუ იტყვი იმას რაც იცი,ხოლო ის -კი იცოდე,რასაც ამბობ.
45. “მოთმინების უნარი,ეს არის ბოლო გასაღები,რითაც კარის გაღება შეიძლება”
46. ოლდოს ჰაქსლი – ”შესაძლოა ეს სამყარო სხვა პლანეტის ჯოჯოხეთია.”
47. ალ კაპონე – ”ტკბილი სიტყვით და პისტოლეტით უფრო მეტს მიაღწევ, ვიდერ მარტო ტკბილი სიტყვით.”
48. ნიცშე – ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო…
49. ჰერმან ჰესე – ჩემ და შენ შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ შენ უცნაური დაჟინებით ეძებ ამ განსხვავებას.
50. მარკ ტვენი – წიგნებს, წიგნებს ერიდეთ, ისინი ამბის ნახევარს ჰყვებიან.
51. დემოკრიტე – ვინც ზომიერებას გადასცდება მისთვის ყველაზე სასიამოვნო ყველაზე უსიამოვნო ხდება.
52. დემოკრიტე – საკუთარი შეცდომების დავიწყება თავხედობას ბადებს.
53. შექსპირი – ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია, თურმე ცხოვრება ეს ნიღბების კარნავალია.
54. სტალინი – რატომ არ ვტირით მაშინ, როცა ყველაზე ძვირფას განძს – ახალგაზრდობას ვეთხოვებით? ნუთუ სიკვდილი უფრო საშინელებაა, ვიდრე ის რომ მშვენიერებისგან განძარცვულ შენს თავს უყურებდე?!
55. საგნით სიბრძნეს წერენ, ცრემლით კი სიყვარულს.
56. დემოკრიტე – ნუ იქნები მეტად ტკბილი, რომ არავინ გადაგყლაპოს, და ნურც მეტად მწარე, თორემ უკან გადმოგაფურთხებენ.
57. ბრაუნინგი – თუ ადამიანი გულში საკუთარ თავს ებრძვის იგი რაღაცად ღირს.
58. სჯობს სწრაფად დაიწვა ვიდრე ნელნელა ჩაქვრე. (ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო)
59. ბერნარდ შოუ – თუ შენ გაქვს ვაშლი და მეც მაქვს ვაშლი და ჩვენ მათ გავცვლით, ორივეს ისევ თითო-თითო ვაშლი გვექნება, მაგრამ თუ შენ გაქვს იდეა და მეც მაქვს იდეა და ჩვენ მათ გავცვლით, ორივეს ორ-ორი იდეა გვექნება.
60. ჯინ კოკტო – ჩვენ უნდა გვჯეროდეს იღბალის. აბა სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ იმ ადამიანების წარმატება ვინც ჩვენ არ მოგვწონს?
61. ნაპოლეონი – თუ გინდა რომ საქმე კარგად გაკეთდეს, თავად გააკეთე ის.
62. მაკიაველი – მიზანი ამართლებს საშუალებას.
63. აინშტაინი – ყველაფერი ფარდობითია…
64. შოთა – სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი.
65. შოთა – ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია.
66. ილია – კაცად მაშინ ხარ საქები,თუ ეს წესი წესად დარგე,ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა მე დღეს ვის რა ვარგე…
67. ნოდარ დუმბაძე – „კაცი რომ სხვის სალოცავს დაანგრევს, თავისი სალოცავი იმაზე მაღალი, იმაზე მედგარი და იმაზე ლამაზი უნდა ააგოს…“
68. ნოდარ დუმბაძე – „უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს“.
69. ილია – კაცია–ადამიანი?!
70. მე – გმადლობთ თუ წაიკითხეთ!!! :)) p

One response to this post.

  1. Posted by Lasha komladze on September 16, 2010 at 11:35

    Mshvenieri sityvebia🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: