ცნობილი ქალების აზრები კაცების შესახებ

არა მგონია, კაცები ქალებზე მეტად თავუისუფლალნი იყვნენ. (ინდირა განდი)

– რა განსხვავებაა საყვარელსა და ჯენტლმენს შორის?
– ჟენტლმენი იმ ტკივილებს კურნავს, რომელიც საყვარელმა მოგაყენა. (მადონა)

კაცები რომ მშობბიარობდნენ, ერთ შვილზე მეტი არც ერთ მათგანს არ ეყოლებოდა. (ნადია აუერმანი – ტოპმოდელი)

1. კაცი ყოველთვის იმ ქალით დაინტერესდება, ვინც თავად მის მიმართ გამოიჩენს ყურადღებას და არა იმ ქალით, რომელსაც ლამაზი ფეხები აქვს.
2. კაცები, რომელთაც სიამოვნებით ვეცეკვებოდი, არ ცეკვავენ.
3. დიდი სხვაობაა იმ კაცებს შორის, ვინც ბევრი ფული იშოვა და ვინც დაბადებიდან მდიდარია.
(მარლენ დიტრიხი)

1. კაცები საათებს ჰგვანან – ყოველდღე უნდა მომართო.
2. ყმაწვილი სრულიად აუტანელი ხდება ორმოცდაათი წლის ასაკში.
3. კაცები არ იმჩნევენ, რომ ქალების ესმიღ. ეს უფრო იაფი უჯდებათ.
(იანინა იპოხორსკაია – ჟურნალისტი)
კაცის დაფეხმძიმება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, აბორტი ღვთაებრივ საიდუმლოდ შეირაცხებოდა. (კატრინ დენევი)

1. კაცები საოცრად ალოგიკურები არიან: ადასტურებენ, რომ ყველა ქალი ერთმანეთს ჰგავს, არადა ყოველწუთს ცვლიან ერთი მეორეთი.
2. კაცს იქამდე შეუძლია ორი ქალის ერთდროულად სიყვარული, ვიდრე ერთი მათგანი მაინც არ მიხვდება, რას წარმოადგენს მეორე.
კოლეტი

კაცს აღაფრთოვანებს თავისი ცოლის ღვთისმოშიშება და სხვისი ცოლების სილამაზეს. (მერი უესტი – მწერალი და მსახიობი)

1. გონიერი ქალისთვის კაცი პრობლემა არ არის. მისთვის კაცი გადაწყვეტილებაა.
2. ამერიკელი დაკავებულილა საქმეებით, თავისუფალ დროს კი ქალებით. იტალიელი ქალებითაა დაკავებული, თავისუფალ დროს კი საქმეებით.
ჰარი გაბორი (მსახიობი)

1. კაცისგან თავდახსნის საუკეთესო საშუალებაა, დანებდე მას.
2. მამაკაცები ქალის სილამაზეს უფრო აფასებენ, ვიდრე მის გონიერებას. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ ქვეყნად უფრო მეტი სულელია, ვიდრე ბრმა.
ბარბრა სტრეიზანდი

ბიბლიურ დროში კაცს იმდენი ცოლი ჰყავდა, რამდენის შენახვაც შეეძლო – სწორედ ისე, როგორც ახლა. (მილა იოვოვიჩი)

1. რაც უფრო მეტად დამნაშავე ვარ კაცის წინაშე, მით მეტ ყურადღებას ვიჩენ მის მიმართ.
2. რატომ უნდა მრცხვენოდეს ექიმთან გაშიშვლების, ისიც ხომ ისეთივე კაცია, როგორიც ყველა დანარჩენი.?!
3. – რა გაცვია ღამით?
– საყვარელი მამაკაცი!
4. რა თქმა უნდა, ალენ დელონი ლამაზია, მაგრამ ლამაზი ჩემი საძინებელი გარნიტურის XVI სტილში შესრულებული კომოდიცაა.
ბრიჯიტ ბარდო

🙂

One response to this post.

  1. კოლეტის აზრები მომეწონა🙂
    და ნუ ბარბარა თავისთავად

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: