ცნობილი ადამიანების უცნაური ჩვევები

გენიოსების "სიგიჟეები"

* შარლოტა ბრონტე რომანის წერას თავს ანებებდა ხოლმე და კარტოფილის გასაფცქვნელად მიდიოდა.

* ანტი მატისს დახატვამდე ყოველთვის უჩნდებოდა ვინმეს დახრჩობის სურვილი.

* ინგლისელი მწერალი რიჩარდ ჰიუტონი ლიტერატული ნაშრომის შექმნაის დროს დანით თამაშობდა.მის ნაწარმოებებს შეეწირა რამდენიმე მაგიდა,სავარძელი,ცოლის კაბები.

* ედგარ პოს შეეძლო,საათობით მჯდარიყო მაგიდასთან და ეცქირა ცარიელი ფურცლისთვის.ასევე იქცეოდა მარის მატერლინკი.

* ჯორჯ სანდი რომანს დღეში 11 საათი წერდა.თუ ერთ რომანს ათ საათში და ოცდაათ წუთში დაამთავრებდა,იწყებდა ახლის წერას,რომლის დაწერასაც 30 წუთში ასწრებდა.

* ფრანგ მწერალ ლაფონტეს საათობით შეეძლო ქუჩაში ხეტიალი ისე,რომ გამვლელებისთვის არ შეეხედა.გამვლელები კი გაოცებულები იყვნენ მწერლის ქცევით,რომელიც ფეხებს აბაკუნებდა,საოცარ მიმიკებს იღებდა და ხანდახან რაღაცეებს ყვიროდა.

* დიუმა (მამა) მხოლოდ კვადრატულ ფურცლებზე წერდა.თუ ასეთი ფურცელი გაუთავდებოდა,წერას წყვეტდა.მისი შვილი კი საწერად არ დაჯდებოდა,თუ ხუთჯერ არ შეჭამდა.

* შუბერტი სანამ რაიმეს შექმნიდა,სავარცხელზე უკრავდა.

* იოჰან ბრამსი მუზის მოსაყვანად ფეხსაცმელებს აპრიალებდა.

* იოჰან გეტე ჰერმეტულად დაცულ ოთახში მუშაობდა,რომელშიც არსაიდან არ შედიოდა ჰაერი

* ცნობილი ფაქტია:
ნიუტონმა კვერცხი მოხარშვა მოინდომა,აიღო საათი,გაასწორა და რამდენიმე წუთის შემდეგ აღმოაჩინა,რომ ცხელ წყალში საათს ხარშავდა.როცა რაიმე ნაშრომს წერდა,მეცნიერს ავიწყდებოდა ჩაცმა და ჭამა.

ასევე ნიუტონმა გაუკეთა თავის კატას (თუ ძაღლს არ მახსოვს) და მის კნუტებს ორი შესასვლელი სახლში, ერთი მოზრდილი – კატისთვის, ხოლო მეორე მომცრო – კნუტებისთვის :))

* ალბერტ აინშტაინმა თავის მეგობარს უთხრა:”მობრძანდით ჩემთან დღეს საღამოს,პროფესორი სტიმსონიც იქნება”.”კი მაგრამ,მე ვარ სტიმსონი”,-გაოგნდა მეგობარი.”ამას არ არქვს მნიშვნელობა,მაინც მობრძანდით”,-ასეთი იყო აინშტაინის პასუხი.

* ასევე ალბერტ აინშტაინი იყო ის პიროვნება, რომელიც საერთოდ არ ფიქრობდა იმაზე თუ როგორ გამოიყურებოდა ვიზუალურად…

ერთხელ ამერიკაში ჩასვლისას მას მეგობარმა უთხრა:

– ალბერტ, ამხელა კაცი ხარ, გენიოსი და ნორმალურად ჩაიცვიო…

მან მიუგო:

–რა აზრი აქვს, აქ ჯერ მაინც არავინ მიცნობსო…

გავიდა ხანი, მან აღმოაჩინა ფარდობითობის თეორია და კვლავ შეხვდა მის მეგობარს:

– ალბერტ, ახლა მაინც იყიდე ნორმალური სამოსი…

აინშტაინმა უპასუხა:

–რა აზრი აქვს, უკვე მაინც ყველა მიცნობსო :))

2 responses to this post.

  1. neta saidan icit raze piqrobda matisi ramis daxatvis win?

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: