Archive for იანვარი 26th, 2010

დედა! რა იყო ეს? ჰა?

ამერიკული იგავი: ჭკვიანი ბერი და ბიჭი

https://i2.wp.com/www.itsez.org/bushcartoons/BUSHguru.jpg

ეს იგავი ერთ-ერთ ამერიკულ ფილმში მოვისმინე და მეტად დამაინტერესა. ორი ამერიკელი სენატორი საბჭოთა კავშირის და ავღანეთის ომზე საუბრობდა. ერთ-ერთი თავს იმით იქებდა, რომ ავღანელებს იარაღი მიაწოდა და ომში ეხმარებოდა, ამით კი სასიკეთო სქმეს აკეთებდა. მაგრამ მეორე სენატორი არ დაეთანხმა მას და უთხრა რომ: არცერთ ადამიანს არ შეეძლო განესაზღვერა რა იყო კარგი და რა ცუდი. შემდეგ კი ასეთი იგავი უამბო:
ერთ სოფელში ერთი მოხუცი ბერი და ერთი ბიჭი ცხოვრობდა. ერთხელ ამ ბიჭს ცხენი აჩუქეს. მთელი სოფელი გახარებული იყო და ამბობდა რა კარგია რომ ბიჭს ცხენი ეყოლებაო, ბერი კი მათ არ დაეთანხმა და თქვა ვნახოთო. მეორე დღეს ბიჭი ცხენიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. მთელი სოფელი ამბობდა რა ცუდია რომ მან ფეხი მოიტეხაო, ბერმა კი თქვა ვნახოთო. მალე ქვეყანას მტერი შემოესია და სოფლის ბიჭები ომში წავიდნენ. მთელი სოფელი ამბობდა რა კარგია, რომ ფეხი აქვს მოტეხილი და ომში არ წავიდაო, ბერმა კი თქვა ვნახოთო. მალე მტერი ამ სოფელსაც შემოესია და გააჩანაგა. ყველა მთაში გაიხიზნა, მხოლოდ ფეხმოტეხილი ვერ წავიდა და ის მოკლეს.
მიუხედავად ტრაგიკული დასასრულისა მე მაინც მომეწონა, თქვენ რას იტყვით? 🙂

თანამედროვე, კრეატიული ქანდაკებები

ყველაზე თანამედროვე სატვირთო მანქანები

ძაღლმა ობოლი გოჭი იშვილა(ეტყობა ღორის გრიპზე ჯერ არაფერი გაუგია :))

უცნაური აეროპორტი

ჯართის მეორე სიცოცხლე :)

3D სურათები ოთახის კედლებზე

ლუდხანა ხეში რომელსაც თვეში 7000 კაცი სტუმრობს

%d bloggers like this: