Archive for იანვარი 30th, 2010

მამის აღსარება

მისმინე, შვილო: შენ გძინავს. მე კი მძინარეს გესაუბრები. პატარა ხელი ლოყის ქვეშ ამოგიდევს. ქერა კულულები დაცვარულ შუბლზე ჩამოგყრია. ოთახში ქურდულად შემოვიპარე. რამდენიმე წუთის წინ, ბიბლიოთეკაში გაზეთის კითხვისას, სინდისის ქენჯნის დაუძლეველმა ტალღამ სული შემიხუთა. ახლა შენს საწოლთან, როგორც დამნაშავე,ისე მოვედი.
აი, რაზე ვფიქრობდი, შვილო: დილიდანვე ჯვარს გაცვამდი. გაგლანძღე , როცა სკოლაში წასასვლელად ემზადებოდი და სახეს მხოლოდ მსუბუქად შეახე პირსახოცი. გაგიბრაზდი გაუწმენდავი ფეხსაცმლის გამოც გაგიჯავრდი, გიყვირე როდესაც იატაკზე ნივთები დაგეყარა.
საუზმისას შეცდომებს რა დალევდა: დაღვარე ჩაი . ხარბად ილუკმებოდი. იდაყვებით დაეყრდენი მაგიდას, პურდ კარაქი სქლად წაუსვი. მახსენდება: თამაშის დაწყებას აპირებდი, მე კი მატარებელზე მეჩაქარებოდა, მომიბრუნდი, ხელი დამიქნიე და დამიძახე: ” ნახვამდიის, მამიკოოო” და მე კოპებშეკრულმა გიპასუხე: “მხრებში გასწორდი!“
ნაშუადღევს ყველაფერი თავიდან დაიწყო, სახლში მომავალმა, მუხლებზე დამდგარი შეგამჩნიე, ბურთს თამაშობდი. წინდები დაგხეოდა. მეგობრებთან დაგამცირე და სახლისკენ წინ წაგიმძღვარე. წინდები ძვირი ღირდა და თავად რომ გეყიდა, უფრო გაუფრთხილდებოდი. წარმოიდგინე, ამას მამაშენი გეუბნებოდა შვილო!
Continue reading

არსებობს ისეთი რამეები, რასაც უფროსები ვერასოდეს გაიგებენ

მე მსმენია ერთი მშვენიერი, მთების ძირას გაშლილი სოფლის შესახებ, სადაც ბავშვები ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ. სოფლის წინ მაღალი ბალახითა და ველური ყვავილებით მორთული მინდორია, რომლის ახლოს მდინარე მიჩუხჩუხებს და ხეები შრიალებს. უკან მთაა, მარადიული თეთრი მწვერვალით. იგი ძალიან ლამაზია, თუმცა ხნიერი ადამიანები ამბობენ:
_ იქ, მაღლა, დათვები ბინადრობენ, რომლებიც ბავშვებს ჭამენ.
და ბავშვებიც არასოდეს ადიან მთაზე,
მაგრამ ამ დილით მდინარის პირას მოთამაშე პატარა სესილს ისე მოუნდა თოვლის გუნდა, როგორც ნამცხვარი ან შოკოლადი მოუნდებათ ხოლმე.
Continue reading

ბუ, რომელმაც მთვარე გადაყლაპა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი დიდი ბუ, რომელსაც სახელად ვიქტორს ეძახდნენ.
ის უზარმაზარი ტყის ყველაზე ბებერ მუხაში ცხოვრობდა; ვეებერთელა და დაკოჟრილ მუხაში, რომლისთვისაც ქარიშხალს ერთი ტოტი მოეტეხა და მის ადგილას წვიმასა და მწერებს ღრმა ფუღურო ამოეთხარათ. აი, ამ პატარა გამოქვაბულში ატარებდა მძინარე ვიქტორი მთელ დღეებს.
ღამით ბუ ტოვებდა თავის სადგომს, რათა მინდვრის თაგვებზე, ბიგებსა და პატარა თაგვებზე ენადირა.
ვიქტორი მაინცდამაინც კარგი ხასიათით არ გამოირჩეოდა და ამის გამო ტყის სხვა ფრინველებს არ უყვარდათ. არა, ბოროტი არ ყოფილა, ცოტა ბუზღუნა და, რაც მთავარია, ტრაბახა გახლდათ.
დღენიადაგ იმეორებდა:
_ მე, ვიქტორი, ყველაზე მშვენიერი, ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი ვარ. ეს მე ვარ ყველაზე საუკეთესო მონადირე და მეთევზე ბუთა მთელ მოდგმაში. მე ძალმიძს დავიჭირო ყოველნაირი ცხოველი, როგორც წყალში და მიწაზე, ისე ჰაერში.
Continue reading

სტალინის დროინდელი Photoshop-ი

5 მეთოდი იმის შესახებ, თუ როგორ მოვიკლათ თავი დენის დარტყმით

coffee art

შეღებილი კატები-რა საზიზღრობაა

პირველი კლასის კლავიატურა

მსოფლიოს უგემრიელესი სურათები :)

ადამიანის ტოლა რქებიანი ხარი :)

პლასტელინით გაკეთებული მანქანის მოდელები :)

სახლები ყველაზე სულელურ ადგილებში :)

პირდაღებული ცხოველები

%d bloggers like this: