მამის აღსარება

მისმინე, შვილო: შენ გძინავს. მე კი მძინარეს გესაუბრები. პატარა ხელი ლოყის ქვეშ ამოგიდევს. ქერა კულულები დაცვარულ შუბლზე ჩამოგყრია. ოთახში ქურდულად შემოვიპარე. რამდენიმე წუთის წინ, ბიბლიოთეკაში გაზეთის კითხვისას, სინდისის ქენჯნის დაუძლეველმა ტალღამ სული შემიხუთა. ახლა შენს საწოლთან, როგორც დამნაშავე,ისე მოვედი.
აი, რაზე ვფიქრობდი, შვილო: დილიდანვე ჯვარს გაცვამდი. გაგლანძღე , როცა სკოლაში წასასვლელად ემზადებოდი და სახეს მხოლოდ მსუბუქად შეახე პირსახოცი. გაგიბრაზდი გაუწმენდავი ფეხსაცმლის გამოც გაგიჯავრდი, გიყვირე როდესაც იატაკზე ნივთები დაგეყარა.
საუზმისას შეცდომებს რა დალევდა: დაღვარე ჩაი . ხარბად ილუკმებოდი. იდაყვებით დაეყრდენი მაგიდას, პურდ კარაქი სქლად წაუსვი. მახსენდება: თამაშის დაწყებას აპირებდი, მე კი მატარებელზე მეჩაქარებოდა, მომიბრუნდი, ხელი დამიქნიე და დამიძახე: ” ნახვამდიის, მამიკოოო” და მე კოპებშეკრულმა გიპასუხე: “მხრებში გასწორდი!“
ნაშუადღევს ყველაფერი თავიდან დაიწყო, სახლში მომავალმა, მუხლებზე დამდგარი შეგამჩნიე, ბურთს თამაშობდი. წინდები დაგხეოდა. მეგობრებთან დაგამცირე და სახლისკენ წინ წაგიმძღვარე. წინდები ძვირი ღირდა და თავად რომ გეყიდა, უფრო გაუფრთხილდებოდი. წარმოიდგინე, ამას მამაშენი გეუბნებოდა შვილო!

გახსოვს, მოგვიანებით, ბიბლიოთეკაში გაზეთს ვკითხულობდი, თვალებში როგორი სევდაჩამდგარი შემოხვედი? გაზეთს თვალი რამდენიმე წამით მოვაშორე, კითხვის გაწყვეტით გაღიზიანებულმა ქვემოდან ამოგხედე. შენ გაუბადავად კარებთან შეჩერდი. “რა გინდა?” – გიღრიალე.
არაფერი მიპასუხე, უსიტყვოდ გამოექანე ჩემსკენ, კისერზე მომეხვიე და მაკოცე. შენი პატარა ხელებიდან ის სიყვარული ვიგრძენი, რომელიც ღმერთმა ჩაგინერგა გულში და რომელსაც ჩემი უყურადღებობაც ვერ მოერია. შემდეგ ოტახიდან გახვედი და ბაკუნით აირბინე კიბე.
შვილო, სულ მოკლე ხანში, გაზეთი ხელიდან გამივარდა , საშინელმა გულისამრევმა შიშმა შემიპყრო. ჩვეულება მართლაც, რომ რჯულზე უმტკიცესია! შეცდომების პოვნის, მათი ხელზე დახვევის ჩვევა, მხოლოდ იმიტომ რომ პატარა ბიჭი ხარ! განა არ მიყვარხარ?! მაგრამ შენსგან ძალზე ბევრს ველოდი. ჩემი ასაკის გადმოსახედიდან გზომავდი.
რამდენი კარგი, მშვენიერი და ნამდვილი არის შენს ხასიათში. შენი პატარა გული ისეთივე დიდია, როგორც ალიონი ფართო გორაკზე. ეს მაშინ დავინახე, როცა ძილის წინ ოთახში სპონტანურად შემოიჭერი და მაკოცე. სხვას აღარაფერს აქვს მნიშვნელობა ამ საღამოს, შვილო. ჩაბნელებულ ოთახში შემოვიძურწე და შენს საწოლთან მუხლებზე ვდგავარ, მრცხვენია!
ვიცი, ჩემი აღსარება დანაშაულს ბოლომდე ვერ გამოასწორებს. ისიც ვიცი, ვერ გაიგებდი ამ ყველაფერს, ფხიზელისთვის რომ მეთქვა. მაგრამ ხვალ ნამდვილი მამა ვიქნები! შენი ძმაკაცი გავხდები და შენი ტკივილი მეც მეტკინება, გაიცინებ და მეც გამეცინება. ენას წავიკვნეტ, როცა მოუთმენლობისგან საყვედური მომადგება. და თითქოს რიტუალი იყოსო, ჩემს თავს გავუმეორებ: “ის მხოლოდ ბიჭია, პატარა ბიჭი”.
სამწუხაროდ, ყოველთვის კაცად წარმოგიდგენდი. მაგრამ ახლა, შენს საწოლში მოკუნტულსა და დაქანცულს გხედავ, ვხვდები, რომ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ”. ჯერ კიდევ გუშინ დედაშენის მკლავებში გეძინა და თავი მხარზე გედო. მე კი შენგან უსაშველოდ ბევრს ვითხოვდი, უსაშველოდ ბევრს!

2 responses to this post.

  1. ძალიან მესმის თქვენი, მწვანე ფერი რომ გიყვართ, მაგრამ ერთი თხოვნა მექნება: თუ გნებავთ, რომ ვიზიტორების რაოდენობა ნულამდე მაინც ავიდეს, თემის შეცლას გირჩევთ.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: