-დილ-დილობით რა გაიძულებთ რომ ადგეთ? -მოშარდვა.(ანუ ინტერვიუ ჩემს თავთან)

ჩემს შეასახებ:

-რა არის სრულყოფილი ბედნიერება?
-სრულ მარტოობაში ყოფნა… საპირფარეშოში
-კიდევ?
-ახალ ქართულ ფილმებს რომ ვერ უყურებ.
-დილ-დილობით რა გაიძულებთ რომ ადგეთ?
-მოშარდვა.
-ბოლოს როდის გაიცინეთ?
-“ყველაფერი კარგად იქნება”-ს დასრულებიდან 15 წუთში, კარგი კომედაია დაიწყო და მაშინ.
-რა არის თქვენი მთავარი მიღწევა?
-ანჯელინა ჯოლიმ უკვე 18 წელზე მეტია ჩემი შეცდენა ვერ მოახერხა.
– ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
-აზრზე არ ვარ.
-ვინ არიან დღეს თქვენი გმირები?
– არავინ.
-თქვენი მხატვრული გმირი?
-ჭიჭიკია.
-ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
-135 ნომერი მარშუტკით თემქიდან მაღლივამდე.
– თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
-ჭკუა-გონება.
-ქალში?
-ელეგანტურობა.
-თქვენი საყვარელი მწერლები?
-ყველა მკვდარია.
– საყვარელი კომპოზიტორები?
-მუსიკა არ მიყვარს.
-სიმღერა, რომელსაც შხაპის ქვეშ ღიღინებთ?
-ჟუჟუნა წვიმა მოვიდა.
-თქვენი სამაგიდო წიგნი?
-,,ბიზნესის საფუძვლები’’. (მხოლოდ ზეგამდე, მაგ დღეს გამოცდა მაქ)
-ლიტერატურული კლასიკა თქვენთვის?
-ვ.პაპიძის “თავისუფლების კუნძული”
-თქვენი უცნობი შედევრი?
-ალექსანრე დიუმას ,,სამი მუშკეტერი’’
-თქვენი დევიზი?
-სიცოცხლე… ლაპარაკის ნაცვლად.
-როგორ ისურვებდით სიკვდილს?
-ჩემს საწოლში, ჩემი მომავალი პენტჰაუზის 246-ე სართულზე.
-თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს. რას ისურვებდით, რომ მას თქვენთვის ეთქვა?
– მე ვამაყობ შენით.

6 responses to this post.

  1. (თითქმის) ყველაზე მაგარი ინტერვიუ იყო რომელიც წამიკითხავს 😆 🙄 :mrgreen:

    Reply

  2. sagamocdo mecadineobis dasrulebis shemdeg “chamomartves” da igrznoba tavisufali sulis gamozaxili🙂😀

    Reply

  3. ”-ანჯელინა ჯოლიმ უკვე 18 წელზე მეტია ჩემი შეცდენა ვერ მოახერხა.”

    მაინც ვერ მოახერხა, ხო? საწყალი, არადა როგორ ცდილობდა😀

    ვა, 135-ით მეც ხშირად ვმგზავრობ🙂

    Reply

  4. აჰააა ესე იგი შეიძლება შეხვედრილხართ ერთმანეთს კაკ ინწირესნოოოო :))))))

    Reply

  5. Posted by salome on February 4, 2010 at 16:31

    auuu ramden xania ase ar mixalisia😛

    -თქვენი სამაგიდო წიგნი?
    -,,ბიზნესის საფუძვლები’’. (მხოლოდ ზეგამდე, მაგ დღეს გამოცდა მაქ) dgeidan agar dagchirdeba (party)

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: