ხელოვანთა ხუმრობები :D

მოაცილეთ ზედმეტი
ფრანგ სკულპტორ იოგუსტ როდენს კითხეს, როგორ ქმნიდა იგი თავის ნაწარმოებებს.
-უბრალოდ,-უპასუხა როდენმა,-ვიღებ მარმარილოს ლოდს და ვაცლი მას ყველაფერს, რაც ზედმეტია.

სარჩელი მოიგო…
მილიონერმა შეიძინა ვენერა მინოსელის თაბაშირის ქანდაკება, რომელიც მას რკინიგზიტ გაუგზავნეს.
იგი საშინლად აღშფოთდა, როდესაც ნახა, რომ ქანდაკებას ხელები აკლდა. მილიონერმა სარჩელი წარუდგინა რკინიგზის კომპანიას “მოტეხილი ხელებისთვის”. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მან ეს სარჩელი მოიგო.

გონებამახვილობის ბუნება
ბერნარდ შოუს კითხეს:
-მითხარით, როგორ ახერხებთ, რომ ყოველ წუთს შეგიძლიათ წარმოთქვათ ბრძნული ფრაზები?
-სრულიად უბრალოდ,-უთხრა შოუმ,-მე ვფიქრობ დიდ სისულელეზე და იმავე წუთს ვამბობ მის საწინააღმდეგოს.

ქათინაურების გაცვლა
ინგლისელმა მსახიობმა ქალმა უთხრა ბერნარდ შოუს:
-თქვენ რომ ჩემი მეუღლე იყოთ, თქვენს ყავაში უსათუოდ შევურევდი საწამლავს.
-მე კი თქვენი ქმარი რომ ვიყო,-უპასუხა შოუმ,-იმავე წუთში დავლევდი ყავას.

შურისგების სურვილი
თეატრში მყოფმა როსინიმ წასჩურჩულა თავის მეზობელს:
-წარმოუდგენლად სუსტია ეს მომღერალი. სიცოცხლეში პირველად ვისმენ ასეთ საშინელ სიმღერას.
-ეგების უკეთესი იქნება შინ წავიდეთ?-უთხრა მეზობელმა.
-არავითარ შემთხვევაში,-უმალ იუარა როსინიმ,-მე გავიგე, რომ მესამე მოქმედებაში ქალმა უნდა მოიკლას იგი. დიდი სურვილი მაქვს დავესწრო ამ ამბავს.

სხვანაირად შეუძლებელია
-მაესტრო,-შეეკითხა ერთხელ ლისტს დამწყები პიანისტი,-მართალია, რომ პიანისტად უნდა დაიბადო?
ლისტმა გაიღიმა:
-ნამდვილი ჭეშმარიტებაა! თუ არ დაიბადე, ისე შეუძლებელია როიალზე დაკვრა.

თუ ჩემი ნახელავი მოგეწონათ შემიძლია კიდევ დავდო 😀

One response to this post.

  1. მე მომეწონა 🙂 საინტერესო და სახალისო იყო 🙂

    პასუხი

დატოვე კომენტარი