საინტერესო ფაქტები კაცების შესახებ

ამოუცნობი მფიქრავი ობიექტი

ამოუცნობი მფიქრავი ობიექტი

1. კაცებს მწვადების კეთება უყვართ, რატო? მისთვის ეს იმიტომ არის საინტერესო რომ, ხიფათან არის დაკავშირებული და გემრიელია ბოლოს და ბოლოს.
2. ცოლგაცილებულ კაცთან დაქორწინება გამართლებულია ეკოლოგიური თვალსაზრისით, ცნობილია რომ კაცების ნაკლებობაა, შესაბამისად დეფიციტური რესურსის მეორადი მოხმარება გამართლებულია.
3. კაცების თავდაჯერებულებასაც შენიშნავდით. ზოგიერთი მათგანი იმდენად თავდაჯერებულია რომ, როდესაც სპორტულ შეჯიბრებას უყურებს ტელევიზიით, ჰგონია რომ თუ განსაკუთრებულ კონცეტრაციას მოახდენს ამით საკუთარ გუნდს დაეხმარება.

4. კაცებს უყვართ ტელეფონი, რომელსაც ყველაზე მეტი ღილაკი აქვს, ამით საკუთარი მნიშვნელობის დემონსტრირებას ახდენს.
თავს ვალდებულად თვლის პირველმა წაიკითხოს დილის გაზეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში უკიდურესად შეურაწყოფილად გრძნობს თავს, მეტიც ღირსება აყრილი მიაჩნია თავი.
5. არავითარ შემთვევაში არ წამოგცდეთ ფრაზები: „გიყვარვარ თუ არა“ და „ უნდა დავილაპარაკოთ ჩვენს პირად ურთიერთობებზე“, ეს ის ფრაზებია რომლებიც გენერალ შვარცკოფისათვისაც კი თავზარდამცემია.
6. კაცები უცნაურად მგრძნობიარები არიან, მის დანთებულ ბუხარში შეშა ბოლომდე რომ არ ჩაიწვება შეიძლება ისეთ ფსიქიკურ ტრავმა გამოიწვიოს, და შესაძლებელია მთელი ცხოვრების განცდებად ექცეს.
7. ზოგადად კაცის სხეულის ტემპერატურა უფრო მაღალია ვიდრე ქალის. ზამთარში საუკეთესო მოძრავი გამათბობელი საშუალებაა, მერე რა რო ხვრინავს?
8. თუ კაცმა მოგიმზადათ საჭმელი რომელშიც სამზე მეტი შემადგენელი ინგრედიენტია, ესეიგი მას სერიოზული ზრახვები აქვს, მერე რა რო საყიდლებზე არ უყვარს სიარული? იმიტომაც არის ყველა სავაჭრო ცენტრში მამაკაცების განყოფილება პირველივე სართულზე შესასვლელთან ახლოს.
9. თუ თქვენ ხვდებით კაცს და მიგაჩნიათ სწორედ ეს არის ის კაცი რომელიც თქვენ გჭირდებათ იმიტომ რომ: 1) შენზე უფროსია; 2) კარგი სამსახური აქვს; 3) არ თაკილობს და მიმართავს ფსიქოლოგსმოემზადეთ არც თუ ისე სასიამოვნო სიურპრიზებისათვის, საქმე ის გახლავთ რომ, პეპლისა და ბოჭკოს თეორია გამოიყენება მხოლოდ ბოჭკოსა და პეპელის მიმართ. როდესაც ოთხი კაცი ერთად არის ისინი საუბრობენ სპორტზე, ხოლო ოთხი ქალი მხოლოდ კაცებზე.
10. ქალების უმრავლესობა როგორც წესი ინტერასპექტიულია:– მართლა შეყვარებული ვარ?– დაკმაყოფილებული ვარ თუ არა ემოციურად და თვისობრივად?კაცების უმრავლესობა როგორც წესი კი ექსტრასპექტიულია:– მოიგებს თუ არა ჩემი გუნდი?– მანქანას რამე ხო არ ჭირს?
11. თუ კაცი გეუბნება „დაგირეკავ“ და არ გირეკავს ეს არ ნიშნავს რომ მას დაავიწყდა, არ ნიშნავს რომ მას დაეკარგა ტელეფონი, არ ნიშნავს რომ ის გარდაიცვალა, ეს იმას ნიშნავს რომ მას არ უნდა შენთან დარეკვა ანუ საუბარი.
12. თუ კაცისგან თავის დაღწევა გინდა არ უთხრა მას: „თავი დამანებე“, „მოდი დავშორდეთ“, ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ უთხრათ – „შენი დანახვა არ მინდა“, უთხარი „მიყვარხარ“, „დავქორწინდეთ“ ან უარესი – „შენგან ბავშვის გაჩენა მინდა“, დახვევა უნდა ნახო, ბუღს დააყენებს!
13. კაცების თავდაჯერებულობა განპირობებულია მათი ბავშვობის იდენტიფიკაციასთან სუპერ–გმირებთან. ქალებს კი არ ახასიათებთ ასეთი მაღალი თვითშეფასება,ისინი ბავშვობას ბარბისთან ატარებენ.
14. კაცების მენოპაუზა გაცილებით სახალისოდ მიმდინარეობს ვიდრე ქალების. როდესაც ქალს მენოპაუზა აქვს, ის სუქდებადა და ცხელება ემართება, ხოლო კაცი მენოპაუზის დროს ცდილობს პატარა გოგონების გაცნობას და მოტოციკლეტის შეძენას.
15. კაცები ყველაფერს ივიწყებენ, ქალები კი არაფერს. იმიტომ არის სპორტული შეჯიბრებების ტრანსლირების დროს განმეორებეს რომ აჩვენებენ ასე ხშირად.

წყარო: exe.ge

3 responses to this post.

  1. 5,7..😀,12 განსაკუთრებულად მომეწონა..

    Reply

  2. 11. თუ კაცი გეუბნება „დაგირეკავ“ და არ გირეკავს ეს არ ნიშნავს რომ მას დაავიწყდა, არ ნიშნავს რომ მას დაეკარგა ტელეფონი, არ ნიშნავს რომ ის გარდაიცვალა, ეს იმას ნიშნავს რომ მას არ უნდა შენთან დარეკვა ანუ საუბარი.

    ღმერთო რამდენი ხანია ამას ვღაღადებ მაგრამ ვინ მიჯერებს არაააა…. ურჩევნია იფიქრონ პირველ ნაბიჯს ელოდება.. ავარიაში მოყვა.. ბებია ყავს ცუდათ…. ოხ ეს ქალები….

    2.5.9.14 ფავორიტები :D:D:D

    Reply

  3. Posted by GBRRR on March 3, 2010 at 00:15

    არა რა ყველა ქალი ერთნაირად ფიქრობს …

    იქნება და მართლა რაღაც პრობლემა აქვს, იქნება სამსახურის გამოა და გადაავიწყდა? რატომ ხართ ეგოისტები ? რატომ გინდათ რომ ყოველწუთას თქვენზე ფიქრობენ, ნუ გასაგებია ქალი მოცლილია და მეტი რა აკეთოს. კაცი კდიევ 10000 რაღაცაზე ფიქრობს და აკეთებს ..

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: