ხელოვანთა (უკბილო) ხუმრობები

ცნობილი ადამიანების უკბილო ხუმრობები

რა გაკეთდეს უფრო ადრე
ერთმა სუსტმა ფერმწერმა აჩვენა მიქელანჯელოს ოთახი, რომელიც მისი ბრძანებით გაეთეთრებინათ და რომლის მოხატვასაც იგი აპირებდა.
-მგონი აჯობებდა,-უთხრა მიქელანჯელომ,-რომ ჯერ მოგეხატათ და შემდეგ გებრძანათ მისი გათეთრება.

თავაზიანი მაყურებელი
თავის თავში მეტად დარწმუნებულმა ახალგაზრდა ტენორმა უთხრა კარუზოს:
-გუშინ ოპერაში ჩემი ხმა თეატრის ყველა იარუსს წვდებოდა.
-მართალია,-უპასუხა კარუზომ,-დავინახე,თქვენს ხმას როგორ უთმობდა ადგილს მაყურებელი.

ღირსეული შემცვლელი
კარუზოს სიკვდილის შემდეგ, მისი იმპრესარიო დიდებული მომღერლის შემცვლელს ეძებდა. მასთან ახალგაზრდა მომღერალი მივიდა. იმპრესარიომ მოუსმინა და შეჰყვირა:
-ოჰ, სენიორ, თქვენ სავსებით შეგეძლოთ შეგეცვალათ განსვენებული ენრიკო.
-თქვენ ასე ფიქრობთ?-აღფრთოვანდა კმაყოფილი მომღერალი.
-დიახ, მის მაგივრად რომ მომკვდარიყავით.

ყველაზე ძნელი
ანტონ რუბინშტეინს კითხეს, რა იყო მისთვის ყველაზე ძნელი, როდესაც იგი როიალზე დაკვრას სწავლობდა.
პიანისტმა უპასუხა:
-გაკვეთილების ანაზღაურება.

არასაკმარისი მსგავსება
მოსკოვში ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო კონკურსის მონაწილე, საშუალო ნიჭის მქონე, პიანისტი ქალის სილამაზით აღტაცებულმა ცამსწრეთაგანმა წამოიძახა:
-შეხედეთ, ეს ხომ ნამდვილად ვენერა მილოსელია!
-დიახ,-დაუმოწმა ნეიჰაუზმა,-მხოლოდ უფრო მეტი მსგავსებისათვის უკეთესი იქნება ხელების მომტვრევა.

არასასურველი ხვედრი
პოლონელ კომპოზიტორ კაროლ შიმანოვსკის ერთ-ერთმა ნაცნობმა ჰკითხა:
-მაესტრო, ხომ არ გეჩვენებათ თქვენ, რომ საშინლად მოსაწყენია მთელი სიცოცხლე არაფერი არ აკეთო მუსიკის შექმნის მეტი?
-დიახ ცოტა მოსაწყენია,-დაეთანხმა კომპოზიტორი,-მაგრამ უფრო უარესია მთელი სიცოცხლე იმის მეტი არაფერი გააკეთო, რომ მხოლოდ უსმინო, რაც მე შევქმენი!

3 responses to this post.

  1. შესანიშნავია,

    მე მომწონს მათი ხუმრობები😀

    Reply

  2. ნეიჰაუზმა დაგლიჯა😀😀😀😀

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: