იცოდი თუ არა რომ… (თუმცა არა მგონია გცოდნოდა:D)

ამოუცნობი მფიქრავი ობიექტი

ამოუცნობი მფიქრავი ობიექტი

1. ერთმა ექიმმა გამოაქვეყნა გაზეთში შემდეგი სარეკლამო განცხადება: “აშშ-ს მოსახლეობის დაახლოებით 50% ხმარობს სათვალეს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცხოვრება შეუძლებელია ყურების გარეშე”.- თავად ყურების ექიმი იყო.


2. როდესაც ენრიკო კარუზო დამწყები მომღერალი იყო, ერთ-ერთ პატარა ქალაქში მას მაყურებელმა დარბაზიდან კომბოსტო ესროლა. კარუზომ სიმღერა შეწყვიტა და შესძახა: ~აი, ვიღაცამ ჩემი სიმღერისგან თავიც კი დაკარგა~.

3. იაპონიაში არსებობს დაუწერელი კანონი, რომ ქალიშვილი ზედიზედ ორი დღის განმავლობში ერთი და იგივე ტანსაცმელით არ უნდა მივიდეს. ამ კანონის მორალი იმაში მდგომარეობს, სხვამ არ იფიქროს რომ ქალიშვილს სახლში არ ეძინა

4. ცნობილმა ბიზნესმენმა ლორდმა ლევერჰალმა ერთხელ თქვა:~მე ვიცი, რომ ჩემს მიერ რეკლამაზე დახარჯული ფულის ნახევარი წყალში გადაიყარა. რა სამწუხაროა, რომ მე ვერასოდეს გავიგებ თუ რომელი ნახევარი გადაიყარა წყალში

5. ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე ხანმოკლე, ყველაზე ნელი და ყველაზე ჩქარი, ყველაზე განყოფადი და ყველაზე განვრცობილი, ყველაზე უგულვებელყოფილი და ყველაზე დასანანიის ურომლისოდაც არაფერი კეთდება, რაც ნთქავს ყოველივეს, რაც პატარაა და აცოცხლებს მას, რაც დიდია~ – ასე აღწერს ~დროს~ ზარატუსტრა.
6. ნიკოლაი რერიხი ყვებოდა, რომ ერთხელ შეესწრო მიწისძვრას, რომელის დროსაც საკუთარი სახლიდან შეშინებული გამოვარდა მფლობელი და დაიძახა: “ესეც შენი უძრავი ქონება!”.

7. ინგლისში დღემდეა შემორჩენილი, მეტად ორიგინალური ჩვეულება: ის მამაკაცი, რომელიც წლის ბოლოს დადებდა გარკვეულ ფიცს და მთელი წელი დაიცავდა მას, ქალაქის მთავრობა მას აჯილდოებდა ღორის ბეჭით. 1144 წლიდან 1908 წლამდე ასეთი ჯილდო, მხოლოდ 8 მამაკაცმა მიიღო. ფიცის მიხედვით კი მამაკაცი მთელი წლის განმავლობაში არ უნდა წაჩხუბებოდა ცოლს.

8. ბილ კლინტონმა მონტანაში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან ჰილარის ყოფილი ბოიფრენდი იცნო და ცოლს უთხრა: ~ხედავ ძვირფასო, ამას რომ გაჰყოლოდი, აი სად უნდა გეცხოვრა~, რაზეც ჰილარიმ უპასუხა: ~არა ჩემო კარგო, პირიქით, ის იცხოვრებდა თეთრ სახლში~.

9. იაპონელები ამბობენ: ~ ქალებს ყველაზე კარგად გამოსდით სამი რამ: ქუდები, სალათები და სკანდალები~

10. ახლახანს ინგლისის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, ძველი ფუნტი სტერლინგები შეეცვალა ახლით, ამის მიზეზი არა მონეტების ცვეთა ან სიყალბისგან დაცვა იყო, არამედ დედოფლის დაბერება

11. 200 წლის წინ, უნგრულ ქალაქ ესტერგომში დაწესებული იყო გადასახადი, რომელიც უნდა გადაეხადა ყველა მწეველს. აღნიშნული გადასახადი გამოიყენებოდა ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის შესანახად.

12. დოსტოევსკის ამბობდა: ”თუ გინდათ კარგად გაიცნოთ ადამიანი, მიაქციეთ ყურადღება არა იმას, თუ როგორ ლაპარაკობს იგი, როგორ ტირის, ან როგორ აღელვებს მას კეთილშობილი იდეები. დააკვირდით მას, როდესაც ის იცინის.. ადამიანი, რომელიც კარგად იცინის — კარგი ადამიანია.”

13. ეს ფრინველები პირველად მაგელანმა იხილა და მათ უცნაური ბატები უწოდა, სინამდვილეში დიდმა მოგზაურმა ჩვეულებრივი პინგვინები ნახა.

14. 1987 წელს ერთ-ერთმა იტალიურმა გაზეთმა დიეგო მარადონას “მსოფლიო ფეხბურთის მიქელანჯელო” უწოდა.

15. საბჭოთა კავშირში ლენინის გარდაცველებიდან 60 წლის თავზე გამოუშვეს სამადგილიანი ტახტი, რომელსაც ერქვა “ია ლენინ ი მაია ჟენა”

16.ეს ადამიანი დაიბადა შვედეთში მაგრამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა რუსეთში, საფრანგეთსა და იტალიაში, ვიქტორ ჰიუგომ მას უწოდა ევროპის ყველაზე დიდი მაწანწალა. ამ კაცის სახელი და გვარია ალფრედ ნობელი

17. ცნობილი ფრანგი იმპრესიონისტი ედუარდ მანე ისვენებდა პარიზის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სოფელში. იქ მას დაუახლოვდა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვარი, რომელმაც მანეს სთხოვა ეკლესიის მოხატვა. მანე დათანხმდა და საკმაოდ სწრაფადაც გააკეთა ეს. ეკლესიის წინამძღვარმა როგორც კი ნახა ფრესკები, აღშფოთდა და შესჩივლა მანეს: “კი მაგრამ, ბატონო, სად გინახავთ თქვენ ჩექმიანი ანგელოზები?” მანემ წარბიც არ შეიხარა და კითხვას კითხვითვე უპასუხა – “და სად გინახავთ თქვენ უჩექმო ანგელოზები?”

18. ცნობილმა ინგლისელმა პიანისტმა ჰენდერსონმა თავისი ხელები დააზღვია 650 ათასი დოლარით. სადაზღვევო ხელშეკრულებაში სხვა აკრძალვებთან ერთად, ერთი ასეთი უცნაური აკრძალვაც ჩაიწერა: ~მან არ უნდა ჩამოართვას ხელი 100 კგ-ზე მძიმე ადამიანს~.

19. ვახტანგოვის სახელობის თეატრში გადიოდა პრემიერა ~ ანა კარენინა~. პრემიერის დროს, სადღაც მეოთხე საათის ბოლოს, მოხუცმა ებრაელმა, გვერდზე მჯდომ გრიგორი გორინს ჩასჩურჩულა:~ იცით მე ცხოვრებაში ასე დიდხანს არ ველოდი მატარებელს~.

20. უისტონ ჩერჩილი ამბობდა: “მოკავშირეებთან ერთად ბრძოლაზე უარესი არის ბრძოლა მოკავშირეების გარეშე”.

21. ერთი იტალიური ანდაზის თანახმად, სალათი 4 მზარეულმა უნდა დაამზადოს, კერძოდ: გულუხვმა მზარეულმა უნდა გაუკეთოს ზეთი, ძუნწმა — ძმარი, ხელოვანმა — მორთოს და გაალამაზოს ის, ფილოსოფოსმა კი უნდა მოაყაროს მარილი.

2 responses to this post.

  1. ვააა არც ერთი არ ვიცოდი ვისიამოვნე ძილის წინ :))) ახლა წავალ ცხვრებს დავითვლი :))))))

    Reply

  2. Posted by kati on April 23, 2013 at 16:12

    ყველაზე მეტად ჰილარი კლინტონის პასუხი მომეწონა🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: