სათაური არ აქვს, რადგან ეს მაინც არავის აინტერესებს

1. ერთმა ბრაზილიურმა გაზეთმა, ფეხბურთელს, რომელმაც სეზონის მანძილზე საკუთარ კარში ოთხი გოლი გაიტანა, საჩუქრად გადასცა კომპასი.

2. ციმბირში თელოფეი ლეშინელი, ირლანდიაში – პატრიკი, ჰოლანდიაში – ვილილ ბრორდი, შვედეთსა და დანიაში – ანსგარიუსი. ამ ადამიანებმა აღნიშნული ქვეყნები გააქრისტიანეს.

3. “მე, რინო, კუნძულ კოსიდან ვხსნი სიზმრებს” – ამ ძველბერძნულმა წარწერამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე რეკლამას.

4. როდესაც დანტე ალიგიერი ქუჩაში მოდიოდა, გამვლელები მისკენ თითს იშვერდნენ და ყვიროდნენ “აი, მოდის ადამიანი, რომელიც ნამყოფია საიქიოში”

5. ფრიდრიხ ნიცშე ამბობდა: “არ შეიძლება გყავდეს მეგობარი ტირანი და არ შეიძლება იყო მეგობარი თუ მონა ხარ”

6. სკანდინავიურ ეპოქის “უფროსი ედა”-ს მიხედვით: დღე უნდა აქო დღის ბოლოს, შუბი – ომის შემდეგ. ყინული – მას შემდეგ რაც მასზე გაივლი და არ ჩატყდება, ლუდი – დალევის შემდეგ, ხოლო ცოლი – მისი სიკვდილის შემდეგ.

7. ერთ ძველბერძნულ ეპიგრამაში სიყვარული მოხსენიებულია როგორც სამჯერ ქურდი: ჯერ ერთი ის მამაცია, მეორი – მოქმედებს ღამით და მესამე – თავის მსხვერპლს აშიშვლებს.

8. 1832 წელს მილანის კონსერვატორიის დირექტორთან მივიდა ჭაბუკი და თხოვა ჩაეტარებინა მისთვის გამოცდა. გამოცდაზე მან თავისი რამდენიმე ნაწარმოები დაუდო, რამდენიმე დღეში კი მიიღო პასუხი: ,,შეეშვით ფიქრს კონსერვატორიაზე და მოძებნეთ მასწავლბელი ქალაქელ მუსიკოსებს შორის”; ჭაბუკის სახელი და გვარი იყო ჯუზეპე ვერდი.

9. ინდიელების ერთ-ერთი ლეგენდა მოგვითხრობს: ინდიელებმა ამოწყვიტეს და დაწვეს კაციჭამიების ოჯახი, რომელთაც სიკვდილის შემდეგაც არ მიუტოვებიათ ადამიანთა შეწუხება. ინდიელთა მტკიცებით ჰაერში გაფანტული კაციჭამიების ფერფლი კოღოს სახით მოგვევლინა.

10. ერთ-ერთ რესტორანში კლიენტმა მოითხოვა წიწილა და დაამატა: – თუ შეიძლება შემიწვით ყველაზე ახალგაზრდა წიწილა. გონებამახვილმა ოფიციანტმა მიუგო – სერ, კვერცხი ხომ არ მოგართვათ?

11. ძველ რომში ერთ-ერთ სენატორს, რომელიც 92 წლის იყო, იულიუსის შეტანილი კანონი არ მოსწონდა და ამბობდა, სანამ ცოცხალი ვარ მე ამას მხარს არ დავუჭერო. კანონის მხარდამჭერმა იულიუსს მიმართა: – გადავდოთ კანონის მიღება, დიდი ხნით მაინც არ მოგვიწევს.

12. ქეთრინ უაითჰორნმა თქვა: “იყო პატიოსანი პოლიტიკოსი, ძნელი არ არის, რადგან ამ მიმართულებით კონკურენცია საერთოდ არ არსებობს”.

13. ბაირონი – ~ახლა მე მჭირდება დაძინება!~გოეთე – ~მეტი სინათლე~ ჰაინე – ~მომეცით ფანქარი და ქაღალდი~ ბეთჰოვენი – ~კომედია დამთავრდა~ ეს სიტყვები ამ ადამიანების უკანასკნელი სიტყვებია.
14. გაიკოკუ ნო კატა, გაიკოკუძინ და გაიძინ იაპონურ ენაში უცხოელის აღმნიშვნელი სიტყვებია. თუმცა პრაქტიკაში ამ სიტყვებით მიმართვენ თეთრკანიან და შავკანიან უცხოელებს. აზიელებისთვის ცალკე სიტყვები არსებობს: ტიუგოკუ–ძინ — ჩინელი, კანკოკუ–ძინ — კორეელი, ინდო–ძინ — ინდოელი.

15. 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ადი დასლერი — კომპანია „ადიდას“–ის დამფუძნებელი მიუხედავად სოლიდური ასაკისა და სიმდიდრისა, მაინც საკუთარი ხელით უცვლიდა წვეტებს (შიპებს) გფრ–ის ფეხბურთელებს.

16. 10-15 წლის წინ დასავლეთის ერთ-ერთი სატელეფონო კომპანია დადგა პრობლემის წინაშე: ტარიფის გაუზრდელად როგორ მიეღწიათ, რომ ხალხს ცოტა ხნით ელაპარაკა სატელეფონო ჯიხურებიდან. ეს პრობლემა კი სულ უბრალოდ გადაწყვიტეს. ყურმილები დაამძიმეს.

17. შუასაუკუნეში იაპონიაში, ახალდაბადებულ არისტოკრატ გოგონას, საფეთქლებთან ჭრელ ბურთულებს კიდებდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ თვალები დაელამებოდა, რადგან მაშინ სიელამე სილამაზედ აღიქმებოდა.

2 responses to this post.

  1. კომპასი კაი იყო =))

    მომეწონა ყველა და ბოლომდე წავიკითხე🙂

    მე13ზე მეც მეწერა რაღაც🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: