ვმკითხაობ ყავაზე, ვხსნი ჯადოს, ვარ ნათელმხილველი

მიირთვი გორის ვაშლია

მიირთვი გორის ვაშლია

ვარ პროფესიით მედიუმი და ცოტა წინასწარმეტყველი.
ვამყარებ გარდაცვლილ სულებთან და წაშლილ Window-სებთან ურთიერთობას, შემძლია ადამიანების და ვირუსების აზრების წაკითხვა, ასევე ვხსნი ჯადოს და ტელეფონის კოდებს, ვაკეთებ შელოცვას ბარაქაზე და ერთ თვიანი ლიცენზიის მქონე ანტივირუსზე, ვწმენდ აურას, დაბინძურებულ ბიო-ველს და ძველ ვინჩესტერებს, ვაუმჯობესებ ლიბიდოს და Google-ს სურათების ხარისხს.
ნათელმხილველობაში ვარ თეთრი მაგის ქამრის მფლობელი. ვმკითხაობ ყავაზე, კარტზე, სანთელზე და იმ 100 დოლარიანზე რომელსაც თქვენ მაჩუქებთ(ეს ბოლო ყველაზე მაგრად გამომდის). ფასი – 5 ლარი და 99 თეთრი.
თილისმებით მოგიგვარებთ სასიყვარულო ურთიერთობებს, ვაბრუნებ გაქცეულ ქმრებს ინვალიდის ეტლით(ოღონდ ქმარმა სასამართლოში არ მიჩივლოს მოტეხილი ფეხებისათვის). ვხსნი ჩაკეტილ ბედს, ჩაკეტილ გზებს. ვეხმარები გაუთხოვარ ულვაშიან ქალებს,  კუზანოვის კლინიკისადან გზის მისწავლებით.  ვმკურნალობ უშვილობას ნამდვილი ქართული ვაჟკაცური ხერხით(მხოლოდ ქალებში).
მიღება წინსასწარ ჩაწერით, 15 საათიდან 13 საათამდე, ყოველი წლის 29 თებერვალს.
მობრძანდით და დამიჯერეთ არ ვინანებ.

8 responses to this post.

  1. 😀😀
    fine

    Reply

  2. ბიოველის გაწმენდა მინდა და ბედის გახსნა😕

    Reply

  3. Posted by mayasstyle on June 15, 2010 at 20:46

    ერთი დიდი ნაკლი გაქვს მარტო: photoshop–ის აზრზე არა ხარ 🙂 🙂 🙂

    Reply

  4. Posted by mayasstyle on June 15, 2010 at 22:51

    ისე, ცნობისათვის, წეღანდელი კომენტარი, რომელიც, რატომღაც წაშალე, ბლოგის ავტორის მისამართით კი არ ყო გამიზნული, არამედ მაგ მზეთუნახავისთვის, სურათიდან რომ გვეკეკლუცება.
    ამ ბლოგზე იუმორის დეფიციტია???
    საერთოდ, ვინმესთვის შეურაცხყოფა ჩემი სტილი არ არის.
    გმადლობ ყურადღებისთვის.

    Reply

    • me araferi wamishlia, ubralod ratomgac “spam” komentarshi moxvda da tavisit daibloka. mere agvadgine. photoshopi ra shuashia ubralod es surati googles suratebshi movdzebne da davde.
      p.s. axla universitetshi gamocdebi maqvs da saitistvis maincdamainc ar mcalia, ase rom nu ganrisxdebi :0

      Reply

  5. vitom martalia? =)

    Reply

  6. labad ki xo?

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: