დალაი ლამა-რა არის სიყვარული? (პასუხად ბავშვებს)

დალაი ლამა

დალაი ლამა

ალბათ, გინდა გაიგო, თუ როგორ სწავლობენ სიყვარულს. არ არსებობენ რეცეპტები, არც ფორმულები. ვფიქრობ, უფრო კულინარიულ ხელოვნებას მიაგავს, რომლის მიხედვითაც თითოეული კერძის დამზადება ერთმანეთისაგან განსხვავებულ გზასა და დიდ ყურადღებას მოითხოვს. ზოგჯერ, პირველ რიგში, ბოსტნეულის შემზადებაა საჭირო, შემდეგ მათი ტაფაზე გადატანა და ბოლოს შეკაზმვა. ზოგჯერ კი, პირდაპირ დამარილებით იწყებენ. გემრიელი კერძის დასამზადებლად მრავალი რამის გათვალისწინებაა საჭირო; ადამიანების შემტხვევაშიც იგივე ხდება. ბუნებრივია, არ ვფიქრობ, თითქოს საკმარისი იყოს განაცხადო: \”გაგიმარჯოთ! გთხოვთ იყოთ მოსიყვარულენი და ერთმანეთის გამგებნი\”.

ჩემის აზრით, საუკეთესო გზა გათავისებაა, ანუ ნიჭი სხვათა ფიქრების, გრძნობებისა და ტკივილების წარმოდგენის შეძლებისა. ჩვენ, ბერები, ყოველდღიურად ვვარჯიშობთ სხვათა შეგრძნებების აღქმის უნარის განვითარებასა და განმტკიცებაში. მაგალითად, ვფიქრობთ იმ მდგომარეობაზე, თუ რას განიცდის ესა თუ ის არსება, როგორიცაა დასაკლავად გამზადებული ცხვარისადმი სიბრალულის გრძნობა და ვცდილობთ წარმოვიდგინოთ მისი ტანჯვა: სიკვდილის შიში, ტკივილი, სისხლი. ანაც გვესახება საყვარელი ადამიანის სიმძიმილი და განვიხილავთ ჩვენს რეაქციას მისდამი. ამგვარად, შევისწავლით სხვათა შეგრძნებებისა და გამოცდილებათა უკეთ გაგებას და ვაუმჯობესებთ ჩვენი აღქმისა და მათთან ურთიერთობის უნარს. სიყვარულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეგეძლოთ სხვათა გათავისება და მათ ადგილზე საკუთარი თავის მოაზრება, რაც ამავე დროს, ისეთ საშუალებას წარმოადგენს, რომელიც დიდ სიმამაცეს მოითხოვს; სიმამაცეს, წარმოვიდგინოთ, თუ რას ნიშნავს სხვის მდგომარეობაში ყოფნა. უმეტეს შემთხვევაში, ეს გვეხმარება ერთმანეთისადმი დაპირისპირების შერბილებაში, რითაც სხვათა გრძნობებს ვითავისებთ და ვსწავლობთ მათ პატივისცემას.

(პასუხად ბავშვებს)

თარგმანი იტალიურიდან – კონსტანტინე ვეკუა

19 responses to this post.

  1. ვაა… კარგი იყო ფრიად.
    ამას კიდევ ერთხელ გადავიკითხავ, იმიტომ, რომ სიკეთე მართლა მაკლია.
    მადლობა🙂

    Reply

  2. ჭკვიანი კაცია დალაი ლამა.

    Reply

  3. რა სასიამოვნოა, როცა შენს თარგმნილს სხვისთვისაც მოაქვს სიამოვნება, სარგებელი და სხვაგანაც წააწყდები🙂

    Reply

  4. church.ge-ზე წააწყდი, თუ ჩემი თარგმანების გვერდიდან გაქვს აღებული?

    Reply

  5. ვაჰ, ესე იგი, გიორგი კეკელიძისთვისაც გამიგზავნია. ყოჩაღ მე🙂

    Reply

    • ai kidev erti sargebeli moitana🙂 gagaxsena rac ar gaxsovda

      Reply

      • აი, ზუსტად მაგ ვიფიქრე, როცა ბოლო გამოხმაურებას ვწერდი. გიგრძვნია და წაგიკითხავს ჩემი ფიქრი🙂

  6. ეს კი იქვე ჩემი დამატებული გამოხმაურება იყო დალაი-ლამას ამ მშვენიერ ნააზრევზე (რაიც, ლიბ.გე-ზე არ წერია) :))

    ———————————————————————————————

    ბავშვი

    განსხვავება ბავშვსა და “ბაღანას” შორის ისაა, რომ პირველი არა ოდენ ქვეცნობიერი, არამედ გაცნობიერებული არჩევანია ყოფიერებისა და Modus Vivendi-ს. ამ შემთხვევაში, შეიძლება 80 წლისანი ვიყოთ, მაგრამ შინაგანად ჩვენი პიროვნების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ასეთი სპონტანური და მზიურად სუბიექტური არსებობა შეადგენდეს. ზოგჯერ ხდება ისეც, როცა ცდილობენ თავის გაბავშვებას, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ხელთ სხვა არავინ და არაფერი გვრჩება, თუ არა ინფანტილური და შინაგანად უმწიფარი პიროვნებები, რომელნიც იმაზე მეტს არ/ვერ ამბობენ და აკეთებენ, რამდენიც ესმით, რამხელა შეგნებაც გააჩნიათ. ესაა “ბაღანას” სახე; კარიკატურული ბუნებისა კი არც ხელოვნური ბავშვურობა ვარგა და არც ნაძალადევად მორგებული ბრძენი ბერიკაცის ნიღაბი. ჭეშმარიტების ფარდები მოქმედებაში იხსნებიან, რომელიც უპირველესად, უფრორე შინაგანი ხასიათის აქტია.

    საგულისხმოა ისიც, რომ ასევე, სამართლიანად მიჩნეული ანტიკური პედაგოგიკის ფუძემდებელი პლატონი პიროვნების აღზრდის საქმეში შემთხვევით არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას ღვინის მოზომილ და გაცნობიერებულ გამოყენებას უძველესი წარსულის მქონე სუფრის, ლხინის, ტრაპეზის მისტერიულ ტრადიციაში (“კანონები”), სადაც ღვთიური ნეკტარი, ამავე დროს, არიადნეს ძაფის ფუნქციის მატარებელია ქვეცნობიერების ლაბირინთებში პიროვნების მზიური გამარჯვების მოსაპოვებლად. არახალია, რომ “კანონები” ხნიერი პლატონის ჩვენამდე მოღწეულ ნამუშევართა რედაქტირებული კრებულია (განხორციელებული მისი აკადემიელი მოწაფის, ლოკრიდელი წარმოშობის მათემატიკოსისა და ასტრონომის-ფილიპე ოპუნტელის მიერ). შესაბამისად, ზემოთქმულთან ერთად კიდევ უფრო საინტერესო მომენტს წარმოადგენს ის, რომ ელადის ქალაქებში სამაგალითო ერიშვილისა და მამულიშვილის ჩამოყალიბების საქმეში სხვა საშუალებებთან ერთად (მუსიკა, როკვა, ტანვარჯიში), ლხინისა და სუფრაზე ღვინის ელემენტი იყო ერთ-ერთი ძლიერი განმაპირობებელი პიროვნების არა მარტო ბავშვურობაში დასაბრუნებლად, არამედ ბავშვურობამდე მისაღწევადაც, რაც შინაგანად ამა თუ იმ ადამიანის ბუნებრივი და საუკეთესო მდგომარეობა, კონდიციაა.

    Reply

  7. ჯერ-ჯერობით ცოტა: მშობლიური, ინგლისური, რუსული, იტალიური;
    გერმანულისა და ფრანგულის გაგებაზე ვარ.

    Reply

  8. თარგმნა ჩემთვის არცთუ დიდი ხნის წინ აღმოჩენილი სასიამოვნო ჰობია. თან ენასაც იხსენებ, თან იმდიდრებ კიდეც მას, საკუთარსაც იუმჯობესებ, სასარგებლო საქმესაც აკეთებ, დროსაც უქმად არ კარგავ. მმმაგარია, გირჩევ. თუ რომელიმე ენის სწავლა გინდა, შეძლებისდაგვარად ხშირად უნდა წერო იმ ენაზე. წერა ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი მეთოდია საკუთარი, თუ სხვა ენის უკეთ აღსაქმელად

    Reply

  9. kargia azria😀 inglisuris xshirad wera namdvilad momiwevs universitethi, mitumetes ragac sagnebs inglisurad gvaswavlian. rusuls rac sheexeba mxolod internetian gadmowerili kinoebis yurebisas viyeneb.

    Reply

  10. Posted by ichikhladze on April 24, 2010 at 08:33

    ზალიან მომეწონა სიყვარულის კულინარიასტან შედარება , მარა დალაია ლამას არ ვეტანხმები ეს ნიჭია ღვთისაგან ბოძებული ან გაქ ან არა ხელოვნურად ყოველთვის ვერ გააკეთებ ერთ დღეს მოგბეზრდება და შეიძლება ზალიან ცუდად მოგიბრუნდეს

    Reply

  11. Posted by ანა on November 28, 2010 at 17:16

    ნუ მე ვიკიტხე!! რა არის კარიკატურა?????????????? da ara vigac dalai-lama………………………………………………….

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: