ნინო ჩხეიძის კონცერტებზე სრული ანშლაგი იყო

უკან მომავალში

დამღლელი ერთთვანი გამოცდების შემდეგ თუნდაც ორკვირიანი დასვენება ნამდვილი სამოთხეა. (ყოველშემთხვევაში ჩემთვის). მაგრამ როგორც წესი დასვენებები, სატელევიზიო რეკლამებისაგან განსხვავებით კოსმიურად მიკლე დროში სრულდება. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია…
წამოსვლის ჟამს მე და ჩემი ძმაკაცი მერსედესის საკონცერტო დარბაზში ჩავსხედით და თბილი ქალაქისაკენ გამოვემართეთ. თუმცა ვისთვის როგორ…
წინა რიგებში ვისხედით, ამიტომაც ყველაფერი კარგად ჩანდა და ხმც კარგად ისმოდა. თუმცა მაღლა დაკიდებული ერთადერთი პროჟექტორი ძალიან გვიჭყიტინებდა და ცოტა აცხუნებდა კიდეც. ნინო ჩხეიძის კონცერტზე ნამდვილი ანშლაგი იყო მარშუტკაში. მართალია საბჭოთა დინამიკები სიძველისაგან ფხიკინებდნენ, მაგრამ ხმა მაინც ისმოდა.შემდეგ “ბუტირკამაც” წარმოადგინა თავისი უკვდავი ჰიტი: ” ნე პლაჩ რადნაია მაწ”.

ცივ თბილ ქალაქში ჩამოსულებმა რამდენიმე მსუქან ბიძიას “მარშუტკა ტაქსის ნაცვლდად” ვუთხარით და ჩვენ-ჩვენს სახლებში წავედით.
p.s. ჯერ გამოცდამდე დიდი დროა და ალბათ ცოტას გავერთობი მაინც. თუმცა საგნების რაოდენობით და წიგნების სისქით თუ ვიმსჯელებთ ეს ნაკლებ სავარაუდოა.

7 responses to this post.

  1. Posted by gijmaj on March 1, 2010 at 16:28

    გილოცავთ, თქვენ ეზიარეთ ჭეჭმარიტად ქართულ სახალხო მუზიკას! შედაუკა!!😀

    Reply

  2. ვაჰ :)))
    მეც არ გამიკვირდა, რა ჯანდაბა უნდოდა ნინოს კონცერტზე–მეთქი? :)))
    მაგარი იყო, მაგარი!…

    Reply

  3. ვაიმე და ყვითელ ავტობუსებში რადიო ”არ დაიდარდო” ს და ნინო ჩხეიძის მოსმენა სადამდე უნდა მოვითმინიოთ?? :))

    Reply

  4. Posted by L.T. on March 3, 2010 at 12:13

    [b]მართალია საბჭოთა დინამიკები სიძველისაგან ფხიკინებდნენ[/b]

    რაფით ჩამოხვედი?

    Reply

    • კაჭკას ჩამოვყევი🙂
      მართლა ძველი დინამიკები ქონდა, მარშუტკაც ნამდვილი ჯართი იყო

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: