კომპლიმენტები-როგორი გრძელი ფეხები გაქვთ… განსაკუთრებით მარცხენა.

"სასიამოვნო" კომპლიმენტები

ქალბატონებს

– გოგონა, თქვენ მეთამაშებით, თუ უბრალოდ ცეკვა არ იცით?

– გოგონა, მოდით სანაძლეო დავდოთ 100$-ზე, რომ მე ეხლა დაგპატიჟებთ სასტუმროში, და თქვენ უარს მეტყვით?

– უკაცრავად, დედათქვენს სიძე არ სჭირდება?

– გოგონა თქვენ ძალიან ლამაზი ხართ, ლამაზი გოგონები კი უნდა გავამრავლოთ.

– მთელი ქალების ღირსშესანიშნაობებიდან, როგორც ვხედავ თქვენ მარტო თვალები გაგაჩნიათ.

– თქვენ იმდენად გრძელი წამწამები გაქვთ, რომ თვალებს როცა ახამხამებთ მიბერავს.

– და ეს თქვენი ნამდვილი მკერდია? თუ სილიკონი? როგორ მინდა, რომ ჩემს დასაცველად ასეთი მკერდით დადგნენ!

– თვალების ირგვლივ ეს არაჩვეულებრივი ნაოჭები, რომ არა 30 წელზე მეტს ვერ მოგცემდით!

– იმედი მაქვს, რომ არ ცეკვავთ?

– და თვალები – როგორც ვარსკვლავები… ერთი ზემოთ, მეორე ქვემოთ…

– გოგონა, და თქვენთვის ოდესმე ვინმეს უთქვამს როგორი ლამაზი ბრძანდებით? არა? ჯანდაბა, მაინც როგორი პატიოსანია ყველა!

– როგორი გრძელი ფეხები გაქვთ… განსაკუთრებით მარცხენა.

– ასეთი ჭიპი მსოფლიო ანატომიამ ჯერ არ იცოდა! და თქვენი თითების სურათებს კრიმინალისტიკური ლაბორატორია დიდი სიამოვნებით შეიძენდა.

– თქვენი სილამაზე შეიძლება მხოლოდ თქვენი მეგობრის ჭკუას შევადაროთ!

– არ მოიწყინო, თორემ მკერდი აღარ გაგეზრდება.

– გოგონა ასეთი ფეხებით, ხელებზე სიარული უნდა ისწავლოთ.

– მადამ, ისეთი სუნამო გაქვთ… და შეიძლება გავიგო შეტევისთვისაა თუ თავდაცვისთვის?

– თქვენი მკერდი ისე ლამაზად იწევს ზემოთ! ეს მე მახსენებს ჩემი ბავშვობის ერთ ეპიზოდს, როდესაც მამაჩემთან ერთად რეზინის ნავს ვბერავდი.

– ნუ რა ფეხები გააქვთ. ერთი უკეთესია მეორეზე.

– უბრალოდ ანგელოზი ხართ. იმედი მაქვს უფრთო.

– გოგონა თქვენგან ისეთი კარგი სურნელი მოდის! დღეს რა დალიეთ?

მამაკაცებს

– და მეორე ბოთლის დალევას შეძლებთ?

– მაიკა იღლიების ქვეშ სპეციალურად დაისველეთ?

– და პალტო მოკლე სახელოებით გაქვთ, თუ უბრალოდ ძველია?

– მთელი სხეული ასეთი თმიანი გაქვთ, თუ მარტო ნესტოები?

– ჰმმ, რა არის ასეთი გემრიელი, წვერებში, რომ დაგრჩათ?

– და ეს მანქანის გასაღებია თუ რისი?

– არც კი ვიცოდი, რომ წითელ წინდებს უშვებდნენ.

– აი რა კარგი ადამიანი ხართ, წესიერი, მორიდებული. უბრალოდ ამის ჩვენება არ შეგიძლიათ.

– ოკეანეს მაგონებთ. თქვენგანაც გული მერევა.

– ისეთი ჭკვიანი ბრძანდებით, თავის ქალა არ გიჭერთ?

– რომ გიყურებთ, მინდება კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა.

– როგორ ჯანმრთელად იხოცავთ ცხვირს. და ცხვირსახოცი პრინციპში არ გაქვთ?

– რა სამწუხაროა, რომ როგორც იქნა, მიდიხართ…

– რა ლამაზი პომადა გისვიათ, პერანგზე.

– როგორი ნაზი ხელები გაქვთ… ალბატ მწერალი ბრძანდებით.

– რა კარგია თქვენთან ერთად… და კიდევ ბევრი ფული დაგრჩათ?

– თქვენთან ერთად თავს იმდენად ჭკვიანად ვგრძნობ…

4 responses to this post.

  1. ძალიაააააააააააააააან მაგარია : )) ბევრი ვიცინე : ))) =))))))

    Reply

  2. ლოოოოოოოოოოოოოლ, სიტყვები აღარ მყოფნის უკვე :დ

    “- გოგონა, და თქვენთვის ოდესმე ვინმეს უთქვამს როგორი ლამაზი ბრძანდებით? არა? ჯანდაბა, მაინც როგორი პატიოსანია ყველა!” – ლოოოლ

    “- მთელი სხეული ასეთი თმიანი გაქვთ, თუ მარტო ნესტოები?” = ეს მაგარი იყო…

    “- ოკეანეს მაგონებთ. თქვენგანაც გული მერევა.” = ესეც, ლოლ

    არა რა, რა ჯობია როცა იუმორის გრძნობა უხვად გაქვს მომადლებული😀

    Reply

  3. ყველაზე მაგრად ვიხალისე😀😆 სასარგებლო და გამოსადეგი ”კომპლიმენტებია”🙂

    Reply

  4. :D:D:D
    ლოლ კაცებზე მაინც სულ სხვა იყო :D:D:D

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: