გრენდაიზერ წინ

საოცნებო სათამაშო

საოცნებო სათამაშო

მართალია გრენდაიზერზე უკვე ბევრი დაიწერა, მაგრამ ლეგენდარულ მულტფილმს რომ არ შევხებოდი ნამდვილად არ შეიძლებოდა. ეს ნამდვილად სამშობლოს ღალატი იქნებოდა. გრენდაიზერი ყველა ბავშვის საყვარელი მულტფილმი იყო ნამდვილად. ყველა მოუთმენლად ელოდა ექვს საათიანი კურიერის დამთავრებას რომ შემდეგი ნახევარი საათი საყვარელი მულტფილმის ყურებით დამტკბარიყო.

გრენდაიზერი და მისი პილოტი დიუკ ფლიდი ნამდვილად ყველა ბავშვის გმირები იყვნენ.დიდი ინტერესით ვუყურებდი და განვიცდიდი, თუმცა როგორც ყოველთვის ყველაფერი კარგად მთავრდებოდა და კეთილი გრენდაიზერი ბოროტ უცხოპლანეტელებს ამარცხებდა. საღამოს 7-ის ნახევრიდან 7 მდე ეს იყო დრო როცა ყველა ბავშვი დიდი ინტერესით უყურებდა რუსთავი 2-ს, გული წყდებოდა როცა მულტფილმი მთავრდებოდა და დიდი იმედით ელოდა მეორე დღის 7-ის ნახევარს რომ კვლავ ეყურებინა გრენდაიზერისთვის. თუმცა მაშინ მისი შინაარსი ნამდვილად არ მესმოდა, რადგან ამისთვის ნამდვილად პატარა ვიყავი. სამაგიეროდ დღეს ავინაზღაურე ეს დანაკლისი:

პლანეტა ვეგა, მაღალენერგეტიკული, მაგრამ რადიაქტიური ნივთიერების – ვეგატრონის გამოყენების გამო არასტაბილური ხდება. ვეგას დაუნდობელი მეფე, საზღვრების გასაფართოვებლად ახლო მეზობელ, მშვიდობიან პლანეტა ფლიდთან აჩაღებს ომს. მაგრამ თავდასხმას უარყოფითი შედეგი მოაქვს – პლანეტა რადიაქტიურ უდაბნოდ გადაიქცევა. სამეფო დინასტიის გადარჩენილი წევრი – პრინცი დიკ ფლიდი, ხელში იგდებს პლანეტა ვეგას ყველაზე სასტიკ იარაღს – გრენდაიზერს. ეს არის მებრძოლი რობოტი, რომელსაც სპეისერთან შეერთება შეუძლია…

9 responses to this post.

  1. აუ მაგარი მულტფილმი იყო. საუნდტრეკი მევასება მაგრად :))

    Reply

  2. მეც ვუყურებდი :დ და არა მარტო მაგას…

    Reply

  3. აუუუუუუ რა გამახსენე ვახოოოოოო :(:(:(:( როგორ მიყვარდა ეგ მუთფილმი და დიუკ ფლიდზე ვიყავი შეყვარებული :D:D:D:D საუნდტრეკი ახლაც მაქვს :D:D:D

    Reply

  4. აუ გრენდაიზერი :))))))) ახლაც მახსოვს პერსონაჟების სახელები

    Reply

  5. Posted by ნათია on March 10, 2010 at 16:12

    ჩემი უსაყვარლესი მულტსერიალი იყო… მეც კარგად მახსოვს რომელ საათზე გადიოდა….
    მთელი უბანი გადატენილი იყო ხოლმე ბავშვებით და ერთის მშობელი რომ დაიძახებდა ხოლმე, გრენდაიზერი დაიწყოოო, ეზო ცარიელდებოდა. დასრულების შემდეგ კი მიდიოდა დისკუსიები.😀 ისიც კი მახსოვს, რომ ამ მულტფილმს თავისით დამთავრება არ აცალეს, მოულოდნელად შეწყვიტეს, რომელიღაცა სერიის დროს და იმის მერე არ განუახლებით.😦😦

    იმის მერე მომენგრა ფსიქიკა😀

    Reply

  6. აჰაჰააააააა, რა დრო იყოო ერთ სერიასაც არ ვმაზავდი. ყოჩაღ და მადლობა გახსენებისთვის !

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: