დედა, რა იყო ეს, ა?

საინტერესო, უცნაური და დაუჯერებელი ფაქტები

> ჩვენი თვალები დაბადებიდან მოყოლებული ერთი ზომისაა, ხოლო ცხვირი და ყურები სიცოცხლის ბოლომდე იზრდება.

> კრევეტს გული თავში აქვს.

> ვირთხები მრავლდებიან ისე ჩქარა, რომ შესაძლებელია ორ ვირთხას 18 თვეში ჰყავდეს მილიონზე მეტი შთამომავალი.

> ინგლისურ ენაში ყველაზე რთულ ენის გასატეხად მიიჩნევა შემდეგი ფრაზა: “sixth sick sheik’s sixth sheep’s sick”.

> ყურთსასმენების ტარება ერთი საათის განმავლობაში გაზრდის ბაქტერიების რაოდენობას თქვენს ყურში დაახლოებით 700-ჯერ.

> მსოფლიოს ნახევარზე მეტ ადამიანს არასოდეს განუხორციელებია ტელეფონის ზარი ან უპასუხია ტელეფონისთვის.

> ცხენს არ შეუძლია ღებინება.

> პეპლები გემოს გრძნობენ თავისი ფეხებით.

> ათ წუთში მესამე კატეგორიის გრიგალს შეუძლია გამოყოს იმაზე მეტი ენერგია ვიდრე მსოფლიოში არსებულ ყველა ატომურ იარაღს ერთად.

> ფიზიკურად შეუძლებელია ადამიანი ენით მისწვდეს საკუთარ იდაყვს.

> საშუალოდ ადამიანს ობობის უფრო მეტად ეშინია ვიდრე სიკვდილის.

> ნიუ-იორკის ტაქსისტების 90 პროცენტი ახალჩასული იმიგრანტები არიან.

> საშუალოდ ორი მილიარდიდან მხოლოდ ერთი ადამიანი ცოცხლობს 116 წელიწადს და მეტს.

> ძროხას შეუძლია კიბეზე ზევით ასვლა, მაგრამ არ შეუძლია ქვევით ჩამოსვლა.

> ქალები თვალს დაახლოებით ორჯერ უფრო მეტჯერ ახამხამებენ ვიდრე კაცები.

> ლოკოკინას შეუძლია სამი წელი ეძინოს.

> ელექტრო-სკამი დენტისტის (კბილის ექიმის) გამოგონებულია.

> ყველა პოლარული დათვი ცაციაა.

> ძველ ეგვიპტეში ქურუმები იგლეჯდნენ ყველა თმას სხეულიდან, წარბებისა და წამწამების ჩათვლის.

> სირაქლემას თვალი უფრო დიდია ვიდრე მისი ტვინი.

> TYPEWRITER ყველაზე გრძელი სიტყვაა რომელიც შეიძლება აიკრიფოს კლავიატურის ერთ ზოლში განლაგებული კლავიშებით.

> ნიანგს ენის გამოყოფა არ შეუძლია.

> სიგარეტის სანთებელა უფრო ადრე იყო გამოგონებული ვიდრე ასანთი.

> 75%-ზე მეტმა, ვინც ეს ფაქტები წაიკითხა, სცადა ენით მიწვდომოდა საკუთარ იდაყვს.

აბა ვინ სცადა?😀

14 responses to this post.

  1. ძველი ხრიკია ეგ🙂 რეაგირება არც მქონია… სამაგიეროდ ლოკოკინას ძილიანობა მომეწონა, მეც მინდა ასე, დავიძინო და სამი წელი არავინ გამაღვიძოს :დ

    Reply

    • 3 წლიანი დაძინების ხერხები უამრავი შემიძლია გირჩიო, მაგრამ სამწუხაროდ ყველას ერთი დიდი ნაკლი აქვს🙂

      Reply

  2. აჰა, ანუ შეგიძია მირჩიო დაძინების უამრავი ხერხი, მაგრამ ვეღარ გამოვიღვიძებ.

    არადა მე 3წლიანი მინდა, თურმე 3წლიანიც არ გამოდის😦

    მადლობა რომ წინასწარ გამაფრთხილე :დ

    Reply

  3. კარგი თუ ასე ძალიან გინდა, ვეცდები რაიმე გამოვძებნო🙂

    Reply

    • ai mogidzebne kidevac🙂
      15 წლის ბრიტანელ ლუიზა ბოლის იშვიათი ნევროლოგიული დარღვევა დაუდგინეს, რომელიც “მძინარე მზეთუნახავის” სინდრომის სახელწოდებითაც არის ცნობილი. გოგონას ორი კვირა ზედიზედ სძინავს.

      ეს სინდრომი გოგონას ჯერ კიდევ 2008 წელს, ძლიერი გრიპის შემდეგ გამოაჩნდა. ექიმებს ძილად მივარდნა თავდაპირველად ჰორმონული დარღვევის ბრალი ეგონათ, მაგრამ როდესაც ლუიზას მთელი 10 დღე ეძინა, “მძინარე მზეთუნახავის” სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს.

      სამედიცინო ცნობარში სინდრომი ასეა განმარტებული: “ნერვული უჯრედების პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ტვინის განსაზღვრულ უბანში სისხლის მიწოდების დაქვეითებით აიხსნება”. ასეთ დროს არასაკმარისი სისხლმომარაგების გამო უჯრედები ფუნქციურ აქტივობას კარგავენ.

      როდესაც ლუიზამ ასე ღრმად პირველად დაიძინა, მშობლები პანიკამ მოიცვა. ისინი იძულებული იყვნენ, გოგონა დღეში ერთხელ მაინც გაეღვიძებინათ, რომ ეჭამა და საპირფარეშოში წასულიყო. ლუიზა კითხვებზე პასუხობდა, მერე კი ისევ იძინებდა, გამოღვიძებულს კი აღარაფერი ახსოვდა.

      ამ დაავადების სამკურნალო ეფექტურ მედიკამენტურ საშუალებას ექიმებმა ჯერჯერობით ვერ მიაგნეს.

      წყარო: ambebi.ge
      ase rom shegizli wvimashi garet irbino, gacivdebi da 3 welic dagedzineba🙂 mere eqimebic gimkurnaleben da isev gamoigvidzeb😀 aba ras ityvi?

      Reply

      • ლოოოლ, მადლობა : ) :*

        ისე, თუ გაგიგია ლეთარგიული ძილის შესახებ?
        როგორც ამბობენ გოგოლს სჭირდაო, ერთხელაც ლეთარგიული ძილით დაუძინია, ეგონათ რომ მოკვდა და თურმე საწყალი ცოცხლად ჩაუმარხიათო…

      • xo mag mec gamigia🙂 sawyali…
        da radgan ukve dazinebis xerxi gaige da daizineb, ar dagaviwydes rom sxvebic gaafrtxilo, tore gogolivit dagemarteba🙂

  4. ლოოოლ მე ვცადე ენით იდაყვს მივწვდომოდი და თითქმის გამომივიდა თქო ვიტყოდი თითქმის რომ ითვლებოდეს😀😆

    kevana
    :(((( ხოოო მთელი ცხოვრება ეშინოდა ცოცხლად დამარხვის გოგოლს და მაგ ფობიის ნიადაგზე გარეკა კიდევაც სიცოცხლის ბოლო წლებში :((( ცოცხლად რომ დამარხეს ბევრი წლების მერე ამოთხარეს რომ სიკვდილის მიზეზი გაეგოთ და მიცვალებულს გვერდი ქონდა შენაცვლებული :((( ამოთხრისას კი მისი ძვლები გაიტაცეს :((( ზოგმა ძვლები ზოგმა თავის ქალა.. ამიტომ გოგოლის საფლავი თითქმის ცარიელია.. მაგაზე ფილმიც არის გადაღბული არ მინახავს და ძალიან მაინტერესებს “ჩერეპ გოგოლა” ქვია.. გოგოლის გაავლენით ნობელსაც საშინლად ეშინოდა ცოცხლად დამარხვის ამიტომ დაიბარა სიკვდილის მერე მისთვის ვენები გადაეჭრათ და ისე დაემარხათ =))))

    აუფ რამდენი ვწერე ხოდა რა მინდოდა მეკითხა პორალურ დათვებს წერის დროს სად წაასწრეს ნეტა :D:D:D

    Reply

  5. astralis anu dzilis dros sxeulidan sulis amosvlis shesaxeb ra icit aba daweret mere mec getyvit….

    Reply

  6. მოკლედ თუ თქვენ დაინახავთ თქვენს თავს ზევიდან ან გვერდიდან ე.ი. ასტრალში გახვედით. ნუ დაინახავთ ისე როგორც სხვა ადამიანებს უყურებთ.

    ამ მდგომარეობაში შეგიძლიათ აღმოჩნდეთ რიგით რიტუალების შემდეგ, თუმცა ხანდახან სრულიად შემთხვევით ადამიანი ისეთ პოზიციას იღებს რომ ძალაუნებურად აღმOჩნდება ასტრალში. პროცესის დროს დაუშვებელია ადამიანის სხეულის განძრევა, რადგან ეს გამოიწვევს გზების დახურვას და ჩემი ფეხები დაბრუნდება უკან.

    საერთოდ ვისაც ეს განუცდია ყოველთვის ერიდება ამ თემაზე საუბარს (ნუ მაგებზე არაა ლაპარაკი) და ამიტომ დიდი ალბათობაა რომ არავინ “ეგეთმა” აქ არ დაპოსტოს.

    ხოლო ვინც სერიოზულად მოეკიდება ამ საქმეს გამოცდილებიდან გამომდინარე გაივლის სხვადასხვა საფეხურს. გარკვეული საფეხურების შემდეგ ადამიანი თავისი ნებით აღარ ბრუნდება.

    ლიოვა ტოლსტოი III საფეხურზე იყო თუ არ ვცდები..

    ერთი საინტერესო ექსპერიმენტი შეგძლიათ ჩაიტაროთ: ბნელ ოთახში გამართული დაჯექით სანთლის წინ. ისე რომ თქვენს ჩრდილს პირდაპირ ხედავდეთ კედელზე და დაჟინებით უყურეთ თქვენს ჩრილს.

    Reply

  7. ვაიმე ზოგზე ძალიან ვიცინე და ზოგი უზომოდ გამიკვირდა🙂 იდაყვზე მეც ვიცოდი, ადრე ამოვიგდე მკლავი და მაგას რა დამავიწყებს : ))
    ცხნი რატო დაიჩაგრა ასე😦

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: