პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო

ოროლი VS პაწუ

ოროლი VS პაწუ

უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობს ორ ქართველ ბლოგერს Oroli-ს და PaWu-ს შორის. კომფლიქტი 1 მარტს ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო, კამათის თემა გახდა ”ნიჭიერი-ბატონი ამირანის” ვიდეო. სიტუაცია თითქოს უწყინარი იყო, მაგრამ მდგომარეობა რამდენიმე წუთში დაიძაბა. მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთის ბლოგებს სერიოზული დარტყმები მიაყენეს. მშვიდობიანი მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ბრძოლა კვლავ განახლდა. როგორც საერთაშორისო ექსპერტები ამტკიცებენ კომფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ყველა გზა ამოწურულია. ეს კომფლიქტი არა მარტო მოწინააღმდეგეთა ბლოგებს დააზარალებს, არამედ მთლიანად ქართული ბლოგ სფეროს მომავალ განვითარებასაც უქმნის საფრთხეს.

აი რას ამბობს oroli ჩემთან პირადი საუბრისას:

  1. tu rusetma Paaawu-s dauchira mxari, mere naxe shen pirveli dartyma :) :D

როგორც ექსპერტები ამბობენ ასეთი დაპირისპირება მხოლოდ რუსეთის ბლოგსფეროს წისქვილზე ასხამს წყალს. როგორც გაირკვა რამდენიმე რუსული სპეც ბლოგებიც იღებდა მონაწილეობას კომფლიქტის ესკალაციაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე ევროპულმა ლიდერმა ბლოგმა გამოთქვა შეშფოთება. (ერთმა აღშფოთებაც🙂 ) როგორც საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან საფრანგეთის მთავარი ბლოგი აპირებს ქართულ ჰოსტინგში გადმოტვირთოს საკუთარი ვებ-ძრავა, რათა უკეთ გაერკვეს სიტუაციაში და შუამავლის როლი იკისროს🙂. რაც შეეხება ამერიკას, რამდენიმე ამერიკული ქვე-ბლოგი უკვე მოადგა ბათუმისა და ფოთის ჰოსტინგებს. თუმცა არა საკმარისი ვებ-სივრცის გამო სერვერებზე ჩატვირთვა ვერ მოახერხეს და თავიანთი მხარდაჭერა მხოლოდ კომენტარებით დააფიქსირესს.
დაუშვებელია ეს უაზრო ომი გაგრძელდეს, რომელსაც გამარჯვებული არ ეყოლება. ამიტომ ყველა მკითხველს ვთხოვ დააფიქსიროს თავისი მოსაზრება, ამ საკითხთან დაკავშირებით.
P.S. არც oroli იყო ფრანგი მეომარი და არც PaWu არაბი მამლუქი, ორივენი ბედკრული Blogroll.ge-ს შვილები იყვნენ.😀

11 responses to this post.

  1. გააჭირეს საქმე, მომიშალეს ნერვები, იმდენს იზამენ, არცერთის ბლოგზე აღარ შევალ :თამარ ღლონტი:

    Reply

    • saprotesto notebi gavugzavnot da sanqciebi davuwesot🙂😀

      Reply

      • გამშველებელს მეტი ხვდებაო, ხოდა დაე იბრძოლონ სისხლის ბოლო წვეთამდე, დაუჭამიათ ერთმანეთი😀

        პ.ს. მზესაც აშინებენ😦

      • ise martali xar xo ici🙂 me xelebi damibania😀

  2. ჰაჰააა =)))))))) გააშუქე სიტუაცია? :))) მაგარი იყო :)) აი ესაა ობიექტურობა😉😀😀

    PaWu მაინც არაბი მამლუქია ჩემ თვალში :))))))

    Reply

  3. Posted by PaWu on March 9, 2010 at 19:38

    😀😀😀😀 wow არ მოველოდი თუ ეს ბრძოლა გაცდებოდა საზღვრებს… მე როგორც ერთერთი მეომარი გაგახარებთ, რომ ეს ომი დიდხანს გაგრძელდება… მემგონი თქვენც შეამჩნიეთ ხო😀😀😀😀 ..P.S…მომეწონა პოსტი კაი იყო😀😀

    Reply

  4. მე ეტყობა მოვლენების ეპიცენტრს გავცდი.. ამდენი არ გამიგია😀

    ახლა ჩემში დილებაა წამოჭრილი ერთი ქალური სოლიდარობისკენ მომიწოდებს მეორე მეგობრისკენ რომელსაც ჩემი დახმარება ჭირდება (?!)

    ხოდა ალბათ უფრო ნეიტრალიტეტს დავიჭერ როგორც ყოველთვის… წიპა “დაგიჭამიათ ერთმანეთი” მარა ესეც არ ვარგა :D:D ჰოი ღმერთებო და ნაითრაიდერ მირჩიეთ რა ვქნა :D:D:D:D

    Reply

    • mec mag dgeshi var😀 kacebs solidarba gamovusxado tu megobar bloks davuchiro mxari. tumce eg orive chemtvis ertia🙂 me mainc neitralitets vinarchuneb, vai da chemma kandidatma waago, mere sadga wavide🙂🙂

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: