“თეთრი” ზანგები


ეს ის შემთხვევაა, როდესაც მსოფლიო მედიცინა ფაქტობრივად ჩიხში შევიდა და უჩვეულო ფაქტს ახსნა ვერ მოუძებნა. სწორედ ასეთ შემთხვევაზე ამბობენ: ბუნება მეცნიერებას გაეხუმრაო.

ბრაზილიაში მცხოვრებ აფროამერიკულ წყვილს როზმარი ფერნანდეს დე ანდრადეს და მის მეუღლე ჟაოს ხუთი შვილი ჰყავთ და აქედან სამი ბავშვი ალბინოსია. ამ შემთხვევამ ბევრი ექიმი დააინტერსა, მაგრამ იმის გარდა, რომ ეს ძალიან იშვიათი და უცნაური შემთხვევაა, მეცნიერები კონკრეტულს ვერფერს ამბობენ.

ერთნი ამტკიცებენ, რომ აუცილებლია ერთი მშობელი მაინც იყოს ალბინიზმის გენის მატარებელი და მაშინაც კი, უიშვიათეს შემთხვევაში, შესაძლოა ეყოლოთ მხოლოდ ერთი ალბინოსი შვილი. როზმარი და მისი მეუღლე კი ასეთი გენის მატარებელნი არ არიან.


მედიკოსების მეორე ნაწილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ შეუძლებელი თურმე არაფერია. ალბინიზმი ორგანიზმში რამდენიმე გენის მუტაციის შედეგია, რომელიც კანის, თმისა და თვალის ფერადი გარსის პიგმენტაციის უქონლობას იწვევს. სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, ასეთი დაავადებით 17 000 ბავშვიდან მხოლოდ ერთი იბადება.

რა თქმა უნდა როზმარის ალბინოსი შვილები ისევე უყვარს, როგორც თავისი მსგავსი “შავები”, მაგრამ ის კი აწუხებს, რომ “თეთრებს” უფრო მეტი ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდებათ.

საქმე იმაში გახლვთ, რომ ალბინიზმით დაავადებული ადამიანისთვის რეკომენდებულია მოერიდოს მზის სხივებს, რადგან დიდია მზისგან დამწვრობის და შემდეგ კანის კიბოთი დაავადების ალბათობა. მზისგან დასაცავად მათ სპეციალური სამოსის, მზისგან დამცავი სათვალის ტარებასა და ძვირად ღირებული დამცავი კრემების რეგულარულ გამოყენებას ურჩევენ.

ექიმების ამ რეკომენდაციების გათვალისწინება აფროამერიკელი ალბინოსების მშობლებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ, რადგან ოჯახი ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ღარიბთა რაიონში – ოლინდაში, ფაქტობრივად მიწურში, ხელმომჭირნედ ცხოვრობს.

თუმცა ამაზე მეტად როზმარისა და ჯაოს ის აწუხებთ, რომ კანის, თმისა და თვალების უცნაური შეფერილობის გამო მათ ალბინოს შვილებს სკოლაში თანატოლებთან ურთიერთობისას პრობლემები ექმნებათ. თანაკლასელები გარეგნობით მათგან გამორჩეულ ბავშვებს ხშირად დასცინიან. აფროამერიკელ ალბინოსებს მხედველობის პრობლემაც აქვთ, სამივე ახლომხედველია.

პრობლემების გარდა ალბინოს შვილებსა და მუქკანიან მშობლებს კურიოზებიც გადახდენიათ თავს. ერთხელ თურმე სკოლაში, სადაც ალბინოსი ბავშვები სწავლობენ, დაცვის ახალი თანამშრომლები დააყენეს. სკოლაში ბავშვების წასაყვანად მისულ როზმარის ისინი თეთრი ბავშვების წაყვანის უფლებას არ აძლევდნენ, რადგან არ დაუჯერეს, რომ ასეთი ქათქათა ბავშვები მისი შვილები იყვნენ.

ალბინოსი ბავშვებიდან ყველაზე უფროსი 10 წლის რუთია, მისი და ესტეფანი 8 წლისაა, კუანი კი ჯერ მხოლოდ ხუთის. ხუთი შვილის დედას კი 27 წელი ჯერ არ შესრულებია. აფროამერიკელი წყვილი სიდუხჭირისა და მათ თავს დამტყდარი უცნაურობის მიუხედავად, შვილების ყოლაზე უარის თქმას არ აპირებს. ერთი ეგ არის, რომ წინასწარ არავინ იცის, რა ფერის იქნება მორიგი ბავშვი – “ტეტრი, ტეტრი თუ შავი, შავი”, გლაშასა და აგულისი არ იყოს…

kvirispalitra.ge

4 responses to this post.

  1. ან ”ალბინოსები” არიან მართლა, ან დედამისმა იმაიმუნა :))))😀

    ეჰჰ, ზანგები ვართ ყველანი😀😀

    Reply

    • xo dedamisshi mec echvi mepareba🙂 magram samjer ukve metismetia😀🙂😀🙂

      Reply

      • მეც ეგ უნდა მეთქვა იმ ქალის ნამაიმუნარია რაღაცა :D:D:D

      • თავიდან არის ძნელი, თორე მერე მიდის და მიდის……….. :))))))😀😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: