ზომბის დღიური

ზომბის დღიური

ზომბის დღიური

დღე პირველი:
ბნელა, სიჩუმეა, მოუხერხებელ ხის ყუთში ვწევარ.
დღე მეორე:
დავიწყე თხრა, ზევით ამოვედი.
დღე მესამე:
აღმოჩნდა რომ ზევით შესანიშნავი სამყაროა!!! ირგვლივ უამრავი ხალხია!!! ისეთები არიან როგორიც მე, ძალიან მხიარულები და მეგობრულები.
დღე მეოთხე:
თითქმის ყველა გავიცანი, ზეიმისათვის შევჭამეთ ვიღაც დამწყები რაინდი.
დღე მეხუთე:
ლპობა დავიწყე. ეს სიმსუბუქის ენით აუწერელი გრძნობაა.
დღე მეექვსე:
სასაფლაოს კარებზე ვკატაობთ. ძალიან ვმხიარულობთ.
დღე მეშვიდე:
მთელი დღე ბიძია მიჩი იმ საფლავის ქვის ამოძრობას ცდილობს, რომელიც წინა დღეს დადგეს.
დღე მერვე:
მოვიდა კიდევ ერთი რაინდი. ბრბოსთან ერთად მას ხელები მოვაჭამე. 150-მდე ხელებმოჭმულმა რაინდმა ყვირილი და ფეხების ქნევა შეწყვიტა. როგორი არაკომუნიკაბელურები არიან. იძულებული გავხდით ყველა შეგვეჭამა.
დღე მეცხრე:
პატარა ზომბიკა ტომს ხელი მოსძვრა. ის აკლდამაში დაიმალა.
დღე მეათე:
ჩვენებთან მეზობელი სასაფლაოდან მოვიდა მეწისქვილე ლიჩი. ისინი მთელი ღამე სვამდნენ და მღეროდნენ. დილას კი წაიჩხუბეს.
დღე მეთერთმეტე:
მეორე დილას ლიჩი ცუდად გახდა. მას აღარავინ ეხმარებოდა… ჩვენ რიჩარდის ძვლებს ვაგროვებთ. მაგრამ ორი ვერ ვიპოვეთ, როგორც ეტყობა ვიღაცამ შეჭამა.
დღე მეთორმეტე:
პატარა ტომს მეორე ხელიც მოსვრა. უნდოდა რომ ჩუმად, მარტო თვითონ შეეჭამა, მაგრამ დაინახეს და იძულებული გახდა, რომ სხვისთვისაც გაენაწილებინა.
დღე მეცამეტე:
კარებთან მესაფლავე მოვიდა და ყველა რაინდი ისევ დაასაფავა. დღეს მშიერი დავრჩით.
დღე მეთოთხმეტე:
ბიძია მიჩი მესაფლავის გასაგდებად წავიდა.
დღე მეთხუთმეტე:
ბიძია მიჩი დაბრუნდა და რიჩარდის ძვლები ამოთხარა. ორი ცალი ისევ დააკლდა.
დღე მეთექვსმეტე:
გათავისუფლებული რიჩარდი ბედნიერია, თუმცა სიხარულით არ ხტის, როგორც ჩანს ეს ერთი ფეხით ცოტა ძნელია.
დღე მეჩვიდმეტე:
პატარა ტომს სხვებმა თავი დაუმალეს.
დღე მეთვრამეტე:
ტომისათვის ახალი თავი ამოვთხარეთ. ის ცოტა უკმაყოფილოა, რადგან ახალ თავს ერთი თვალი და ყური აკლია.
დღე მეცხრამეტე:
დღეს ძვლიანი რაინდის გარდაცვალების დღეა. ყველა ვმხიარულობთ. რიჩარდმა მას თავისი ერთდერთი ფეხი აჩუქა.
დღე მეოცე:
აღმოჩნდა რომ წუხანდელი ლოთობის დროს ძვლიანი რაინდი დაგვიმარხავს. დღეს ყველაფერი გადავთხარეთ თუმცა მას ვერ მივაგენით. სამაგიეროდ მრავალი არაადამიანი ვიპოვეთ.
დღე ოცდამეერთე:
აი ასე მხიარულად ვცხოვრობთ სასაფლაოზე. თუ ახლო-მახლო მოხვდებით შემოიარეთ… თორე უკვე მომშივდა.

2 responses to this post.

  1. საწკალი😦
    ნამდვილად არ მინდა მისი ლუკმა გავხდე! ძრს ზმბ :დ

    Reply

  2. rato, sayvarlebi arian🙂😀

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: