მშიშარა ქართველობა, ანუ როცა შენი “იმედი” არ უნდა ქონდეთ


“-ახლა აღარ მეწყინება იმედი რომ დაიხუროს”-ერთი ქართველის კომენტარი.
სატირალია პირდაპირ დღევანდელი ქართველობის საქციელი. არ ვიცი რას შევადარო დამფრთხალ კურდღელს, თუ ქათამს, რომელიც კაკანს მაშინღა იწყებს როცა მის დევნას თავს დაანებებ. თუმცა არა, ასე ძლიერ მხოლოდ ისეთ სუსტ არსებას შეიძლება შეეშინდეს როგორიც ადამიანია.
ნახევარ საათიანმა რეპორტაჟმა ყველა შეაშინა. როცა შენს ქვეყანას ებრძვიან მართლაც უნდა გეშინოდეს. მაგრამ არა ისე როგორც ირგვლივ ყველას შეეშინდა. ერთი საათია პოსტებს და მათ კომენტარებს ვათვალიერებ და პირდაპირ გეტყვით-სურათი გულის ამრევია.
“-თან ვუყურებდი და თან ევაკუციის გეგმას ვამზადებდი”-მეორე ქართველის კომენტარი.
ბევრმაც მიშას გადააბრალა ყველაფერი. კარგი რეჟისორი ყოფილა.
ნუთუ როცა შენს ქვეყანას უტევენ შენ უნდა გაიქცე და დაიმალო?
ისევ ბანალური გამოთქმა მახსენდება “სიმართლე მწარეა”.
ყველანი იმას დარდობს ასე რატომ შეგვაშინეს და გული გაგვიხეთქესო. არავინ იმაზე არ დაფიქრებულა რას მოუტანს მოსკოვში სტუმრობები საქართველოს. თუმცა იმ საზოგადოებას რა უნდა მოკითხო, რომლსაც მოღალატისათვის თავისი სახელი ვერ დაურქმევია.
იმედის მომცემი მხოლოდ რამდენიმე კომენტარი და ის ჯარისკაცებია რომლებიც არ დალოდებიან ქრონიკის დასრულებს, არც მობილიზაციის გამოცხადებას ისე შეიკრიბნენ თავდაცვის სამინისტროს შენობასთან და მზად იყვნენ სამშობლო ისევე დაეცვათ, როგორც ორი წლის წინ.
P.S. მე არც ამ მთავრობის მომხრე ვარ და არც ოპოზიციის. უბრალოდ მინდა სწორად დავინახოთ ის საფრთხე, რაც ჩვენს წინაშეა.
ერთი საათით მაინც გამოფხიზლდა საქართველო… თუმცა მალე ისევ ისე მიიძინებს.
რაც შეეხება “იმედს”, მისი მხოლოდ იმიტომ კრიტიკა რომ ის მომავალი გვიჩვენა, რომელიც ნამდვილად არ აქვცდება თუ ასეთ კინკლავს გავაგრძელებთ, მემგონი არასწორია.

10 responses to this post.

  1. “არავინ იმაზე არ დაფიქრებულა რას მოუტანს მოსკოვში სტუმრობები საქართველოს. თუმცა იმ საზოგადოებას რა უნდა მოკითხო, რომლსაც მოღალატისათვის თავისი სახელი ვერ დაურქმევია.”

    გეთანხმები, გეთანხმები ყველაფერში. სამარცხვინოა ეს ისტერია. იმედის სიუჟეტიც არ იყოს კარგი, მაგრამ ეს მეტისმეტია. მრცხვენია, იმის, რასაც წერენ, ამბობენ, ნეტავ თუ გაუვლით ეს ისტერია

    Reply

  2. Posted by daliela on March 13, 2010 at 22:04

    ალბათ შეგვამოწმეს… საცდელი კურდღლები ვართ მთელი ქვეყანა.. ღმერთო რამ დააადებილა ამდენი ხალხი😦

    Reply

  3. ერთ–ერთი, რაც თავში მომდიოდა ამ დროს ის იყო, რომ ომი ასე მალე არ იწყება. თეატრში ვიყავი ეს რომ გავიგე და იქ ამბები ატყდა….
    მიმიფურთხებია “იმედისთვის”. ასე დავუწერე იუტუბზეც მაგათ!

    Reply

  4. Posted by samuraisxmali on March 14, 2010 at 06:59

    “სიმართლე მწარეა”
    ასი პროცენტით გეთანხმები.

    Reply

  5. Posted by გიორგი on March 14, 2010 at 07:41

    სამწუხარო ისაა რომ ადამიანებს ინფაქტები დაემართათ – ასეთი ადამიანები გულით განიცდიან სამშობლოს ტკივილს და ამის გამო დაემართათ ინფაქტი კიდევაც.

    ჯარისკაცების ღალატი სინამდვილედ ვერც მივიღე – იარაღის დაყრა და გაქცევა-უკან დახევა კიდევ დასაჯერებელია, მარა მტრის მხარეს გადასვლა – დაუჯერებელი.

    საბოლოო ჯამში იმედს მადლობა უნდა ვუთხრათ – კიდევ ერთხელ შეგვახსენა რა საფრთხის წინაშე ვართ და ყველას საკუთარ თავში ჩაგვახედა, რას ვიზამთ ასეთ შემთხვევაში.

    ამითი ყველა უფრო ძლიერი გახდა.

    Reply

    • ამითი ყველა უფრო ძლიერი გახდა.–kargi shevasebaa.
      imeds ra tqma unda shecdomebi qonda, magram getanxmebi sinamdvile dagvanaxa.
      rtul situaciashi vart…

      Reply

  6. imedma ara marto shegvaxsena,sheizleba am siujetis realurad gameorebac ki agvacila tavidan…martla gaognebuli var,raze akvs chvens sazogadoebas protestis grznoba,aseti zizgit da gashmagebit ratom aravin gamodis mogalateebis cinaagmdeg,putintan da medvedevtan rom darbian..an saokupacio jarebis gasvlaze ratom aravin ibrzvis…elementarul cheshmaritebaze imdens vlaparakb gushindelidan moyolebuli rom ukve davigale..me arc politikosi var da arc imedis tanamshromeli..musikosi var da mokalake..xam da xan mgonia sxva planetaze vcxovrob da danarcheni sazogadoeba sxvaze…

    Reply

  7. Posted by samuraisxmali on March 14, 2010 at 16:35

    აქ მგონი მოაზრეებიც მყავს. ვისაც გსურთ ესეც იხილეთ
    http://bmu.li/HzA – “იმედის განგაში”

    Reply

  8. Posted by L.T. on March 21, 2010 at 17:37

    რისთვის უხდით იმედს მადლობას, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის და ხალხის შეშინებისთვის? თქვენ ომი არ გინახავთ ჯერ…
    მართლა რომ დაიწყება ომი, მერე მაინტერესებს სად დაიმალები, ვახო. მაღლივს ამოეფარები? ან ვის სილაჩრეზე ლაპარაკობ? შავოსანი ქალების თუ ავადმყოფი მოხუცების?

    “კაკანს მაშინღა იწყებს როცა მის დევნას თავს დაანებებ” – ქათამს ამ პოსტის ავტორი უფრო ჰგავს… სწორედ მაშინ დაიწყო თავის სიმამაცეზე და სხვათა სილაჩრეზე ლაპარაკი, როცა დარწმუნდა, რომ საფრთხე არ ემუქრება. ნეტა მისი სახე დამანახა, როცა მოდელირებულ ქრონიკას უყურებდა.

    Reply

    • ici ra rogorc danarchenebma shenc ver gagigia am gadacemis mtavari mizani, tumca amaze agarafers getkvi,
      rac sheexeba shishs me dedebze da qalebze ar vlaparakob. shishit yvelas sheeshinda. imedmac nadvilad shecdoma daushva, rom araferi daawera. magram gadacemistvis cota xans imistvis mainc unda eyurebinat rom gaegot sait gakceuliyvnen. roca televizorshi gicxadeben rom rusebi mcxetas moadgnen da male tbilisshi iqnebiano da shen am dros digomshi sacobshi midzvrebi rom mat xelshi chauvarde ai esaa samwuxaro.
      tu chemi saxis gaometyveleba gainteresebs is isetive iyo rogoric im adaianebis romlebic tavianti samshoblos bedze dardobda da ara imati vinc tavis qonebis dakargvam gaafrtxo.
      imaze tu mainc dafiqrebulxar chveni winaprebi ras igrdznobdnen roca dainaxavdnen qartveli kacsi sityva omis gagonebaze ase dafrtxeboda da saalavs dauwyebda dzebnas.
      zogjer mgonia romm chveni qveynis didebuli istoria romeligaac sxva qveyanas ekutnoda da ara chven.
      P.S. erti ra icode me imeds namdvilad ar vamartleb, didi shecdoma daushves, es martalia.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: