ბავშვები 402-ე ოთახიდან

პირველი კლასის მასწავლებელ მის ბროკსს ერთ-ერთ მოსწავლესთან პრობლემები აქვს.
-ჰარი რა პრობლემა გაქვს?-ჰკითხა მასწავლებელმა.
-მე პირველი კლასისათვის ზედმეტად ჭკვიანი ვარ,-უპასუხა ჰარიმ,-ჩემი და მესამე კლასშია, მე კი მასზე ჭკვიანი ვარ. ამიტომ მეც მესამე კლასში უნდა გადამიყვანოთ.
მის ბროკსი გაბრაზდა და ჰარი დირექტორთან წაიყვანა. სანამ ის გარეთ იცდიდა მასწავლებელმა დირექტორს ყველაფერი აუხსნა.
დირექტორმა კი მის ბროკსს უთხრა რომ ის კითხვებს დაუსვამდა ჰარის და თუ ის უპასუხებდა მაშინ გადაიყვანდა მესამე კლასში. თუ ჩაიჭრებოდა ისევ პირველ კლასში დარჩებოდა.
ჰარი შეიყვანეს და გადაწყვეტილება აუწყეს, ისიც დასთანხმდა.
დირექტორი:
-რამდენია 3X3?
ჰარი:
-9
დირექტორი:
-რამდენია 6X6?
ჰარი:
-36
და დირექტორმა ყველა კითხვა დაუსვა, რაც მესამე კლასელს უნდა ცოდნოდა, ჰარმაც ყველას უპასუხა.
-მემგონი მესამე კლასაში უნდა გადავიყვანოთ,-მიუბრუნდა დირექტორი მის ბროკსს.
-ნება მომეცით მეც დავუსვა კითხვები,-უთხრა მის ბროკსა. ჰარი და დირექტორი დაეთანხნენ.
მის ბროკსი:
-რა აქვს ძროხას ოთხი, ისეთი რაც მე მხოლოდ ორი მაქვს?
ჰარიმ მაშინვე უპასუხა:
-ფეხები.
მის ბროკსი:
-რა არის შენს შარვალში ისეთი, რაც მე არ მაქვს?
ჰარი:
-ჯიბეები.
მის ბროკსი:
-ის არის მრგვალი, ცოტა თმიანი, მიმზიდველი და მასში მოთეთრო სითხეა?
ჰარი:
-ქოქოსი.
მის ბროკსი:
-ის იზრდება, წითლდება და წბოვანი ხდება?
დირექტორს თვალები გაუფართოვდა და შეეცადა პასუხი შეეჩერებინა, მაგრამ ჰარიმ დაასწრო:
-საღეჭი რეზინის ბუშტი.
მის ბროკსი:
-რა არის ის, რასაც კაცი ფეხზე დამდგარი აკეთებს, ქალი დამჯდარი, ხოლო ძაღლი სამ ფეხზე?
დირექტორს თვალები გაუფართოვდა და შეეცადა პასუხი შეეჩერებინა, მაგრამ ისევ ჰარიმ დაასწრო:
-ხელის ჩამორთმევა.
მის ბროკსი:
-შენ შენს ბოძს მასში არჭობ, შემდეგ აბამ, სანამ დაამთავრებ მე შეიძლება დავსველდე?
ჰარი:
-კარავი.
მის ბროკსი:
-ის სხვადასხვა ზომის არსებობს, როცა ცუდადაა მისგან რაღაც წვეთავს, როცა ყცელაფერს გამოდევნი გსიამოვნებს, რა არის?
ჰარი:
-ცხვირი.
მის ბროკსი:
-რა სიტყვა იწყება “ს”-ით და მთავრდება “ი”-თი, რაც მხურვალებას და აღელვებას იწვევს?
ჰარი:
-სახანძრო ინციდენტი.
დირექტორა ღრმად ამოიოხრა, ოფლი მოიწინდა და თქვა:
-გადაიყვანეთ მესამე კლასში… ბოლო კითხვები რატომღაც სხვაგვარად გავიგე…

და შენ რა იფიქრე?😀

5 responses to this post.

  1. kargi iyo, vixalise like + + +🙂

    Reply

  2. რაც შენ იფიქრე ის ვიფიქრე მეც😀
    მომეწონაა

    Reply

  3. ასეთი რაღაც არ მახსოვს “ბავშვები 402-ე ოთახიდან”-ში.
    ვა რომელი სერია გამომრჩა ნეტავ?..

    Reply

  4. Posted by tako on May 10, 2010 at 11:54

    au sagoll magari iyoo.. :D:D miachmora maswwiii :D:D

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: