მე რაღა ჯანდაბა უნდა მეპასუხა?

ფერმერ ჯეკს ავარია შეემთხვა. სასამართლოზე მომჩივანი სატვირთო მანქანების ფიმრის ადვოკატი ეკითხება ფერმერ ჯეკს:
-ავარიის მოენტში თქვენ პოლიციელს უთხარით რომ კარგად იყავით. არის თუ არა ეს სიმართლე?
-კარგი გიპასუხებთ,-უთხრა ფერერმა,-მე ჩემი საყვარელი ძროხა, ბესი სატვირთოში ჩავსვი და…
-მე თქვენთვის დეტალები არ მიკითხავს,-შეაწყვეტინა ადვოკატმა,-უბრალოდ ამ კითხვას უპასუხეთ: უთხარით თუ არ პოლიციელს რომ კარგად იყავით?
ფერმერმა უპასუხა:
-როგორც კი ბესი მანქანაში ჩავსვი, დავიძარი და მთავარ გზაზე გავედი…
ადვოკატმა ისევ შეაწყვეტინა:
-თქვენო ღირსებავ, მე ვცდილობ დავამტკიცო ის ფაქტი, რომ ამ ადამიანმა საგზაო პატრულს დაუდასტურა რომ კარგად იყო, ახლა კი ჩემს კლიენტს ზარალის ანაზღაურებას თხოვს. ის ნამდვილად თაღლითია. გთხოვთ აიძულოთ რომ ჩემს კითხვას ან კი ან არა უპასუხოს.
მაგრამ მოსამართლე დაინტერესდა ფერმერის ამბით და თქვა:
-ჯობია მისი საყვარელი ძროხის, ბესის შესახებ ვკითხოთ მეტი.
ფერმერმა ჯეკმა გულითადი მადლობა გადაუხადა მოსამართლეს და დაიწყო:
-როგორც ვამბობდი ჩემი საყვარელი ძროხა, ბესი ჩავსვი სატვირთოში და მთავარ გზაზე გავედი. შუა გზაზე დიდმა ტრაილერმა წინ გადამისწრო და უცბად დაამუხრუჭა, მე ვეღარ მოვასწარი შეჩერება და მას დავეჯახე. სატვირთო მანქანა გადამიბრუნდა. მე ერთ მხარეს გადავვარდი, ბესი კი მეორე მხარეს. ყველაფერი მტკიოდა და ვერ ვინძრეოდი, მეორე მხრიდან კი ბესის კვნესა და ბღავილი ესმოდა. მივხვდი რომ სასიკვდილოდ იყო დაშავებული. მალე პატრულიც მოვიდა. მან ბესის ბღავილი გაიგონა და მისკენ წავიდა. როდესაც მასთან მივიდა, დაინახა რომ ბესი ტანჯვით კვდებოდა. ამიტომ ამოიღო თავისი იარაღი და ბესის შუბლში დაახალა. შემდეგ გზის მეორე მხარეს, ჩემსკენ გადმოვიდა, ხელში ისევ იარაღი ეჭირა და მკითხა: “-თავს როგორ გრძნობთ”. ახლა თქვენ მითხარით, მე რა ჯანდაბა უნდა მეპასუხა?

3 responses to this post.

  1. Posted by Tornike on April 25, 2010 at 11:15

    ჰაჰა😀 კაი იყო

    Reply

  2. :))))))))))))))))))))))

    Reply

  3. Posted by tako on May 10, 2010 at 11:30

    au ra kaipi rameaaa.. :D:D:D:D:D:D

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: