ყველა ბლოგერს!

მოგესალმებით თანამოქალაქენო, მე მინდა მეტად მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო. შეუძლებელია ადამიანმა მშვიდად უყუროს იმ უმსგავსობას რაც თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ხდება. ამიტომ მე მივიღე უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ჩემს კანდიდატურასაც წამოვაყენებ.
მაშ ასე – თბილისის მერად რომ ამირჩევენ, პირველ რიგში, ვისწავლი ხელების ქნევას საქართველოს პრეზიდენტივით, რადგან ამბობენ, მომავალი მერი პრეზიდენტობის უპირველესი კანდიდატი იქნებაო. მერე შევიმუშავებ ახალ დიეტას და მას აქტიურად დავნერგავ თბილისის მოსახლეობაში. მართალია, შეჭირვებული ხალხი ისედაც დიეტაზეა, მაგრამ არა უშავს, მერის დიეტას სხვა დატვირთვა ჰქონია. სამშენებლო ბიზნესს გადავაბარებ მამაჩემს, ხოლო ჩემი ოჯახის დანარჩენი წევრები იქნებიან მსხვილი ბიზნესმენების სახურავები, ანუ “კრიშები” და მეტი არ მინდა, ყოველთვიურად ბიზნესმენებმა საწევრო დააგვიანონ, “ელიტ ელექტრონიქსისა” ამბავი მონაგონი იქნება.
ომის დროს (როგორ დავიჯერო, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რამდენიმესაათიან ომს არ გამართავს ხელისუფლება) შევითავსებ სარდლის ფუნქციებს და გავცემ ბრძანებებს, რომლებსაც სამხედროები უსიტყვოდ შეასრულებენ (არ შეასრულებენ და მაგათი აჯობებს!), ხოლო თუ მტერი თბილისს მოადგება, პრიზს გადავცემ იმას, ვინც მიპოვის. აუცილებლად დაგპირდებით პენსიის გაზრდას ას დოლარამდე, თუმცა მერე მოგიმატებთ მხოლოდ ხუთ ლარს და მერწმუნეთ, როგორც ახლა, მერეც კმაყოფილი დარჩებით და მერე რა, თუ იტყვით, ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ეგეც კარგიაო. ამის პასუხად მე გეტყვით, “აბა, ყვავებს ვინ დაიჭერს, კარგო”…
საახალწლოდ თბილისში ჭაღებს არა მარტო რუსთაველზე, არამედ, მთელ ქალაქში დავკიდებ… ნუ, ჭაღებს თუ არა, რამეს აუცილებლად დავკიდებ. ახალი წლის დღეებში თითოეულ თქვენგანს დავურიგებ ხუთთეთრიან გასაბერ ბუშტებს, მერე კი, ქარიან ამინდში ამ ბუშტებს მოიტანთ მერიის წინ, გაბერავთ და ჰაერში გაუშვებთ, რათა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ ქარის მოტანილს ქარი წაიღებს. გულს არ დავწყვეტ ვარკეთილის მოსახლეობას და რადგან გლდანში აშენდა დისნეილენდი, ვარკეთილში ავაშენებ კეთილლენდს და როცა მომენატრებით, შეხვედრას კეთილლენდში დაგინიშნავთ – მოგიკითხავთ ხოლმე. ბოლოს და ბოლოს, თავისი ამომრჩევლის მოსაკითხი ადგილი ხომ უნდა ჰქონდეს ქალაქის მერს!
შემოვალ ინიციატივით, რომ შეიცვალოს სახელწოდება მერი, თორემ კაცს ეს სახელი დიდად არ უხდება. შესაბამისად, დაერქვას ქალაქის იმერელი. ახლა მეტყვით, შენ რომ წახვალ, მერე რა დავარქვათ, იქნება არაიმერელი ავირჩიოთო, მაგრამ პირობას გაძლევთ, მე თუ ამირჩევთ, კარგა ხანს არ წავალ, სულ ცოტა, 2013 წლამდე და იქამდე თუ გავძლებ, იმის გათვალისწინებით, რომ მომავალი მერი მომავალი პრეზიდენტია, რასაც მსურს, იმას გავაკეთებ და შეიძლება მერის თანამდებობა საერთოდ გავაუქმო, პოტენციური კონკურენტები თავიდანვე რომ ჩამოვიშორო გზიდან.
გავაკონტროლებ ყველა ტელევიზიას და მხოლოდ ისეთ რამეს გიჩვენებთ, რაც ჩემს კეთილდღეობას წაადგება. ყოველ დღე გამოვჩნდები საინფორმაციო გამოშვებებში და ხან ხეებს დავრგავ, ხან მეეზოვეებს დავაჯილდოებ, ხანაც უფასო სასადილოში ჩავხვრეპ სუპს და ქუჩაში შემხვედრ პატარა ბავშვებს თავზე ხელსაც გადავუსვამ – კაი ტიპად რომ გამოვჩნდე. საცხოვრებლად გადავალ წყნეთში, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ აგარაკზე და იმის გათვალისწინებით, რომ იპოდრომზე და მზიურში ხეები მთლიანად გაჩეხილი იქნება, სუფთა ჰაერს წყნეთში ვისუნთქებ. ყველა ამქვეყნიური სიკეთე ხომ ჯერ მე უნდა მივიღო?!
P.S განსაკუთრებით მაქვს თემქის მხარდაჭერის იმედი. თქვენგანაც მხარდაჭერას ვითხოვ, მხარდაჭერა ყვირილით გამოხატეთ. რა უნდა იყვიროთ? რა მნიშვნელობა აქვს, მაინც არ მოგისმენთ და…

9 responses to this post.

  1. Posted by qristina on April 17, 2010 at 23:15

    მე მოგცემ ხმას🙂 თან თუ ვარკეთილში დისნეილენდს აკეთებ ხო საერთოდ🙂

    Reply

  2. რაც 18-წლის გავხდი არჩევნებს ველოდებოდი და მოახლოვდა არცევნები და ვისთვის მიმეცა ხმა არ ვიცოდი.
    მაგრამ დღეს სასწაულებრივად აღმოვჩნდი შენთან (ბედის ხელი ურევია აქ) და ტვინიც გამინათდა მივხვდი თუ ვინ იქნება ჩემი კნადიდატი. რა თქმა უნდა ჩემს ერთადერთ და უნიკალურ ხმას შენ მოგცემ. ხომ იცი ერთი ხმაც გადამწყვეტია (ეგრე ამბობენ და). ხო და მოქალაქეებო შემოხაზეთ ნომერი… თუ ჯერ ნომრამდე არ მისულხარ?

    Reply

  3. ჰმ… და ამას ბლოგერებს რატომ მიმართავ თანაც ბლოგიდან?
    უნდა ახვიდე სადმე შემაღლებულ ადგილზე, რუპორით ხელში და იქიდან გადმოიძახო ეგ ყველაფერი. ბევრად უფრო დიდ ეფექტს მოახდენ და საზოგადოებას აიყოლიებ. ოღონდ ხმის ტემბრსაც უნდა მიაქციო ყურადღება რომ ხალხის ეგზალტირება გამოიწვიო და მთელი ბრბო შენი ინტერესების აღსასრულებლად მიმართო. მერე რომელიმე თოქ-შოუშიც უნდა მიიღო მონაწილეობა, ან საქველმოქმედო აქცია გამართო რამე… =)))))))

    შენა და PR მენეჯერი არ გინდა?😀😀

    ეე საიდან ვიცი ესენი? წინა ცხოვრებაში ალბათ ოპოზიციონერი ვიყავი =))))))))))))

    Reply

  4. vicodi rom tqveni imedi unda mqonoda😀
    siyvarulovna
    chemi nomeri iqneba 4.9999….😀
    marr
    es jer dasawyisia😀 xo PR menegeri namdvilad mchirdeba. es sapatio tanamdeboba shen gebodza chemgan, ertad shevqmnat chemi kariera😀

    Reply

  5. ისევ უგულავას ავირჩევ, რა აზრი აქვს შენი მოსვლით თუ ისევ ისე დარჩება ყველაფერი :(((( 😀😀😛

    Reply

  6. Posted by shota on May 26, 2010 at 21:30

    MAGLIVTAN GZAS TU DAAGEB MEC SHEN GVERDIT VAR😀

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: