Archive for the ‘ინტელექტუალური კითხვები’ Category

ხუთი ამერიკული გამოცანა (ნაწილი VI)

1. დიდი როგორც ბისკვიტი, ღრმა როგორც ჭიქა, მაგრამ მისი ავსება მდინარესაც კი არ ძალუძს. რა არის ის?

2. მე ერთხელ გადავტრიალდები, რაც შიგნითაა ის გარეთ გამოვა. კიდევ ერთხელ გადმოვტრიალდები, რაც გარეთაა ის შიგნით შემოვა. რა ვარ მე? Continue reading

Advertisements

ხუთი ამერიკული გამოცანა (ნაწილი V)

1. კაცი ყიდულობს ავეჯს ძვირად და ყიდის იაფად, რომ ღარიბებმა შეძლონ ყიდვა. მას ფული აკლდებოდა, მაგრამ მაინც განაგრძობდა ამ საქმიანობას. იგი ნელ-ნელა მილიონერი გახდა. ეს რატომ მოხდა?

2. ერთი ბიჭი კარნავალზე წავიდა. მას ერთი კაცი შეხვდა და უთხრა:
-მოდი ერთმანეთს შევეჯიბროთ. თუ მე ქაღალდზე დავწერ შენს ზუსტ წონას, მაშინ შენ მომცემ $50-ს, თუ ვერა მაშინ მე მოგცემ.
ბიჭმა მიმოიხედა, სასწორი ვერსად დაინახა და ამიტომ დატანხმდა. რადგან ეგონა, რომ კაცი ვერ გამოიცნობდა მის წონას.
მაგრამ ბიჭმა წააგო და კაცს $50 გადაუხადა. როგორ მოხდა ეს?
Continue reading

ხუთი ამერიკული გამოცანა (ნაწილი IV)

1. რამდენი დაბადების დღე აქვს ჩვეულებრივ ადამიანს?

2. ოთახში არის სამი ნათურა. ხოლო ოთახის გარეთ კი სამი ჩამრთველია. უნდა გავარკვიოთ რომელი ჩამრთველი რომელ ნათურას ანთებს. თუ ცნობილია რომ შემდეგ წესებს უნდა დავემორჩილოთ: ოთახის გარეთ შეგვიძლია რამდენი ჩამრთველიც გვინდა იმდენი ჩავრთოთ, ოთახში შეუხედავად რათქმაუნდა. ხოლო როდესაც ოთახში შევალთ შეგვიძლია მხოლოდ ერთი ჩამრთველი ჩავრთოთ. ამასთან ოთახში მხოლოდ ერთხელ უნდა შევიდეთ.
Continue reading

ხუთი ამერიკული გამოცანა (ნაწილი III)

1. დაასახელეთ კითხვა რომელზეც პასუხის გაცემა ყოველთვის შეუძლებელი იქნება.

2. შედიხართ ოთახში რომელშიც ორი კაცია. ერთი მათგანი სულ იტყუება, მეორე კი სიმართლეს ამბობს. შენთვის უცნობია რომელია მართალი და რომელია მატყუარა. ამ ოთახს ორი კარი აქვს. ერთში თუ გახვალ დაიღუპები, მეორეში თუ გახვალ გადარჩები. იმისათვის რომ გაარკვიო რომელი კარი გადაგარჩენს შეგიძლია მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა ნებისმიერს ამ ორი ადამიანიდან. რა კითხვა უნდ დასვა?
Continue reading

ხუთი ამერიკული გამოცანა (ნაწილი II)

1. კაცი აპირებდა 50000 ლარიანი მანქანის ყიდვას. მან იყიდა ეს მანქანა, მაგრამ ერთი თეთრიც კი არ გადაუხდია. როგორ მოხდა ასე?

2. ჯეკი სასეირნოდ იყო გასული როცა წვიმა დაიწყო. მას არც ქოლგა, არც ქუდი და არც კაპიშონი არ ჰქონია. მისი ტანსაცელი სრულიად დასველდა, მაგრამ მის თავზე ერთი ღერი თმაც კი არ დასველებულა. რატომ მოხდა ასე?
Continue reading

ხუთი ამერიკული გამოცანა

1. როდის შეიძლება თერთმეტს ორი მიუმატო და ერთი მიიღო?

2. შავი ძაღლი დგას შავად შეღებილი ქალაქის ქუჩაში. არცერთი ქუჩის განათება არ მუშაობს. რადგან წინა დღეს ქარიშხალი იყო და დენის მიწოდება გათიშა. მანქანა კი გატეხილი ფარებით ამ ძაღლისაკენ მოემართება. მაგრამ მალევე დაინახა ძაღლი და შეჩერდა. როგორ მოახერხა მან ძაღლის დანახვა?
Continue reading

რა? სად? როდის? (ინტელექტუალური კითხვები)

ჯეიმს კუკი იყო ადამიანი, რომელმაც ფეხი დადგა ყველა კონტინენტზე, გარდა ერთისა. დაასახელეთ ეს კონტინენტი.

1. ჯეიმს კუკი იყო ადამიანი, რომელმაც ფეხი დადგა ყველა კონტინენტზე, გარდა ერთისა. დაასახელეთ ეს კონტინენტი.

Continue reading

%d bloggers like this: