Archive for the ‘კომპიუტერები’ Category

Philips Xenium X810

არ არის მთლად გასაგები, თუ რაზე ფიქრობდნენ კომპანია Philips-ის დიზაინერები როდესაც მუშაობდნენ ისეთ Continue reading

დედაპლატა ASUS С USB 3.0 და SATA III-ით

ტაივანური კომპანია ASUS ემზადება ახალი ტოპ რეიტინგული დედაპლატის გამოსაშვებად, ბაზირებული მაღალპროდუქტიულ სისტემურ ლოგიკაზე Intel X58 – გასაყიდი მოდელი P6X58 Premium, რომელსაც აქვს პროცესორული ბუდის Socket LGA-1366 მხარდაჭერა. რათქმაუნდა პლატის ელემენტის განსაზღვრელი ფუნქციონალურობა არის – შერჩეული ჩიფსეტი. ამასთანავე შემქნელებმა ააწყეს P6X58 Premium იმასთვის, რადგან იცოდნენ რომ ამ დედაპლატის ანალოგი გაყიდვაში არ იქნებოდა.
დამატებითი კონტროლერების გამოყენებით ASUS-ის ინჟინრებმა შექმნეს USB 3.0 SuperSpeed პორტების და SATA (გამტარობით 6 გბიტ/წ) მხარდაჭერა, რომელიც პლატაზე მოთავსებულია 2 გამოსაყენებელი კონექტორით. აღსანიშნავია ისიც რომ ახალი პორტების გასწვრივ დედაპლატაზე გამოჩნდება USB 2.0 პორტიც, რომლის გარჩევა შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ფერების საშუალებით; აგრეთვე დედაპლატაზე დატანილია ექვსი SATA პორტიც (გამტარობით 3 გბიტ/წ). დანარჩენი დამახასიათებლები იდენტურია მრავალი დედაპლატის დამახასიათებლებით Intel X58-ის ბაზირებული ლოგიკით: 6 სლოტი DDR3 ოპერატიული მეხსიერებისათვის, 3 სლოტი PCI Express x16-ისათვის. ასევე აღსანიშნავია 16-ფაზიანი სისტემური კვებაც, რომელიც იძლევა მთლიანი სისტემის ექსტრემალურ რეჟიმში სტაბილური მუშაობის გარანტიას, რომელიც გაგიადვილებთ პროცედურას სისტემის ასწრაფებისას (დარაზგონებისას). დედაპლატას გააჩნია 2 გიგაბიტიანი Ethernet-პორტი და 8-არხიანი აუდიოკოდეკი.

eBay ყიდის Skype-ს

2005 წლიდან Skype არის eBay-ს საუკუთრებაში, მაგრამ სულ რამოდენიმე დღეა რაც eBay გაახმაურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყიდის Skype-ს და მისთვის მყიდველიც უკვე მოძებნილი ჰყავს. The New York Times-ის ცნობით მსოფლიოში ყველაზე დიდი IP-ტელეფონიის სერვის შეიძენს კერძო ინვესტორებისგან შემდგარი კონსორციუმი, ხოლო ამ გარიგების ფინანსური მხარეები რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი…
მყიდველთა სიაში სახელდება ვენჩერული ფონდი Andreessen Horowitz და Index Ventures. პირველი ფონდი არის დაარსებული 2009 წელს მარკ ანდერსონის მიერ, რომელიც ცნობილია როგორც Netscape-ის შემქნელი, ხოლო მეორე პარტნიორია ბენ გორვივიჩი. ანდერსონი არის eBay-ს დირექტორთა საბჭოს წევრი. ფონდ Index Ventures-ს აქვს ოფისები ლონდონში, ჟენევაში და Skype-ში საკმაოდ ბევრი ფული აქვს ჩადებული შემქნის დღიდან. ინვესტორთა სიაშია აგრეთვე კერძო კომპანია Silver Lake Partners, რომელიც სპეციალიზირებულია ტექნოლოგიურ ბიზნეში ფულის დაბანდებით. მისი საინვესტიციო პორტფოლიო შეადგენს ბევრ კომპანიას მათ შორის Avaya, Flextronics, Gartner, Intelsat, IPC, NASDAQ QMX, Sabre, SunGard და სხვა. გარიგების თანხა ჯერ უცნობია, მაგრამ eBay-ს ადრინდელი განცხადებებით მას სურს Skype-ს გაყიდვა დაახლოებით 2 მილიარდ დოლარად. თვითონ კი 2005 წელს შეიძინა Skype 3 მილიარდ დოლარად და აპირებდა მის ინტეგრაციას საკუთარ ბიზნეში, მაგრამ ეს არ მოხდა. როგორც The New York Times იუწყება Skype-ის შეძენა იყო ტექნოლოგიურ სფეროში ძალიან დიდი წარუმატებელი გარიგება ბოლო ათწლეულის განმავლობაში. რამოდენიმე წლის წინ Skype-ის გამოსყიდვას ცდილობდნენ აგრეთვე მისი დამაარსებელი ნიკოლას ცენსტრემი და იუნის ფრისი. ტექნოლოგია რომელსაც იყენებს Skype ეკუთვნის მათ კომპანია Joltid-ს. ამის მიუხედავად მაინც ვერ მოახერხეს eBay-თან შეთანხმება ფასზე. ამჟამად Joltid-მა გააუქმა ლიცენზია Skype-ს ტექნოლოგიაზე და უჩივის eBay-ს ბრიტანულ სასამართლოში. საქმე განიხილება 2010 წელს. ამჟამად კი უცნობია იღებენ თუ არა მონაწილეობას ამ დიდ გარიგებაში Skype-ის შემქმნელები.

LG–ს პირველი სმარტფონი Android OS-ზე

კორეულმა კომპანია LG Electronics–მა 14 სექტემბერს მოახდინა ანონსირება თავისი პირველი სმარტფონის რომლიც მუშაობს ოპერაციული სისტემა Google Android–ის ბაზაზე. სმარტფონის სახელია LG-GW620. ის აღჭუვილია 3 დიუმიანი სენსორული ეკრანით და გასაშლელი QWERTY კლავიატურით.
ჯერჯერობით უფრო ზუსტი მონაცემები ამ მოდელის არ არსებობს, მაგრამ LG–ს თქმით სმარტფონი ორიენტირებულია სოციალური ინტერნეტ სერვისებზე და მომხმარებელთან ადვილად ადაპტირებადი ინტრეფეისი გააჩნია. აპარატი გამოჩდნება გაყიდვაში ნოემბერ ოქტომბერ–ნომერბეში ევროპაში.
LG–ს განცხადებით ეს არის მათი პირველი სმარტფონი Android–ის ბაზაზე და სათავეს ჩაუყრის ამ კლასის ტელეფონების გამოშვებას კომპანიისათვის, თუმცა ისინი არ შეწყვეტენ უფრო ტრადიციული და ყველასათვის ნაცნობი Windows Mobile–ის სმარტფონების გამოშვებასაც. კომპანია გეგმავს რამოდენიმე დღეში აგრეთვე 3 ახალი სმარტფონის ანოსირებას Windows Mobile 6.5–ის ბაზაზე. სულ გეგმაში აქვთ სხვადასხვა ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე 13 ახალი სმარტფონი შესტავაზოს მომხმარებელს 16 თვის განავლობაში.

%d bloggers like this: