Archive for the ‘მოთხრობები და პუბლიკაციები’ Category

ცნობილი ბრენდების მარკეტინგული გადაწყვეტილებები

ცნობილი ბრენდების მარკეტინგული გადაწყვეტილებები

Continue reading

Advertisements

ქართული კლავიატურით წერა

ბევრისათვის ჯერ კიდევ პრობლემაა windows–ის ქართული კლავიატურით წერა, რადგან ქართული ასოები არ ემთხვევა ლათინურ ასოებს, რაც პრობლემებს ქმნის. ეს პრობლემა ბევრ ჩემ მეგობარსაც აწუხებს. ამიტომ მე გადავწყვიტე დავწერო პოსტი, სადაც დეტალურად აღვწერ თუ როგორ უნდა დავაყენოთ ვინდოუსზე ქართული შრიფტი ლათინური განლაგებით. Continue reading

სინგაპურის საოცრება

ეს აუზი ახლახანს გაიხსნა, იგი მდებარეობს სინგაპურში, ცათამბჯენ Marina Bay Sands-ის 55-ე სართულზე, 200 მეტრის სიმაღლეზე. მისი სიგრძე 150 მეტრია, ხედი კი თვალისმომჭრელია-სინგაპურის ყველაზე ლამაზი ადგილი, რომელსაც ახალ ტურისტულ რაიონს Marina Bay-ს უწოდებენ.
აუზის კიდე რამდენიმე სანტიმეტრით სცილდება წყალს, რის გამოც იქმნება შთაბეჭდილება თითქოს წყალი მთელ ჰორიზონტზე იშლება.

დანარჩენი სურათები სრულიადში Continue reading

ცხოვრებისეული კურიოზი-“მოყვრები”


ახალგაზრდობაში გოგო მოვიტაცე, იგი დღეს ჩემი ცოლია (გამიმხილა ერთმა ჭიათურელმა). სიმამრმა ისეთი სიტყვებით მლანძღა, არც მე და არც მის შვილს 15 წელი მის ეზოში არ შეგვიხედავს. 15 წლის შემდეგ, ძველით ახალ წელს, შემომიჩნდა ცოლ-შვილი, წავიდეთ ჩემიანებთანო.

ბევრი ფიქრის მერე დავთანხმდი, რაც იქნება, იქნება, წავალ მოყვრებში-მეთქი. იმ დროს ჭიათურის მაღაროში ვმუშაობდი. ერთი ორასგრამიანი დინამიტი ჩავიდე გულის ჯიბეში, ძველით ახალ წელს მოგეხსენებათ, თოფებს ისვრიან და მეც ვიფიქრე, ეზოს გავამხიარულებ-მეთქი. ეზოში შესული რომ დაგვინახეს, კინაღამ გაგიჟდნენ სიხარულით..  დაკლეს ინდაურები და ქათმები, გოჭიც ზედ მიაყოლეს. ისეთი სუფრა გაიშალა, იმერეთში რომ იტყვიან, ავ თვალს არ ენახვებაო..
Continue reading

დედა რა იყო ეს, ჰა?

ერთმა ფილადელფიელმა მოქალაქემ თავი მოიკლა და შემდეგი შინაარსის წერილი დატოვა:
-მე შევირთე ქვრივი ქალი, რომელსაც მოზრდილი ქალიშვილი ჰყავდა. მამაჩემმა შეიყვარა იგი და ცოლად შეირთო. ასე რომ მამაჩემი ჩემი სიძე გახდა, ხოლო გერი გახდა დედაჩემი, რადგან ის მამაჩემის მეუღლე იყო. Continue reading

ყველა ბლოგერს!

მოგესალმებით თანამოქალაქენო, მე მინდა მეტად მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო. შეუძლებელია ადამიანმა მშვიდად უყუროს იმ უმსგავსობას რაც თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ხდება. ამიტომ მე მივიღე უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ჩემს კანდიდატურასაც წამოვაყენებ.
მაშ ასე – თბილისის მერად რომ ამირჩევენ, პირველ რიგში, ვისწავლი ხელების ქნევას საქართველოს პრეზიდენტივით, რადგან ამბობენ, მომავალი მერი პრეზიდენტობის უპირველესი კანდიდატი იქნებაო. მერე შევიმუშავებ ახალ დიეტას და მას აქტიურად დავნერგავ თბილისის მოსახლეობაში. მართალია, შეჭირვებული ხალხი ისედაც დიეტაზეა, მაგრამ არა უშავს, მერის დიეტას სხვა დატვირთვა ჰქონია. სამშენებლო ბიზნესს გადავაბარებ მამაჩემს, ხოლო ჩემი ოჯახის დანარჩენი წევრები იქნებიან მსხვილი ბიზნესმენების სახურავები, ანუ “კრიშები” და მეტი არ მინდა, ყოველთვიურად ბიზნესმენებმა საწევრო დააგვიანონ, “ელიტ ელექტრონიქსისა” ამბავი მონაგონი იქნება. Continue reading

როგორ ავტვირთოთ WordPress-ის ვებ-ძრავა ჰოსტინგზე, ანუ როგორ შევქმნათ საკუთარი უფასო საიტი

Wordpress

Wordprees

დღეს-დღეობით საკუთარი საიტით ვეღარავის გააკვირვებ, ამიტომ ეს პოსტი მიეძღვნება საკუთარი საიტის შექმნას. ყველა საიტს სჭირდება ვებ-ძრავა, რომლებიც მრავლად არსებობენ. ჩვენ ამ შემთხვევაში wordpress-ის ვებ-ძრავას გამოვიყენებთ. მეორე აუცილებელი პირობა დომენი და ჰოსტინგია, ქართული .ge დომენი და ჰოსტინგი ფასიანია, ამიტომ ამ სწავლებისას უფასო დომენს და ჰოსტინგს გამოვიყენებთ.
Continue reading

%d bloggers like this: