Posts Tagged ‘დენი’

ხუთი ამერიკული გამოცანა (ნაწილი V)

1. კაცი ყიდულობს ავეჯს ძვირად და ყიდის იაფად, რომ ღარიბებმა შეძლონ ყიდვა. მას ფული აკლდებოდა, მაგრამ მაინც განაგრძობდა ამ საქმიანობას. იგი ნელ-ნელა მილიონერი გახდა. ეს რატომ მოხდა?

2. ერთი ბიჭი კარნავალზე წავიდა. მას ერთი კაცი შეხვდა და უთხრა:
-მოდი ერთმანეთს შევეჯიბროთ. თუ მე ქაღალდზე დავწერ შენს ზუსტ წონას, მაშინ შენ მომცემ $50-ს, თუ ვერა მაშინ მე მოგცემ.
ბიჭმა მიმოიხედა, სასწორი ვერსად დაინახა და ამიტომ დატანხმდა. რადგან ეგონა, რომ კაცი ვერ გამოიცნობდა მის წონას.
მაგრამ ბიჭმა წააგო და კაცს $50 გადაუხადა. როგორ მოხდა ეს?
Continue reading

Advertisements

ყველა ბლოგერს!

მოგესალმებით თანამოქალაქენო, მე მინდა მეტად მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო. შეუძლებელია ადამიანმა მშვიდად უყუროს იმ უმსგავსობას რაც თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ხდება. ამიტომ მე მივიღე უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ჩემს კანდიდატურასაც წამოვაყენებ.
მაშ ასე – თბილისის მერად რომ ამირჩევენ, პირველ რიგში, ვისწავლი ხელების ქნევას საქართველოს პრეზიდენტივით, რადგან ამბობენ, მომავალი მერი პრეზიდენტობის უპირველესი კანდიდატი იქნებაო. მერე შევიმუშავებ ახალ დიეტას და მას აქტიურად დავნერგავ თბილისის მოსახლეობაში. მართალია, შეჭირვებული ხალხი ისედაც დიეტაზეა, მაგრამ არა უშავს, მერის დიეტას სხვა დატვირთვა ჰქონია. სამშენებლო ბიზნესს გადავაბარებ მამაჩემს, ხოლო ჩემი ოჯახის დანარჩენი წევრები იქნებიან მსხვილი ბიზნესმენების სახურავები, ანუ “კრიშები” და მეტი არ მინდა, ყოველთვიურად ბიზნესმენებმა საწევრო დააგვიანონ, “ელიტ ელექტრონიქსისა” ამბავი მონაგონი იქნება. Continue reading

%d bloggers like this: