Posts Tagged ‘ექიმი’

სილიკონის მკერდი… ფეხებზე

აქ იყო არაფერი...

ერთ უსაქმურ ამერიკელს შესანიშნავი იდეა მოუვიდა თავში. ექიმთან წავიდა და საკუთარი ფეხები სილიკონის “ძეძუ”-ებით დაიმშვენა 🙂 Continue reading

ტყუპების ქალაქი

ტყუპების ქალაქი

ტყუპების ქალაქი

“ტყუპების ქალაქი” – სწორედ ასე მოიხსენიებენ ბრაზილიის ქალაქ კანდიდო გოდოის, სადაც არნახულად ბევრი ტყუპი ცხოვრობს და დღემდეც ტყუპების რეკორდული რაოდენობა იბადება. ქალაქის შესასვლელში ამ უცნაურობის შესახებ შესაბამისი წარწერა იუწყება: “სტუმარი მოულოდნელობისგან არ შეშინდეს, ჰალუცინაციები ხომ არ დამეწყოო”. კანდიდო გოდოიში ტყუპების მუზეუმიც მოქმედებს, რომელიც ქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილად არის მიჩნეული და ”ტყუპების სახლი” ჰქვია. Continue reading

გრძელი ცხვირი

ბერ ძენტის ცხვირის ამბავი იკენოოში ყველას გაეგო.ხუთი ექვსი სუნის სიგრძის ცხვირი ბაგეებზე გადმოჰკიდებოდა და ნიკაპს ქვემოთ ჩამოსცილებოდა,სისქე ძგიდიდან წვერამდე ერთნაირი ჰქონდა, გრძელი ცხვირი სახის შუაში ეკიდა და ძეხვს ჰგავდა.

ბერი ორმოცდაათს იყო გადაცილებული და მთელი სიცოცხლე,აღკვეციდან დღემდე,უკვე ნაიდოძიოგუბუს მაღალი წოდების მქონე,მწარედ განიცდიდა ცხვირის სიგრძეს.რა თქმა უნდა თავს იტყუებდა თითქოს ეს ნაკვთი სულაც არ აწუხებდა მას. საქმე მარტო ის როდი იყო,რომ ცხვირის გამო ტანჯვა მას მიაჩნდა ღვთისმსახურის შეუფერებლად რომელმაც მთელი თავისი განზრახვანი უნდა შესწირონ ბუდა ამიდას სიახლოვესთან არსებობას. მას უფრო ის აცუხებდა,არავის შეეტყო, როგორ ძლიერ ტანჯავდა საკუთარ ცხვირი. საუბრისას მუდამ ეშინოდა, სიტყვა ცხვირზე არ ჩამოეგდოთ. Continue reading

%d bloggers like this: