Posts Tagged ‘კინო’

Harry Potter And The Deathly Hallows-ის ახალი სურათები

ჩემს მიერ დამზადებული ანიმაცია :D

ჩემს მიერ დამზადებული ანიმაცია 😀

ახლა კი სურათები:

Continue reading

Advertisements

2012 წლის 21 დეკემბერი, ანუ დღე როდესაც დაგვენძრევა!

მოკლედ იმდენს წერენ და უფრო მეტს ლაპარაკობენ 2012-ზე, რომ უკვე ყელში ამოვიდა. ამიტომ გადავწყვიტე რამე დამეწერა და ამ მარჩიელობისთვის ბოლო მომეღო (მართლა კი არა, უბრალოდ საქმე არაფერი მქონდა 🙂 ). რაც შეეხება კინოს მე თუ მკითხავ მან ვერ გაამართლა ის დიდი მოლოდინები, რომელიც რამდენიმე თვე გროვდებოდა. ფილმის შინაარსი ერთი ჩვეულებრივი ჰოლივუდური ენტერტეინმენთ მუვის შინაარსს გავდა.
რაც შეეხება მაიას ტომს, მათ წინასწარმეტყველებას იმდენი მეცნიერი და კივევ უფრო მეტი უსაქმური წერს იძიებს, რომ მე ბევრს არაფერს ვიტყვი მათზე. მაგრამ სამყაროს აღსასრულზე წინასწარმეტყველება ყველა ცივილიზაციის ჩანაწერებში გვხვდება. ასეთი წინასწარმეტყველება ქართულ წყარებშიც ხშირად გვხვდება. და ყველა რომ ასრულებულიყო დღეს დედამიწა მრავალჯერ გახეთქილ და მრავალჯერვე გამთელებულ ბურთს დაემგვანებოდა.


თუმცა არც ასეა საქმე. რამდენიმე დღის წინ მომხდარი მიწისძვრა ჰაიტიზე ცოტა დამაფიქრებელია. იქნებ მართლაც ახლოვდება აღსასრული. მრავალ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული სწორედ ეს პერიოდია. ღორის და ქათმის გრიპი, ეკონომიკური კრიზისი, გლობალური დათბობა და კიდევ დედამიწისაკენ მეტეორიც მოფრინავს, რომელიც განადგურებით გვემუქრება. დავფიქრდი და მემგონი მართლა დაგვენძრა ხო იცი……………………….

%d bloggers like this: