Posts Tagged ‘მამა’

დედა რა იყო ეს, ჰა?

ერთმა ფილადელფიელმა მოქალაქემ თავი მოიკლა და შემდეგი შინაარსის წერილი დატოვა:
-მე შევირთე ქვრივი ქალი, რომელსაც მოზრდილი ქალიშვილი ჰყავდა. მამაჩემმა შეიყვარა იგი და ცოლად შეირთო. ასე რომ მამაჩემი ჩემი სიძე გახდა, ხოლო გერი გახდა დედაჩემი, რადგან ის მამაჩემის მეუღლე იყო. Continue reading

დედობის ტესტი

დედა თავის პატარა ქალიშვილთან ერად მისეირნობდა პარკში. უცბად გოგონა დაიხარა, მიწიდან ნივთი აიღო და პირში ჩაიდო. დედამ მაშინვე უთხრა რომ ეს არ გაეკეთებინა.
-რატომ?-კითხა გოგონამ.
-იმიტომ რომ მიწაზე ეგდო, ჭუჭყიანია და ბაქტერიებიც აქვს,-უპასუხა დედამ.
ამის გამგონემ დედას გაკვირვებით შეხედა და დედას კითხა:
-დედიკო საიდან იცი ამდენი რამ, როგორი ჭკვიანი ხარ.
-ეს დედობის ტესტია და ყველა დედამ იცის, უნდა ჩააბარო რომ დედა გახდე, თუ არ გეცოდინება უფლებაც არ გექნება რომ დედა იყო,-უპასუხა დედამ.
2-3 წუთი ასე მისეირნობდნენ, პატარა გოგონას კი შეწუხებული სახე ჰქონდა, თითქოს რაღაცას ვერ ხვდებოდა.
-ო… დედა მე მივხვდი,-წამოიყვირა მან,-თუ ამ ტესტს ვერ ჩააბარებ მაშინ მამა იქნები.
-ზუსტად,-უპასუხა დედამ და გაეღიმა. Continue reading

%d bloggers like this: