Posts Tagged ‘სახე’

დედობის ტესტი

დედა თავის პატარა ქალიშვილთან ერად მისეირნობდა პარკში. უცბად გოგონა დაიხარა, მიწიდან ნივთი აიღო და პირში ჩაიდო. დედამ მაშინვე უთხრა რომ ეს არ გაეკეთებინა.
-რატომ?-კითხა გოგონამ.
-იმიტომ რომ მიწაზე ეგდო, ჭუჭყიანია და ბაქტერიებიც აქვს,-უპასუხა დედამ.
ამის გამგონემ დედას გაკვირვებით შეხედა და დედას კითხა:
-დედიკო საიდან იცი ამდენი რამ, როგორი ჭკვიანი ხარ.
-ეს დედობის ტესტია და ყველა დედამ იცის, უნდა ჩააბარო რომ დედა გახდე, თუ არ გეცოდინება უფლებაც არ გექნება რომ დედა იყო,-უპასუხა დედამ.
2-3 წუთი ასე მისეირნობდნენ, პატარა გოგონას კი შეწუხებული სახე ჰქონდა, თითქოს რაღაცას ვერ ხვდებოდა.
-ო… დედა მე მივხვდი,-წამოიყვირა მან,-თუ ამ ტესტს ვერ ჩააბარებ მაშინ მამა იქნები.
-ზუსტად,-უპასუხა დედამ და გაეღიმა. Continue reading

Advertisements
%d bloggers like this: