Posts Tagged ‘ფეხბურთი’

ბურთს ვერ აიღებს მეკარე, ვერა თუ გადაგვარჩენს ჩვენ მხოლოდ ძელი

\" საქართველოში გოლს ვერ იტანდნენ \"

საქართველოში გოლს ვერ იტანდნენ

საქართველოში გოლს ვერ იტანდნენ,
და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე,
იყო სტვენა და ლანძღვა-გინება:
“იდიოტი ხარ, როგორ გამაზე?!

ბურთს ვერ აიღებს მეკარე, ვერა
თუ გადაგვარჩენს ჩვენ მხოლოდ ძელი
ოპტიმისტი ვარ და მაინც მჯერა,
დაგვიბრუნდება დიდება ძველი.

ჩვენ გამარჯვება ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს,
იყო დრო როცა “ვესტ ჰემს” მოვუგეთ
და ლივერპულში “მონსტრი” გვიწოდეს.

რადგან ფეხბურთი ასე გვანაღვლებს,
მწვრთნელო, ნაკრები ისე დარაზმე…
რომ ტაშს ვუკრავდეთ ფეხბურთელებს და
არა – ფორმიან ქართველ მარაზმებს…

Advertisements

ლექსი საქართველოს ფეხბურთის ნაკრებზე

ლექსი საქართველოს ფეხბურთის ნაკრებზე 🙂

ეხლა ფეხბურთს მივუბრუნდეთ,
აღარ მინდა მეტის თმენა
საქართველოს ვბალეშიკობ
მაგრამ ვერ მოვიგეთ ვერა.

სულ ბოლოში მიჩანჩალებს,
როგორც კოჭლი ცხვარუნაო
ჯანმრთელი სასტავის ხალხი
ფულმა ჩაახრამუნაო.

როცა სირბილს დაიწყებენ,
როგორც ურჩი ცხვარებიო
ცოტა ხანში იღლებიან
გამწყდარი აქვთ ქანცებიო.

დაწყდებიან რას იზაამენ
ბურთის ფლობა არ იციან,
უთავბოლოდ რომ დარბიან,
მაგრამ მაინც არ იშლიან.

ქლოშინებენ, ბაჯბაჯებენ
როგორც ბაყბაყდევებიო
მაგიტომაც სულ არიან
აუთსაიდერებიო. 🙂

%d bloggers like this: