Posts Tagged ‘ძროხა’

მე რაღა ჯანდაბა უნდა მეპასუხა?

ფერმერ ჯეკს ავარია შეემთხვა. სასამართლოზე მომჩივანი სატვირთო მანქანების ფიმრის ადვოკატი ეკითხება ფერმერ ჯეკს:
-ავარიის მოენტში თქვენ პოლიციელს უთხარით რომ კარგად იყავით. არის თუ არა ეს სიმართლე?
-კარგი გიპასუხებთ,-უთხრა ფერერმა,-მე ჩემი საყვარელი ძროხა, ბესი სატვირთოში ჩავსვი და…
-მე თქვენთვის დეტალები არ მიკითხავს,-შეაწყვეტინა ადვოკატმა,-უბრალოდ ამ კითხვას უპასუხეთ: უთხარით თუ არ პოლიციელს რომ კარგად იყავით?
ფერმერმა უპასუხა:
-როგორც კი ბესი მანქანაში ჩავსვი, დავიძარი და მთავარ გზაზე გავედი…
ადვოკატმა ისევ შეაწყვეტინა:
-თქვენო ღირსებავ, მე ვცდილობ დავამტკიცო ის ფაქტი, რომ ამ ადამიანმა საგზაო პატრულს დაუდასტურა რომ კარგად იყო, ახლა კი ჩემს კლიენტს ზარალის ანაზღაურებას თხოვს. ის ნამდვილად თაღლითია. გთხოვთ აიძულოთ რომ ჩემს კითხვას ან კი ან არა უპასუხოს.
მაგრამ მოსამართლე დაინტერესდა ფერმერის ამბით და თქვა:
-ჯობია მისი საყვარელი ძროხის, ბესის შესახებ ვკითხოთ მეტი.
ფერმერმა ჯეკმა გულითადი მადლობა გადაუხადა მოსამართლეს და დაიწყო:
-როგორც ვამბობდი ჩემი საყვარელი ძროხა, ბესი ჩავსვი სატვირთოში და მთავარ გზაზე გავედი. შუა გზაზე დიდმა ტრაილერმა წინ გადამისწრო და უცბად დაამუხრუჭა, მე ვეღარ მოვასწარი შეჩერება და მას დავეჯახე. სატვირთო მანქანა გადამიბრუნდა. მე ერთ მხარეს გადავვარდი, ბესი კი მეორე მხარეს. ყველაფერი მტკიოდა და ვერ ვინძრეოდი, მეორე მხრიდან კი ბესის კვნესა და ბღავილი ესმოდა. მივხვდი რომ სასიკვდილოდ იყო დაშავებული. მალე პატრულიც მოვიდა. მან ბესის ბღავილი გაიგონა და მისკენ წავიდა. როდესაც მასთან მივიდა, დაინახა რომ ბესი ტანჯვით კვდებოდა. ამიტომ ამოიღო თავისი იარაღი და ბესის შუბლში დაახალა. შემდეგ გზის მეორე მხარეს, ჩემსკენ გადმოვიდა, ხელში ისევ იარაღი ეჭირა და მკითხა: “-თავს როგორ გრძნობთ”. ახლა თქვენ მითხარით, მე რა ჯანდაბა უნდა მეპასუხა? Continue reading

ბავშვები 402-ე ოთახიდან

პირველი კლასის მასწავლებელ მის ბროკსს ერთ-ერთ მოსწავლესთან პრობლემები აქვს.
-ჰარი რა პრობლემა გაქვს?-ჰკითხა მასწავლებელმა.
-მე პირველი კლასისათვის ზედმეტად ჭკვიანი ვარ,-უპასუხა ჰარიმ,-ჩემი და მესამე კლასშია, მე კი მასზე ჭკვიანი ვარ. ამიტომ მეც მესამე კლასში უნდა გადამიყვანოთ.
მის ბროკსი გაბრაზდა და ჰარი დირექტორთან წაიყვანა. სანამ ის გარეთ იცდიდა მასწავლებელმა დირექტორს ყველაფერი აუხსნა.
დირექტორმა კი მის ბროკსს უთხრა რომ ის კითხვებს დაუსვამდა ჰარის და თუ ის უპასუხებდა მაშინ გადაიყვანდა მესამე კლასში. თუ ჩაიჭრებოდა ისევ პირველ კლასში დარჩებოდა.
ჰარი შეიყვანეს და გადაწყვეტილება აუწყეს, ისიც დასთანხმდა.
დირექტორი:
-რამდენია 3X3?
ჰარი:
-9
დირექტორი:
-რამდენია 6X6?
ჰარი:
-36
და დირექტორმა ყველა კითხვა დაუსვა, რაც მესამე კლასელს უნდა ცოდნოდა, ჰარმაც ყველას უპასუხა.
-მემგონი მესამე კლასაში უნდა გადავიყვანოთ,-მიუბრუნდა დირექტორი მის ბროკსს.
-ნება მომეცით მეც დავუსვა კითხვები,-უთხრა მის ბროკსა. ჰარი და დირექტორი დაეთანხნენ.
მის ბროკსი:
-რა აქვს ძროხას ოთხი, ისეთი რაც მე მხოლოდ ორი მაქვს? Continue reading

სამი გამოცანა

რააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა?

რააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა?

პირველი გამოცანა:

ეს გამოცანა იმენადენად მარტივია რომ მას ბავშვებიც კი აკეთებენ, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა რომ ზრდასრულები მას ვერ ხვდებიან. Continue reading

%d bloggers like this: