Posts Tagged ‘წყალი’

სინგაპურის საოცრება

ეს აუზი ახლახანს გაიხსნა, იგი მდებარეობს სინგაპურში, ცათამბჯენ Marina Bay Sands-ის 55-ე სართულზე, 200 მეტრის სიმაღლეზე. მისი სიგრძე 150 მეტრია, ხედი კი თვალისმომჭრელია-სინგაპურის ყველაზე ლამაზი ადგილი, რომელსაც ახალ ტურისტულ რაიონს Marina Bay-ს უწოდებენ.
აუზის კიდე რამდენიმე სანტიმეტრით სცილდება წყალს, რის გამოც იქმნება შთაბეჭდილება თითქოს წყალი მთელ ჰორიზონტზე იშლება.

დანარჩენი სურათები სრულიადში Continue reading

Advertisements

ყველა ბლოგერს!

მოგესალმებით თანამოქალაქენო, მე მინდა მეტად მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო. შეუძლებელია ადამიანმა მშვიდად უყუროს იმ უმსგავსობას რაც თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ხდება. ამიტომ მე მივიღე უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ჩემს კანდიდატურასაც წამოვაყენებ.
მაშ ასე – თბილისის მერად რომ ამირჩევენ, პირველ რიგში, ვისწავლი ხელების ქნევას საქართველოს პრეზიდენტივით, რადგან ამბობენ, მომავალი მერი პრეზიდენტობის უპირველესი კანდიდატი იქნებაო. მერე შევიმუშავებ ახალ დიეტას და მას აქტიურად დავნერგავ თბილისის მოსახლეობაში. მართალია, შეჭირვებული ხალხი ისედაც დიეტაზეა, მაგრამ არა უშავს, მერის დიეტას სხვა დატვირთვა ჰქონია. სამშენებლო ბიზნესს გადავაბარებ მამაჩემს, ხოლო ჩემი ოჯახის დანარჩენი წევრები იქნებიან მსხვილი ბიზნესმენების სახურავები, ანუ “კრიშები” და მეტი არ მინდა, ყოველთვიურად ბიზნესმენებმა საწევრო დააგვიანონ, “ელიტ ელექტრონიქსისა” ამბავი მონაგონი იქნება. Continue reading

იცოდი? რაღაც არა მგონია

იცით თუ არა, რომ...

1) თურმე ანკარას ისეთი იშვიათი თვისებები აქვს, რომელიც ბევრისთვის ცნობილი არ არის. მაგალითად, საცდელმა ანკარამ 31 დღე იშიმშილა. გარდა ამისა, შეუძლია 1,5 საათი იცუროს წყალქვეშ, რადგან ძალიან კარგად განვითარებული ფილტვები აქვს. ამ ორგანოს უმეტესი ნაწილი თხელკედლიანი ტომარაა, რომელიც სავსეა ჰაერით.

2) თანამედროვე ეპოქაში ცხოვრობს 1,5-იდან 2 მლნ-მდე სახეობის ცხოველი (მეცნიერთა ვარაუდით ეს რიცხვი შეიძლება 10 მილიონს აღწევდეს). Continue reading

%d bloggers like this: