Posts Tagged ‘ხელფასი’

ყველა ბლოგერს!

მოგესალმებით თანამოქალაქენო, მე მინდა მეტად მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო. შეუძლებელია ადამიანმა მშვიდად უყუროს იმ უმსგავსობას რაც თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ხდება. ამიტომ მე მივიღე უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ჩემს კანდიდატურასაც წამოვაყენებ.
მაშ ასე – თბილისის მერად რომ ამირჩევენ, პირველ რიგში, ვისწავლი ხელების ქნევას საქართველოს პრეზიდენტივით, რადგან ამბობენ, მომავალი მერი პრეზიდენტობის უპირველესი კანდიდატი იქნებაო. მერე შევიმუშავებ ახალ დიეტას და მას აქტიურად დავნერგავ თბილისის მოსახლეობაში. მართალია, შეჭირვებული ხალხი ისედაც დიეტაზეა, მაგრამ არა უშავს, მერის დიეტას სხვა დატვირთვა ჰქონია. სამშენებლო ბიზნესს გადავაბარებ მამაჩემს, ხოლო ჩემი ოჯახის დანარჩენი წევრები იქნებიან მსხვილი ბიზნესმენების სახურავები, ანუ “კრიშები” და მეტი არ მინდა, ყოველთვიურად ბიზნესმენებმა საწევრო დააგვიანონ, “ელიტ ელექტრონიქსისა” ამბავი მონაგონი იქნება. Continue reading

Advertisements
%d bloggers like this: