Archive for ივლისი, 2010

სინგაპურის საოცრება

ეს აუზი ახლახანს გაიხსნა, იგი მდებარეობს სინგაპურში, ცათამბჯენ Marina Bay Sands-ის 55-ე სართულზე, 200 მეტრის სიმაღლეზე. მისი სიგრძე 150 მეტრია, ხედი კი თვალისმომჭრელია-სინგაპურის ყველაზე ლამაზი ადგილი, რომელსაც ახალ ტურისტულ რაიონს Marina Bay-ს უწოდებენ.
აუზის კიდე რამდენიმე სანტიმეტრით სცილდება წყალს, რის გამოც იქმნება შთაბეჭდილება თითქოს წყალი მთელ ჰორიზონტზე იშლება.

დანარჩენი სურათები სრულიადში Continue reading

მკვლელობა კოვზით

ბოლომდე უყურთ საინტერესოა 😀 Continue reading

ცხოვრებისეული კურიოზი-“მოყვრები”


ახალგაზრდობაში გოგო მოვიტაცე, იგი დღეს ჩემი ცოლია (გამიმხილა ერთმა ჭიათურელმა). სიმამრმა ისეთი სიტყვებით მლანძღა, არც მე და არც მის შვილს 15 წელი მის ეზოში არ შეგვიხედავს. 15 წლის შემდეგ, ძველით ახალ წელს, შემომიჩნდა ცოლ-შვილი, წავიდეთ ჩემიანებთანო.

ბევრი ფიქრის მერე დავთანხმდი, რაც იქნება, იქნება, წავალ მოყვრებში-მეთქი. იმ დროს ჭიათურის მაღაროში ვმუშაობდი. ერთი ორასგრამიანი დინამიტი ჩავიდე გულის ჯიბეში, ძველით ახალ წელს მოგეხსენებათ, თოფებს ისვრიან და მეც ვიფიქრე, ეზოს გავამხიარულებ-მეთქი. ეზოში შესული რომ დაგვინახეს, კინაღამ გაგიჟდნენ სიხარულით..  დაკლეს ინდაურები და ქათმები, გოჭიც ზედ მიაყოლეს. ისეთი სუფრა გაიშალა, იმერეთში რომ იტყვიან, ავ თვალს არ ენახვებაო..
Continue reading