Posts Tagged ‘თაგვი’
11 აპრილი
უბრალოდ სურათები
19 მარ
გრძელი ცხვირი
ბერ ძენტის ცხვირის ამბავი იკენოოში ყველას გაეგო.ხუთი ექვსი სუნის სიგრძის ცხვირი ბაგეებზე გადმოჰკიდებოდა და ნიკაპს ქვემოთ ჩამოსცილებოდა,სისქე ძგიდიდან წვერამდე ერთნაირი ჰქონდა, გრძელი ცხვირი სახის შუაში ეკიდა და ძეხვს ჰგავდა.
ბერი ორმოცდაათს იყო გადაცილებული და მთელი სიცოცხლე,აღკვეციდან დღემდე,უკვე ნაიდოძიოგუბუს მაღალი წოდების მქონე,მწარედ განიცდიდა ცხვირის სიგრძეს.რა თქმა უნდა თავს იტყუებდა თითქოს ეს ნაკვთი სულაც არ აწუხებდა მას. საქმე მარტო ის როდი იყო,რომ ცხვირის გამო ტანჯვა მას მიაჩნდა ღვთისმსახურის შეუფერებლად რომელმაც მთელი თავისი განზრახვანი უნდა შესწირონ ბუდა ამიდას სიახლოვესთან არსებობას. მას უფრო ის აცუხებდა,არავის შეეტყო, როგორ ძლიერ ტანჯავდა საკუთარ ცხვირი. საუბრისას მუდამ ეშინოდა, სიტყვა ცხვირზე არ ჩამოეგდოთ. Continue reading
ბოლო კომენტარები