Posts Tagged ‘აშშ’

რა? სად? როდის? (ინტელექტუალური კითხვები)

1. რა ფერის იყო პირამიდები სამშენებლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ?

1. რა ფერის იყო პირამიდები სამშენებლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ?

2. სათამაშო სახლის, კაზინოს თანამფლობელი ან მოსამსახურე,რომელიც ხელმძღვანელობს და თვალყურს ადევნებს თამაშის მიმდინარეობას… Continue reading

The Unit სპეცრაზმი(პოპულარული სერიალი)

https://i0.wp.com/www.entertainmentwallpaper.com/images/desktops/movie/tv_the_unit01.jpg

სპეცრაზმი (ჯგუფი, the unit) არის ამერიკული ტელესერიალი, რომლის პრემიერა 2000 წელს შედგა ტელეარხ CBS-ზე. ეს სერიალი ჩემი აზრით თუ ყველაზე საუკეთესო არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილადაა ამავე ჟანრის ამერიკული ფილმებიდან.სერიალი ეხება სპეცრაზმის “დელტა”–ს დავალებებს. სერიალში მოქმედება ხდება “ფორტ გრიფიტში”. სპეცრაზმის წევრები არიან: ჯონას ბლეინი, ბობ ბრაუნი, მაკ გრეგჰარტი. მათი უფროსი კი არის ტომ რაიანი. ყოველ სერიაში ჯონასი ბობი და მაკი საზღვარგარეთ მიდიან, რადგან დაიცვან ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოება. ოპერაციის შემდეგ კი უკვალოდ ქრებიან ქების გარეშე. სერიალი არ განეკუთნება ე.წ. soup opera–ს. სერიალს აქვს მეორე მხარე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სპეცრაზმელს ჰყავს ცოლი. სერიალში არის აღწერილი მათი ცოლების ცხოვრება. ამან გაზარდა სერიალის რეიტინგი, რადგან იგი იზიდავს როგორც მამაკაცების ასევე ქალბატონების ყურადღებას.

სპეცრაზმი სრულიად განსხვავდება სხვა ფილმებისაგან. მასში არ არის ისეთი ჯარისკაცი რომელსაც ტყვია არ ეკარება. არც ისეთ ტრიუკებს აკეთებს, რომელთა გაკეთებაც კოპიუტერული გრაფიკის გარეშე ჩვეულებრივი ადამიანის ძალებს აღემატება. სერიალი შეულამაზებლად აღწერს ჯარის ცხოვრებას. მისი ერთ-ერთი პლიუსი კიდევ ისაა, რომ ყოველ სერიას ახალი სიუჟეტი აქვს.

საბოლოოდ მეოთხე სეზონში მხოლოდ სამი კაცი დარჩა ძველი გუნდიდან. ჰექტორის სიკვდილმა ალბათ ერთგულ მაყურებელს გული დასწყვიტა.
თავისი სიმარტივით და უბრალოობით ამ ფილმა მრავალი მაყურებელი შეიძინა…

ერთად ვიცინოთ :)

ანეგდოტები

ჭიჭიკია, ვისია მაი ტყუპები?
– ჩემი კია, ტყუპი არაა, მარა ისეთი მოუსვენარია გაორებას იძლევა ეს შობელძაღლი.

ორი ნარკომანი ცათამბჯენზე არიან და ლაპარაკობენ:
– საშკა, აქიდან რომ გადავხტე მიწამდე რამდენი ხანი დამჭირდება?
– სამი დღე და ღამე.
– მერე მოვკვდები?
– აბა რა, შე ჩემა სამი დღე-ღამე საჭმლის გარეშე ვერ გაძლებ!

კაცი მიდის სამსახურში ჩალურჯებული თვალით. თანამშრომელი ეკითხება:
– რა დაგემართა?
– შვილმა დამარტყა.
– რატომ?
– დედა შევაგინე.
– კიდევ კაი ფაქტზე არ წაგისწრო…

დაქალები:
– ალო, გილოცავ. როგორ ჩაიარა ახალმა წელმა?
– როგორც ყოველთვის, ლოგინში.
– და, ბევრი ხალხი იყო?

დედა ეუბნება შვილს:
– შვილო დისკოთეკაზე ამდენს ნუ დადიხარ, თორემ დაყრუვდები.
– არა გმადლობთ დედიკო, უკვე ვისადილე.

სვანი ხნავს და ამ დროს მასთან მივა დევიდ კოპერფილდი თან ცალი ხელი გამქრალი აქ და ეტყვის სიგარეტი მომეციო სვანი მისცემს.მერე მივა ორივე ხელი გამქრალი აქ და ეტყვის სიგარეტი მომეციო სვანი მისცემს.მერე დევიდ კოპერფილდი მივა მარტო თავით და ტანით და ეტყვის სიგარეტი მომეციო და სვანი მისცემს გაგიჟდა და ბოლოს მივა მარტო თავი და ეუნება სიგარეტი მომეციო,მაშინ სვანი ეტყვის მე კი მოგცემ მარა ხო ხედავ რო გვნებსო

სვანი გლობუსს ათვალიერებს და ოკეანეში დაიხრჩობა

ბიჭიკია ევედრება ბიჭიკიას:
ბიჭო,შენ გამოცდილი კაცი ხარ ქალებში და რამე მოხერხებული ფინტი მასწავლე ქალების შესაბმელადო.
დათანხმდა,აბა ეხლა მიყურე და დაიმახსოვრეო…
მივა გოგოსთან რომელიც წყალსა სვამს და ეუბნება:ნეტავ მაგ ჭიქათ მაქციაო..
რათაო?ეკითხება გოგო
შენ ტუჩებს ვეამბორებოდიო…და ასე შეაბა
ვა რა იოლი რამე ყოფილაო და ეგრევე მეორე გოგოს მივარადა რომელსაც ვარდი ეჭირა ხელში
ნეტავ მაგ ვარდად მაქციაო
რატომო?ეკითხება გოგო
რათა,რათა და მისუნავდიო

ნარკომანი და კეთროვანი ზიან ციხაში…კეთროვანს მოძვრება ცხვირი,შემდეგ ყურე მეორე ყური და ასე შემდეგ,და ფანჯრიდან ყრის.უყურებს ეს ნარკომანი და ეუბნება:ვა ტო რა ტექნიკურად იპარებიო

სვანები მანქანებს წითლად გადაღებავენ,სააღდგომოთ უნდა დავაჯახოთო

ცნობილი ქალების აზრები კაცების შესახებ

არა მგონია, კაცები ქალებზე მეტად თავუისუფლალნი იყვნენ. (ინდირა განდი)

– რა განსხვავებაა საყვარელსა და ჯენტლმენს შორის?
– ჟენტლმენი იმ ტკივილებს კურნავს, რომელიც საყვარელმა მოგაყენა. (მადონა)

კაცები რომ მშობბიარობდნენ, ერთ შვილზე მეტი არც ერთ მათგანს არ ეყოლებოდა. (ნადია აუერმანი – ტოპმოდელი)

1. კაცი ყოველთვის იმ ქალით დაინტერესდება, ვინც თავად მის მიმართ გამოიჩენს ყურადღებას და არა იმ ქალით, რომელსაც ლამაზი ფეხები აქვს.
2. კაცები, რომელთაც სიამოვნებით ვეცეკვებოდი, არ ცეკვავენ.
3. დიდი სხვაობაა იმ კაცებს შორის, ვინც ბევრი ფული იშოვა და ვინც დაბადებიდან მდიდარია.
(მარლენ დიტრიხი)

1. კაცები საათებს ჰგვანან – ყოველდღე უნდა მომართო.
2. ყმაწვილი სრულიად აუტანელი ხდება ორმოცდაათი წლის ასაკში.
3. კაცები არ იმჩნევენ, რომ ქალების ესმიღ. ეს უფრო იაფი უჯდებათ.
(იანინა იპოხორსკაია – ჟურნალისტი)
კაცის დაფეხმძიმება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, აბორტი ღვთაებრივ საიდუმლოდ შეირაცხებოდა. (კატრინ დენევი)

1. კაცები საოცრად ალოგიკურები არიან: ადასტურებენ, რომ ყველა ქალი ერთმანეთს ჰგავს, არადა ყოველწუთს ცვლიან ერთი მეორეთი.
2. კაცს იქამდე შეუძლია ორი ქალის ერთდროულად სიყვარული, ვიდრე ერთი მათგანი მაინც არ მიხვდება, რას წარმოადგენს მეორე.
კოლეტი

კაცს აღაფრთოვანებს თავისი ცოლის ღვთისმოშიშება და სხვისი ცოლების სილამაზეს. (მერი უესტი – მწერალი და მსახიობი)

1. გონიერი ქალისთვის კაცი პრობლემა არ არის. მისთვის კაცი გადაწყვეტილებაა.
2. ამერიკელი დაკავებულილა საქმეებით, თავისუფალ დროს კი ქალებით. იტალიელი ქალებითაა დაკავებული, თავისუფალ დროს კი საქმეებით.
ჰარი გაბორი (მსახიობი)

1. კაცისგან თავდახსნის საუკეთესო საშუალებაა, დანებდე მას.
2. მამაკაცები ქალის სილამაზეს უფრო აფასებენ, ვიდრე მის გონიერებას. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ ქვეყნად უფრო მეტი სულელია, ვიდრე ბრმა.
ბარბრა სტრეიზანდი

ბიბლიურ დროში კაცს იმდენი ცოლი ჰყავდა, რამდენის შენახვაც შეეძლო – სწორედ ისე, როგორც ახლა. (მილა იოვოვიჩი)

1. რაც უფრო მეტად დამნაშავე ვარ კაცის წინაშე, მით მეტ ყურადღებას ვიჩენ მის მიმართ.
2. რატომ უნდა მრცხვენოდეს ექიმთან გაშიშვლების, ისიც ხომ ისეთივე კაცია, როგორიც ყველა დანარჩენი.?!
3. – რა გაცვია ღამით?
– საყვარელი მამაკაცი!
4. რა თქმა უნდა, ალენ დელონი ლამაზია, მაგრამ ლამაზი ჩემი საძინებელი გარნიტურის XVI სტილში შესრულებული კომოდიცაა.
ბრიჯიტ ბარდო

🙂

სასტუმრო კოსმოსში 2012 წელს გაიხსნება, ბილეთები შეგიძლიათ ახლავე დაჯავშნოთ

ეს სასტუმრო კლიენტებს საშუალებას მისცემს კოსმოსში 80 წუთში ავიდნენ და 15 მზის ამოსვლა და ჩასვლა ნახონ დღეში. რათქმაუნდა უფრო ძვირი ეღირება ოთახები ჩვენი პლანეტის ხედით. ეს სიამოვნება სულ რაღაც $4.4 მილიონი (აშშ) ეღირება და ამ ფასად კოსმოსში 3 დღე-ღამეს გაატარებენ.
სანამ კლიენტები კოსმოსში ავლენ ისინი გაივლიან 8-კვირიან ვარჯიშს. სასტუმროში მომსახურე პერსონალი არ იქნება. იქ მხოლოდ ავსტრონავტი პილოტები იქნებიან. კომპანიამ ამ პროექტში $3 მილიარდი დოლარი ჩადო და უკვე 43 კლიენტი ჰყავს. ისინი თვლიანრომ მალე კოსმოსური ტურიზმი პოპულალური გახდება და ჩადებულ თანხასაც მალევე ამოიღებენ.